• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 13

Comments
 2011 წლის 26 ივნისი   ავტორი: mirian

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.

ბოლო გადაცემა 26.06.2011

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3153″]

დევნილთა ამბების მეცამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

სოფელ დვანში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაძაბულად წარიმართა. ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაცია, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა და შეხვედრების ჩაშლით დაიმუქრა. ოსურმა მხარემ თავის მხრივ პრეტენზიები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წაუყენა და მათგან დეფაქტო რესპუბლიკის ტეროტორიის დაკვირვებაზე უარის თქმა მოითხოვა. დეტალები მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟში.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_013.mp3]

გორის საბავშვო ბაღებში ჩასახლებული დევნილების ნაწილი კომპენსაციის, ნაწილი კი კოტეჯის მიღებას ელოდება. ბაღებში მცხოვრებ დევნილებს დახმარებაც შეუმცირდათ, ამიტომ ზამთრისთვის მზადება თვითონვე დაიწყეს და ახლა გირჩებს და მუყაოს ყუთებს აგროვებენ. მოისმინეთ ნათია მელაძის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_023.mp3]

უმუშევარი დევნილების რიცხვი, სკოლებიდან გათავისუფლებული დევნილი პედაგოგების სახით კიდევ უფრო გაიზრდება. იძულებით გადაადგილებული მასწავლებლების ნაწილი, გორის სკოლებიდან უკვე გაათავისუფლეს, ნაწილი კი სამსახურიდან დათხოვნას სექტემბრიდან ელოდება. ახალგაზრდა იურისტები მათ ურჩევენ უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ, განათლების რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულეებების ვადა ამოიწურა და სკოლა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_033.mp3]

ერთი წელია ჰაინრიხ ბიოლის ფონდი დევნილთა ინფორმირების ამაღლების მიზნით დისკუსიებს მართავს. ადრე შეხვედრები ქალაქებში იმართებოდა, ახლა კი ფონდის ექსპერტები თვითონ ჩადიან კომპაქტური დასახლებების ადგილებში. ბოლო დისკუსიის თემა დევნილებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების საკითხი იყო.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_043.mp3]

ბერბუკის დევნილთა დასახლების სიახლოვეს, სამკერვალო საამქროში 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. იძულებით გადაადგილებული პირები ახლა სასკოლო ფორმებს კერავენ და ახალ შეკვეთებს სამშენებლო კომპანიებიდან, სპორტული კლუბებიდან სასტუმროებიდან და რესტორნებიდან ელოდებიან. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_053.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 31 ივლისს გავა, 19.00 საათზე.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
  • Click to share on Google+ (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი mirian

  • უკანასკნელი სტატიები

    • ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
      დეკემბერი 28, 2018
    • სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
      დეკემბერი 7, 2018
    • მონაცემთა დაცვა და ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები
      სექტემბერი 2, 2018
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
  • ძებნა

  • ტვიტერი სამეზობლოს შესახებ ქართულად

    Tweets from https://twitter.com/ReportersNet/lists/list


  • Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
    ***
    პირადი მონაცემების დაცვა და ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესი: ეს ვებგვერდი იყენებს ქუქი ჩანაწერებს. თუ განაგრძობთ ამ საიტის გამოყენებას, ამით თქვენ თანხმობას აცხადებთ მათ გამოყენებაზე.
    გაიგეთ უფრო მეტი ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესები
  • footer_b
  • footer_b
  • footer_b

Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2018

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.