• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

მედიაციის გენდერული ასპექტები: ქალთა როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში

0 კომენტარი
 2013 წლის 31 ივლისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) და „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ (UN Women) გიწვევთ ოთხ-დღიან ლიდერთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ჩატარების დრო: 2013 წლის 23-26 სექტემბერი. ჩატარების ადგილი: ერევანი, სომხეთი.

ტრენინგი, რომლის თემაა მედიაციის გენდერული ასპექტები: ქალთა როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში ჩატარდება 23-26 სექტემბერს ქალაქ ერევანში. ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული კანდიდატები აგრეთვე ჩართულნი იქნებიან აქტივობების სამწლიან ციკლში, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, დისკუსიებს, მედია პროდუქციის წარმოება და ადვოკატირებას.

ეს აქტივობები არის პროექტის ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა ნაწილი, რომელსაც IWPR და UN Women ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი მიზნად ისახავს ქსელის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ქართველს, ოს და აფხაზ ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს, მედია პროფესიონალებს და ადამიანის უფლებათა დამცველებს, ასევე წაახალისებს ქალთა უფრო პროაქტიული მონაწილეობას მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • გენდერულ და ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობისა და საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაჩინო გამოცდილება;
  • კავკასიის რეგიონში კონფლიქტების ანალიზის გამოცდილება და პოლიტიკური კონტექსტის ცოდნა;
  • თავისუფლად კომუნიკაცია რუსულ ენაზე (ინგლისურის ცოდნაც სასურველია);
  • მიუკერძოებელი და ღია კონსტრუქციული დიალოგისთვის და დებატებისთვის;
  • არ უნდა იყვნენ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. პრიორიტეტი მიენიჭება გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს (მამაკაცებს და ქალებს), რომლებსაც აქვთ სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდეგნის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული კანდიდატებისთვის IWPR დაფარავს ყველა მგზავრობის, საცხოვრებელის და სამივლინებო ხარჯებს.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვისა), თუ რატომ სურთ მონაწილეობის მიღება და დაურთონ თავიანთი საკონტაქტო მონაცემები.

განაცხადი გამოაგზავნეთ: caucasusprogramme@iwpr.net

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 26 აგვისტო.

შედეგების შესახებ კანდიდატებს შეატყობინებენ 2 სექტემბერს.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
მაისი 30, 2018

კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი
მაისი 25, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.