• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალები მშვიდობისა და სამოქალაქო დიალოგისთვის

0 კომენტარი
 2011 წლის 24 მაისი   ავტორი: გიორგი კუპატაძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


24 მაისს, მშვიდობისა და განიარაღებისთვის ქალთა საერთაშორისო დღეს (International Women’s Day for Peace and Disarmament) ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თბილისის ოფისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალები მშვიდობისათვის“.

ღონისძიებაში მონაწილეობა სამოქალაქო დიალოგის და ნდობის აღდგენაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია IWPR-ის საქმიანობის, მის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების და რესურსების შესახებ. შემდეგ გაიმართა დისკუსია ქალთა ორგანიზაციების ჩართულობაზე სამოქალაქო ნდობის აღდგენის პროცესში და ამ მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გააცნეს ერთმანეთს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობა, სამოქმედო გეგმები და არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვა.

გაიმართა ასევე მსჯელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების შესახებ, რომელთა მიმართ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს გარკვეული შენიშვნები გააჩნია. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალში ინფორმაციის გაცვლაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქალთა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების უფრო კოორდინირებულ მუშაობას.

მარიამ გოგოშაშვილი, ქალთა ფონდი:„საინტერესო იყო ქალთა პრობლემეზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა. ჩვენ გრანტების გამცემი ორგანიზაცია ვართ და ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სამოქალაქო დიალოგის და ნდობის აღდგენაზე მიმართული პროექტების მხარდაჭერაა“.

ეკატერინე სხილაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი:„ძალიან საინტერესო იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის რეგულაციების განხილვა, ახალი ინფორმაცია მივიღე. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს არ ვიცნობდი. ამ საკითხებს აუცილებლად გავაჟღერებთ გაეროს 1325 რეზოლუციის ეროვნულ სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფში“.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი გიორგი კუპატაძე
გიორგი კუპატაძე, IWPR-ის რედაქტორია საქართველოში.





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.