• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალები სამშვიდობო ინიციატივებში უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ

0 კომენტარი
 2014 წლის 19 ივნისი   ავტორი: ჰიზერ იანდთი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


http://reporter.ge/wp-content/uploads/2015/01/womenandpeace-georgian-iwpr1.mp3

2008 წლის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით მიმდინარე შეხვედრებზე, საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის არც ისე ბევრი ქალი დელეგატია წარმოდგენილი.

2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი მშვიდობის მშენებლობის საქმეში ქალთა ჩართულობის გაზრდა იყო. მას შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებებს ქალებიც ესწრებიან, თუმცა ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით.

განსხვავებული სიტუაციაა არაოფიციალურ დონეზე. ქალთა ორგანიზაციები საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თითქმის ოცი წელია აქტიურად თანმშრომლობენ ერთმანეთთან.

ქეთევან ციხელაშვილი, როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ოფიციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობს. მისი თქმით, ხელისუფლება მიესალმება და აღიარებს „სახალხო დიპლომატიასაც“.

არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით გახსნილები არიან ორმხრივი ურთიერთობებისათვის, ესენი არიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, შერეული ოჯახების წევრები და შვილმკვდარი დედები. „იმიტომ, რომ მათ ყველაზე მძიმე გზა გამოირეს და ყველაზე კარგად იციან შერიგებისა და მშვიდობის ფასი“, – ამბობს ის იმ ქალების შესახებ, რომლებმაც ომში შვილები დაკარგეს.

ციხელაშვილის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების პოვნა და მეორე მხარის საჭიროებების განსაზღვრა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლით.

„ჩვენ მავთულხლართებისა და სატანკო თხრილების გავლით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით“, – ამბობს ის.

რადიო გადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისის მიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰიზერ იანდთი. 

რადიო გადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ჰიზერ იანდთი
ჰიზერ იანდთი ჟურნალისტია კანადიდან. ის თბილისში ცხოვრობს და IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროექტების პროდიუსერია.


მსგავსი სტატიები:


ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017

აფხაზი მუსლიმები იდენტობის გზაჯვარედინზე
იანვარი 17, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.