• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალი და არჩევნები

0 კომენტარი
 2012 წლის 1 ოქტომბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საქართველოს მოქმედ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის მხოლოდ 9 ქალია წარმოდგენილი, რაც NDI-ის ბოლო კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 53%-ის აზრით, ძალიან ცოტაა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, თუ კი პარტიას, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს არჩევნების დროს პარტიულ სიაში ყოველ 10 ადამიანზე წარმოდგენილი ეყოლება 2 განსხვავებული სქესის ადამიანი  10%-ით მეტ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.

კვალიფიციური სუბიექტებიდან ფინანსური წახალისების ეს სისტემა სათანადო მოტივაია  მხოლოდ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის” აღმოჩნდა.  ქდმ-ს პარტიული სია 168 სუბიექტისგან შედგება, აქედან 48 – ქალია, შესაბამისად პარტიული სიის ყოველ ათეულში 2 ქალბატონია.

რაც შეეხებათ, სხვა კვალიფიციურ სუბიექტებს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის 155 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალბატონი. კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში, რომელიც 200 სუბიექტისგან შედგება, მხოლოდ 34 ქალია.

ფინანსური დანამატი ვერც “ლეიბორისტულმა პარტიამ” მიიღო, რადგან კანონის მოთხოვნა მათ მხოლოდ პირველ სიის პირველ ორ ათეულში აქვთ დაცული.

არაკვალიფიციური სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ქალი “ახალი მემარჯვენეების” პარტიულ სიაშია: 149-წევრიან სიაში 42 ქალია, თანაც ისე, რომ სიის ყოველ ათეულში სამი ქალია გადანაწილებული.

ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველო საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ ბოლო ადგილზეა.

ქალბატონების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გაზრდასთან დაკავშირებით თავიანთ ინიციატივებს პარტიები საკუთარ პროგრამებში აყალიბებენ. ვინ რა მნიშვნელობას ანიჭებს ქალის როლის გაზრდას პოლიტიკაში და აქვთ თუ არა მათ კონკრეტული ინიციატივები აღნიშნულთან დაკავშირებით?  

„ახალ მემარჯვენეებს“ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ატრიბუტად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ „სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამის მეშვეობით ხელი უნდა შეეწყოს პოლიტიკურ პარტიებში ქალების კარიერულ წინსვლას და მათ აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში როგორც პარტიული სიებით, ასევე, მაჟორიტარულ კანდიდატებად“. („ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის დადგენილებით, 2012 წლის საპარლამენტო და ყველა შემდგომი არჩევნების პარტიული სიის მინიმუმ 30%-ს ქალები წარმოადგენენ).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესებში ქალთა ფართო, აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე. მსგავსი და სხვა აქტივობების მხარდასაჭერად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შექმნილია გენდერული საბჭო“, – ნათქვამია, პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ქალთა მონაწილეობის გაზრდას ორი მიმართულებით აპირებს – შიდაპარტიული და ზოგადპოლიტიკური. მათი თქმით, პირველ ასპექტთან მიმართებით,  დაფუძნდა  ქალთა ფრთა, რომლის ხელმძღვანელიც შეყვანილია პარტიის პოლიტიკურ საბჭოში. პარტია ქალთა ფრთაში მობილიზებული რესურსიდან მსურველთა ჩაბმა პარტიული ორგანიზაციის ზედა რგოლებში აპირებს. რაც შეეხება ზოგადპოლიტიკურ პროცესს, კოალიცია მიზნად ისახავს, დაიცვას არსებული საკანონმდებლო წამახალისებელი ნორმა საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილ სიაში და მომავალი ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში უფრო მეტი ქალი კანდიდატის ყოლას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ლეიბორისტული პარტიის“ პროგრამაში ნათქვამია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში გაიზრდება ქალთა პროპორციული წარმომადგენლობა, თუმცა არაფერია ნათქვმი თუ როგორ აპირებს პარტია აღნიშნულის მიღწევას.

რა შეეხებათ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”,  ისინი პოლიტიკურ პროცესებში ქალის მონაწილეობის გაზრდას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ამისთვის სახელმწიფოს პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერაზე, კერძოდ, სააგიტაციო მასალის მომზადებას, დაბეჭდვასა  და გავრცელებას საუბრობენ.

ავტორი: შორენა ლათათია

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


სომხურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება?
დეკემბერი 7, 2018

სად არიან ქალები სომხეთის რევოლუციაში?
მაისი 28, 2018

არჩევნები საქართველოში და მისი გავლენა რეგიონზე
ოქტომბერი 27, 2013





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.