• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დისკუსია პოლიტპატიმრების შესახებ გრძელდება

0 კომენტარი
 2012 წლის 3 დეკემბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საქართველოს პარლამენტმა დროებით გადადო იმ პირთა საკითხის განხილა, რომლებიც წინა ხელისუფლებას დევნასა და უკანონო დაპატიმრებებში ადანაშაულებენ.

ნინო ჯომარჯიძე – კავკასია

კავკასიის საინფორმაციო სამსახური 666-ე გამოშვება

2012 წლის 23 ნოემბერი

ეკატერინე ფოფხაძე, საიას აღმასრულებელმა დირექტორი. (c) საია

ეკატერინე ფოფხაძე, საიას აღმასრულებელმა დირექტორი. (c) საია

წინა კვირის განმავლობაში ახალი მთავრობა აქტიურად განიხილავდა იმ ორასი ადამიანის საკითხს, რომლებიც წინა ხელისუფლებას დევნასა და უკანონო დაპატიმრებებში ადანაშაულებენ.

აღნიშნული სია პარლამენტს იმ სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა, რომელიც უმრავლესობის მიერ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება მომავალი წლის არჩევნებამდე აქვს, ახალმა მთავრობამ მისი გავლენის შემცირება უკვე მოახერხა. (აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის იხ. სტატიები: New Georgian Government Rolls Up Sleeves ; Georgian President Cries Foul After Ally’s Arrest).

ამ ეტაპზე პოლიტპატიმართა სია სულ 206 ადამიანისაგან შედგება, მათ შორის: 184 პირს სამუშაო ჯგუფმა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური მიზეზებით დაპატიმრებულის სტატუსი, 22 კი – პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც არჩევნების შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სია სადაო გახადეს, რასაც პარლამენტში ცხარე კამათი მოჰყვა. შედეგად, პოლიტპატიმართა შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა 5 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროცესს მათი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

„უცნობია, ვის მიერ იყო ეს სია შედგენილი და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ პატიმრები“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დავით საყვარელიძემ პარლამენტის სხდომაზე, – „სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ ვენდობით ასეთ სიას. ამ სიას უფრო „შინაურულ (ქართული ოცნების) პატიმართა“ ნუსხას დავარქმევდით“.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში სააკაშვილის ადმინისტრაციის დადანაშაულება ოპონენტებმა 2007 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ დაიწყეს. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადებულ პირთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულ ერთეულს მიაღწია.

მუშაობის პროცესში სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის, თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ შედგენილი სიით. თუმცა, საზოგადოებაში სამუშაო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ორმა ორგანიზაციამ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, საქმის ზედაპირული განხილვის მიზეზით, სამუშაო ჯგუფი დატოვა.

„დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში ჯგუფის მიერ შეუძლებელი იყო სრულყოფილი, დასაბუთებული და ობიექტური დასკვნის მომზადება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სამუშაო ჯგუფი დატოვა“, – აღნიშნა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ფოფხაძემ.

15 ნოემბერს იმ მსჯავრდებულთა ნაწილმა, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, ციხიდან ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც  პატიმრები იმედს გამოთქვამდნენ, რომ მათი გათავისუფლება თვის ბოლომდე მოხდებოდა.

„ … ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში ჩვენი პატიმრობაში ყოფნა ლოგიკური და ბუნებრივიც კი იყო, დემოკრატიული ხელისუფლების არსებობის პირობებში კი ჩვენი საპატიმრო დაწესებულებებში დარჩენა, არა მხოლოდ ნონსენსია , არამედ სრულიად აუტანელი და გაუსაძლისია ჩვენთვის “, – ნათქვამია პატიმართა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება პატიმართა გათავისუფლება, ასევე არ არის განსაზღვრული, თუ რა სამართლებრივი მექანიზმით აპირებს პარლამენტი ამის გაკეთებას.

„უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი, რომელიც  სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, განმარტავს, რომ შესაძლებელია მიღებულ იქნას პოლიტიკური ამნისტია, რის შემდეგაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება მოხდება, ამ პირებს ასევე, მოეხსნებათ ნასამართლეობა.

„გათავისუფლებულ პირებს სავარაუდოდ მიეცემათ შესაძლებლობა სასამართლოს მიმართოს ინდივიდუალურად, თუნდაც რეაბილიტაციის ან კომპენსაციის მოთხოვნით.“ – აღნიშნა ნანუაშვილმა.

ნინო ჯომარჯიძე თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში

    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:

სომხეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
ნოემბერი 5, 2012


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.