კავკასიის რეგიონულ ჟურნალისტთა ქსელი აერთიანებს 30-მდე ჟურნალისტს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.
ქსელი შეიქმნა საერთოკავკასიური პროექტის ფარგლებში “ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში”, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ახორციელებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ამ კომპონენტის მიზანია რეგიონალურ ჟურნალისტთა ქსელის შექმნა, როგორც ბეჭდური ასევე რადიო მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკიდან; ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების გზით აამაღლოს ჟურნალისტების კვალიფიკაცია, დახვეწოს და გააუმჯობესოს მიუკორძოებელი და დაბალანსებული ანგარიშგების უნარები; წაახალისოს დებატები და დისკუსია საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტში ჟურნალისტებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც არიან ჩართული. ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტებს სწავლობენ დევნილთა კომპაქტური დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერებიც.
დევნილი ლიდერების მონაწილეობით – პროექტის კიდევ ერთი კომპონენტის, ”ერთი ხმა – კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების დასაკავშირებლად”ფარგლებში მზადდება რადიოგადაცემა “დევნლთა ამბები”.
ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები, დევნილები, კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები – ეს ის თემებია, რომლებსაც საიტზე წამყვანი ადგილი უჭირავს.
საიტის სომხურ და აზერბაიჯანულ ვერსიებზე განთავსდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მოქმედი ჟურნალისტების საკონტაქტო ინფორმაცია.
ეს არის რესურსი, რომელიც მომხმარებელს აწვდის არა მხოლოდ ახალ ამბებს რეგიონიდან აუდიო, ვიდეო თუ ტექსტური სახით, არამედ ხელს უწყობს კონფლიქტით გაუცხოებული საზოგადოებებიდან რეგიონალურ ჟურნალისტებს შორის არსებული სუსტი კავშირების გაძლიერებას და ამ გზით არსებული გაუგებრობების, სტერეოტიპული და მიკერძოებული შეხედულებების დაძლევას.