რეგისტრაცია

რეპორტიორთა რეგიონულ ქსელში  დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც პროფესიონალ ასევე, მოქალაქე ჟურნალისტებსა თუ ბლოგერებს, რომელთაც სურთ, რომ თავიანთი სტატია, პოსტი, მოკლე დოკუმენტური ფილმი, ვიდეო  ან ფოტო რეპორტაჟი ფართო აუდიტორიას გაუზიარონ.

ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ პროექტის კონცეფცია საგამოძიებო რეპორტაჟის, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ან ანალიტიკური სტატიის შესაქმნელად. სარედაქციო კოლეგია განიხილავს თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს  და გამოყოფს პროექტით გათვალისწინებულ საჭირო ტექნიკურ და მატერიალურ რესურსებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ეკონომიკა, არჩევნები, მმართველობა, ადამიანის უფლებები, კონფლიქტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდობა, უმცირესობები და ქალთა საკითხები.

სარეგისტრაციო პროცესის მიზანია წაახალისოს  რეგიონალური საკითხების გაშუქება, გამოავლინოს ადგილობრივი რესურსები და ხელი შეუწყოს ქსელის წევრთა პროფესიული უნარების განვითარებას მათი საქმიანობის პარალელურად.

წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საერთაშორისო დისტრიბუციის ქსელით რაც უზრუნველყოფს მედია პროდუქციის სამიზნე აუდიტორიამდე ეფექტურ მიტანას და მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, ჟურნალისტურ მისიებსა და მედია სახელოსნოს მიერ ორგანიზებულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტრენინგებში.