დევნილთა ამბები

RN TRN GORI

დევნილთა ამბების ჟურნალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და შიდა ქართლიდან ესწრებიან ერთობლივ ტრენინგს გორში. 2011 წლის იანვარი (ფოტო: IWPR საქართველო)

“დევნილთა ამბები” გადაცემათა ციკლია, რომელიც დევნილთა პრობლემებს აშუქებს და მომზადებულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდა რეპორტიორების მიერ. პროექტში ჩართული ჟურნალისტები ცხოვრობენ და მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად. გორისა და ზუგდიდის ბიუროებში დასაქმებული დევნილი რეპორტიორები დევნილთა ამბების თვეში ორ გამოშვებას ამზადებენ.

ტრენინგებისა და რეალურ დროში რეალურ რესპონდენტებთან მუშაობის შედეგად დევნილი ახალგაზრდები მედიასთან ურთიერთობისა და პროფესიონალი ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

შედეგად პროექტის მონაწილეები შეძლებენ შეასრულონ მედიატორის როლი მშვიდობის მშენებლობის საქმეში და აწარმოონ კონსტრუქციული დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე, როგორც ადგილობრივი თემების დონეზე, ასევე პოლიტიკოსებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

პროექტი 2012 წლის ივლისში დასრულდა.

გადაცემათა არქივი: