• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აფხაზეთი: ქალები მაღალი თანამდებობებისათვის არ იბრძვიან

0 კომენტარი
 2012 წლის 6 დეკემბერი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ლიდერი ქალების კარიერულ წინსვლას ტრადიციული შეხედულებები რთულ ბარიერს უქმნის. 

ანაიდ გოგორიან, ელენა ლოლუა, მარიანა კოტოვა – კავკასია

ფილმი მოგვითხრობს ქალის როლზე აფხაზეთში, სადაც ტრადიციული ღირებულებები ხშირად ზღუდავს მათ ამბიციებს და განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს.

მაგალითად, სოხუმის საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა ნულის ტოლია, ასევე, დაბალია მათი წარმომადგენლობა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოებში, მთავრობასა თუ პარლამენტში.

“ტრადიციული შეხედულების მიხედვით ქალს პარლამენტში არაფერი ესაქმება“, – განაცხადა დალილა პილიამ, მსოფლიო ძალადობის გარეშე ცენტრის ხელმძღვანელმა სოხუმში, – “…თითქოს მათ მხოლოდ შვილებსა და ოჯახზე ზრუნვა ევალებათ. მსგავსი მიდგომა ართულებს ქალების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ქალების წარმომადგენლობას პარლამენტსა თუ სხვა სამთავრობო დაწესებულებებში”.

საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ვინაიდან საბჭოთა მმართველობის დასასრულს, ქალებმა წარმატებული რეალიზაცია ჰპოვეს არასამთავრობო სექტორში, მათ მიმართ გაჩნდა მოლოდინი, რომ სწორედ ეს სფეროა მათი ნიშა და არა პოლიტიკა.

ჟურნალისტ ნადეჟდა ვენიდიკტოვას თქმით, წარმატებულ ქალბატონებსაც კი უჭირთ კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

“აქ ქალებს არ აქვთ პრეტენზია დაიკავონ ხელმძღვანელი პოზიციები. ისინი მზად არიან, გახდნენ მინისტრები ან პარლამენტის წევრები, მაგრამ არ მიისწრაფვიან უფრო მაღალი თანამდებობებისაკენ, რისთვისაც უზარმაზარი პირადი ამბიციაა საჭირო“, – განაცხადა მან, -„ბევრ ქალს დღემდე სჯერა, რომ არასწორია, როცა ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევიან“.

ფილმი მომზადდა პროექტის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ერთი ხმა ცვლილებისათვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტ „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოშის“ ერთ-ერთი ნაწილია.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფილმის ავტორთაგან ორი: ანაიდ გოგორიანი და ელენა ლოლუა, იმ აფხაზ, ოს და ქართველ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის იყვნენ, რომლებიც მიმდინარე წელს სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეიკრიბნენ. (იხ. IWPR Caucasus Builds Women’s Rights Reporting Network)

 

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016

სამართალი მოკლული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის?
ივნისი 18, 2016





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.