• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 10

0 კომენტარი
 2011 წლის 30 იანვარი   ავტორი: mirian

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია “თრიალეთი”, მაუწყებლობის არხი 104.8 FM.

ბოლო გადაცემა 30 იანვარი, 2011წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2619″]

დევნილთა ამბების მეცხრე გამოშვებას ჟურნალისტი
გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:

თბილისში კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს გორის რაიონში მცხოვრები დევნილების პროტესტი მოყვა.

როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე წლის ბოლომდე გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების, დევნილეთა და განსახლების სამინისტრო გადმოვა. რეგიონში ჩასახლებულ დევნილებში ამ ცნობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დევნილების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სამინისტროს გადმოტანა მათთვის არაფერს შეცვლის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სუბელიანის უწყების სიახლოვე მათთვის პრობლემების მოგვარების მეტ შანსს შექმნის. იძულებით გადაადგილებულ პირებს მოვუსმინოთ.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/04/masala-1-gadacema-10-gori3.mp3]

ხურვალეთის დასახლებაში, დევნილების დიდ ნაწილს შეშა გამოელია. ნაწილს კი რამენიმე დღის მარაგი დარჩა. ხელისუფლებამ, იმ დევნილთა დასახლებებში სადაც ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი, შეშა რამდენჯერმე შეიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მოისმინეთ ნათია მელაძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/04/masala-2-gadacema-10-gori3.mp3]

შეშის პრობლემა გორის საბავშვო ბაღებში მაცხოვრებელ დევნილებსაც აწუხებთ. წინა წლებისგან განსხვავებით ხელისუფლებას კომპაქტური ჩასახლების ადგილებში შეშა არ შეუტანია, მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს ფარავს. ელექტროგამამთბობლებით იძულებით გადაადგილებულ პირებს ოთახების გათბობა უჭირთ და ღუმელისთვის მუყაოს ყუთებს და პლასტმასის ბოთლებს აგროვებენ. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/04/masala-3-gadacema-10-gori3.mp3]

დღევანდელ გადაცემაში წეროვანის დევნილთა დასახლებიდან რეპორტაჟი პირველად გავა. იქ მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირები მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ, მათი თქმით ხელისუფლების მიერ ნაციონალური არხებით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ წეროვანთან ახლოს გახსნილ საწარმოებში მხოლოდ დევნილებს ასაქმებენ, სიცრუეა. წეროვნელები ჰუმანიტარულ დახმარებას და დასაქმებას მოითხოვენ. მათი პრობლემებით ნათია ჭოველიძე დაინტერესდა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/04/masala-4-gadacema-10-gori3.mp3]

საერთაშორისო ორგანიზაცია კარიტასის ფინანსური დახმარებით გორში კარალეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა, სადაც 100 დევნილი ბავში ივლის. რამდენიმე იძულებით გადაადგილებულმა პირმა აქვე სამსახურიც იშოვა. ახალ საბავშვო ბაღს ვატიკანის ელჩმა საქართველოში კლაუდიო გუჯეროტიმ იმედის სახლი უწოდა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/04/masala-5-gadacema-10-gori3.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 27 თებერვალს გავა, 19.00 საათზე.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი mirian





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.