• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 6

0 კომენტარი
 2010 წლის 31 ოქტომბერი   ავტორი: mirian

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 31 ნოემბერი, 2010წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2857″]

დევნილთა ამბების მეექვსე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

გორის მახლობლად ვერხვების დასახლებაში მაცხოვრებელი რამდენიმე ოჯახი ყოველდღე კოტეჯის დანგრევის მოლოდინშია. ეს დასახლება ერთი წლის წინ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მშენებლობის ხარისხის თვალსაზროსით მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა კოტეჯებისგან. მიუხედავად ამისა სამშენებლო ხარვეზებმა აქაც იჩინა თავი. სპეციალისტების აზრით კედლებს ბზარები მცოცავმა ქანებმა გაუჩინეს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-gori_013.mp3]

გორის საბავშვო ბაღებში დროებით განთავსებულ დევნილებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ცხოვრება. ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ იღებენ, გარდა ამისა ბაღიდან გასახლების საფრთხეც ემუქრებათ. თემაზე ნათია ღერკენაშვილი მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-gori_023.mp3]

დევნილების მთავარ პრობლემად ისევ უმუშევრობა რჩება. შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების ოფისი, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით მათ ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ვრცლად ამ თემაზე დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია ჭოველიძე გესაუბრებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-gori_033.mp3]

გადაცემის მომდევნო სიუჟეტი დევნილთა განათლების თემას ეხება. დევნილ ბავშვებს სახელმძღვანელოების პრობლემა აქვთ, დევნილი პედაგოგების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სამსახურის ძიებაშია. დასაქმებული მასწავლებლები კი საათების სიმცირეზე ჩივიან. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები დევნილ სტუდენტებსაც აქვთ. განათლების ექსპერტები იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი უფლებების დასაცავად გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. დეტალებით ნათია მელაძე.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-gori_043.mp3]

დევნილთა ამბებს ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა. გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. მომდევნო გადაცემა ეთერში 26 ნოემბერს გავა.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი mirian





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.