• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 18

0 კომენტარი
 2011 წლის 27 ნოემბერი   ავტორი: mirian

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3511″]

დევნილთა ამბების მეთვრამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

მეოთხე წელია ზარდიანთკარიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ. მათი სოფელი არც ქართველი სამართალდამცავების და არც რუსი მესაზღვრეების მიერ არ კონტროლდება. ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და დევნილებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარებებით ვერ სარგებლობენ. უსტატუსო დევნილებს ადვოკატირებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მათი სარჩელი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ სამინისტრომ ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მოისმინეთ ლელა თედეევის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-013.mp3]

დევნილთა ყველაზე დიდი დასახლება შესაძლოა საავადმყოფოს გარეშე დარჩეს. სოფელ წეროვანში ამჟამად ქურთის საავადმყოფო მუშაობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევს, მაგრამ ცოტა ხანში შესაძლოა ეს საავადმოფო გორის რაიონის სოფელ ტყვიავში გადაიტანონ. ამ ინფორნმაციას როგორც დევნილები ისე საავადმყოფოს მედპერსონალი ადასტურებს. დასახლებიდან 80 კილომეტრის მოშორებით სიარული განსაკუთრებით პატარა ბავშვების მშობლებს და მოხუცებს გაუჭირდებათ. წეროვნელი დევნილები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს გადატანას არ დაუშვებენ. გიამბობთ ნანა კახნიაშვილი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-023.mp3]

შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა დევნილთა ამბები, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში მზადდება.

გორის რაიონის სოფლების ნაწილი წელს შეშის გარეშე დარჩა. ხელისუფლებას შეშა იმ სოფლებში შეაქვს სადაც სარწყავი წყალი არ ყოფილა. ამ ფაქტს საწვავის გარეშე დარჩენილ სოფლებში აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ომმა ისინიც არანაკლებად დააზარალა. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-033.mp3]

გათბობის პრობლემა გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრებ დევნილებსაც აწუხებთ. ადგილობრივ ხელისუფლებას შეშა არც ერთ საბავშვო ბაღში არ მიუტანია. იძულებით გადაადგილებული პირები მუყაოს ნაჭრებს აგროვებენ, რადგან ელექრტოგამათბობლებით მოზრდილი ოთახების გათბობა შეუძლებელია. მოისმინეთ ლადო ბიჭაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-043.mp3]

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ამბულატორია გაიხსნა. აქამდე იძულებით გადაადგილებული პირები სამედიცინო დახმარებას ქალაქის კლინიკებში იღებდნენ, ახლა კი მათ ადგილზე მოემსახურებიან. გარდა ამისა მათთან ოჯახის ექიმიც ივლის. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-053.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი mirian


  • უკანასკნელი სტატიები

    • სუფთა წყლის პრობლემა საქართველოში
      სექტემბერი 4, 2019
    • სურსათის უვნებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
      სექტემბერი 3, 2019
    • როგორ ვებრძოლოთ პლუტოკრატიას
      აგვისტო 1, 2019
    • ქართული ენის სწავლება ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის
      ივნისი 11, 2019
  • ძებნა

  • ტვიტერი სამეზობლოს შესახებ ქართულად

    Tweets from https://twitter.com/ReportersNet/lists/list


  • This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
    ***
    ეს ვებგვერდი იყენებს ქუქი ჩანაწერებს. თუ განაგრძობთ ამ საიტის გამოყენებას, ამით თქვენ თანხმობას აცხადებთ მათ გამოყენებაზე.
    გაიგეთ უფრო მეტი ქუქი ჩანაწერების გამოყენების წესები
  • footer_b
  • footer_b
  • footer_b

Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2019

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.