• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

0 კომენტარი
 2014 წლის 18 აგვისტო   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


კონფლიქტურ სიტუაციებში ახალი ამბების დაბალანსებულად გადმოცემას ვნებათა დაცხრომის უნარი შესწევს. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სპეციალური პრიზის მიზანია, მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში.

პროექტის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტური სიტუაციის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევარი, ანუ ისეთი ნამუშევარი, რომელიც ჟურნალისტს შესაძლებლობას აძლევს, კონფლიქტური სიტუაცია კონსტრუქციულად გააშუქოს.

მშვიდობის დამკვიდრებისკენ მიმართული ჟურნალისტიკა ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ რა აერთიანებს ადამიანებს და არა იმაზე თუ რა აცალკევებს მათ. ასეთი ჟურნალისტიკა მოვლენებს ფართო კონტექსტში განიხილავს და არა იზოლირებულად.

კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მიიღონ იმ სიტუაციის სრული და ყოვლისმომცველი სურათი, რომელშიც ისინი იმყოფებიან. იმისათვის, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის გაიზარდოს ერთმანეთის მიმართ ნდობა, უნდა მოხდეს ყველანაირი თვალსაზრისის ასახვა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მოახერხებენ წინასწარ შექმნილი შეხედულებების დაძლევას და რაც შეიძლება მრავალფეროვანი სურათის წარმოჩენას.

მშვიდობის დამკვიდრებაზე  მზრუნველ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფრო ღრმა ცოდნა და აღქმა იმისა თუ რა იწვევს კონფლიქტს, როგორ ვითარდება ის და როგორ მთავრდება. მათი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ფართო საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა განიხილოს და დააფასოს კონფლიქტის მოგვარების არაძალადობრივი გზები.

ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელს გადაეცემა სტიპენდია, რომლის მეშვეობითაც გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს  ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამით  Strengthening Capacities, Bridging Divides — Reducing Tensions Across the South Caucasus გათვალისწინებულ ერთთვიან ტრენინგში, რომელიც გაიმართება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში.

მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი.

შეფასების კრიტერიუმები

წესები და პირობები

განაცხადის ფორმა (word ფორმატი)

ხშირად დასმული შეკითხვები

მშვიდობის გაშუქების ექვსი სავალდებულო წესი ჟურნალისტებისთვის

  

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – 2016 წლის გამარჯვებულები
თებერვალი 15, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.