• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ფოტოკონკურსი: ქალი და კონფლიქტი

0 კომენტარი
 2012 წლის 14 აგვისტო   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ქალი და კონფლიქტი“

ჟურნალისტები რეპორტაჟის მომზადების დროს

ჟურნალისტები რეპორტაჟის მომზადების დროს (ფოტო: IWPR საქართველო)

ფოტოკონკურსი იმართება ინიციატივის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ნაწილია.

ნამუშევრები მიიღება ორ ნომინაციაში:

  • საუკეთესო რეპორტაჟი/ფიჩერსი (10-15 სურათი);
  • საუკეთესო ისტორია – ერთი კადრი;

ნამუშევრები მიიღება 20 სექტემბრის ჩათვლით. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება და დასახელდება 24 სექტემბერს.

მოთხოვნები:

  • ფოტოები უნდა იყოს გადაღებული საქართველოში, 2012 წელს.
  • სურათის ზომა არანაკლებ 1600×1200.
  • დასაშვებია ფერების კორექცია და კროპი, გრაფიკული რედაქტორების მეშვეობით სურათების სხვა სახით დამუშავება არ არის სასურველი.

ფოტოებს უნდა ახლდეს ფაილი აღწერით, სადაც მითითებული იქნება მათი გადაღების ადგილი და დრო. ასევე ყველა ფოტოს უნდა ახლდეს ქეფშენი და მოკლე (არა უმეტეს 300 სიტყვისა) ისტორია, გადაღებული მოვლენის ან გარემოებების შესახებ, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე.

მაგალითისთის იხილეთ: Armenia: Male Exodus From Rural Communities

ნამუშევრების და თანმხლები ფაილის გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე info@iwpr.ge ან წარმოდგენა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე ძმები ზუბალაშვილების 7ბ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი კუპატაძეს: giorgi@iwpr.net; +995 32 2990 101.

ინიციატივა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული  და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო და ნდობის აღდგენის უნარების და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქართველ, აფხაზ და ოს ქალთა შორის სახალხო დიპლომატიის ინიციატივების ხელშეწყობის გზით. პროქტის მიზანია სპეციალისტი და ჟურნალისტი ქალების ჯგუფის ფორმირება, რომელიც მაღალი სტანდარტების დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს მოამზადებს ქალთა უფლებების, გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რამაც მაგალითი უნდა მისცეს უფრო ფართო ჟურნალისტურ საზოგადოებას საქართველოში და კონფლიქტურ ზონებში.

IWPR–ის შესახებ: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: www.iwpr.net

UN Women-ის შესახე: UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: www.unwomen.org

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


მრავალი ენა ერთი მსოფლიო – კონკურსი და ესეი
მარტი 1, 2016

სომხეთის პრეზიდენტი თურქეთთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე სერიოზულად ფიქრობს?
ნოემბერი 6, 2014
გაეროს განვითარების პროგრამა დევნილთა დახმარებას აგრძელებს
მაისი 11, 2012





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.