• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

გაეროს განვითარების პროგრამა დევნილთა დახმარებას აგრძელებს

0 კომენტარი
 2012 წლის 11 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი

ავტორი: ქეთი ხუბულავა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დევნილთა დახმარებას აგრძელებს. მალთაყვის რაიონში ჩასახლებული დევნილი ბავშვები უახლესი ინვენტარით აღჭურვილ, გარემონტებულ საბავშვო ბაღში ივლიან.  ბაღის აღსაზრდელებისთვის კარგი პირობების შექმნაზე გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ნორვეგიის მთავრობამ და ფოთის მუნიციპალიტეტმა იზრუნეს.

გაეროს განვითარების პროგრამა სამეგრელოში ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროექტს ახორციელებს, განასაკუთრებულ ყურადებას კი-  ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ იჩენს, სადაც 2011 წლის დეკემბერში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ჩაასახლეს. დევნილების ჩასახლებას შედეგად სხვადასხვა საჭიროებების მატება მოჰყვა, გაიზარდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირიბების გაუმჯობესების მოთხოვნა ასევე, თვითმართველობასთან მეტი კომუნიკაციის სურვილი.

 

დევნილთა ჩასახლების მშენებლობა მალთაყვის უბანში, 2011 წლის ნოემბერი

დევნილთა ჩასახლების მშენებლობა მალთაყვის უბანში, 2011 წლის ნოემბერი

მალთაყვის უბანში, გურიის ქუჩაზე მდებარე N12-ე სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია სწორედ, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.N13-ე ბაღი ახლოს არის დევნილების ჩასახლებასთან და  180 ბავშვზეა გათვლილი. აღსაზრდელებს შორის უმეტესობა დევნილია.

საბავშვო ლიტერატურით, საუკეთესო ინვენტარითა და ჰელიოსისტემით აღჭურვილი ბაღი – წყლის გასათბობად მზის ენერგიას გამოიყენებს.

განახლებული ბაღის საზემო გახსნა 2012 წლის 11 აპრილს შედგა.  გახსნას გაეროს განვითარების პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმ მაკგოლდინგი, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი – გურამ მისაბიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯეიმი მაკგოლდინგმა  ბაღის რეაბილიტაცა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეაფასა.

მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4097″]

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


მრავალი ენა ერთი მსოფლიო – კონკურსი და ესეი
მარტი 1, 2016

სომხეთის პრეზიდენტი თურქეთთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე სერიოზულად ფიქრობს?
ნოემბერი 6, 2014

ფოტოკონკურსი: ქალი და კონფლიქტი
აგვისტო 14, 2012





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.