• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

იაპონიის მიწისძვრამ სომხეთი ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეაშფოთა

0 კომენტარი
 2011 წლის 10 მაისი   ავტორი: mirian

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მეწამორის ენერგოსადგური სომხეთში (ფოტო: მედიამაქსი)

იაპონიის ატომურმა კატასტროფამ მოძველებული ”მეწამორის” ატომური ელექტროსადგურის ეკოლოგიური უსაფრთხოების თაობაზე მღელვარება გამოიწვია. ქვეყანა მასშტაბური მიწისძვრისგან 1998 წელს დაზარალდა.

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სომხეთის მთავრობა არ აქვეყნებს ინფორმაციას სადგურის მდგომარეობისა და საგანგებო სიატუაციის დროს სამოქმედო გეგმის შესახებ.

”იაპონია ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა სეისმური და ბირთვული კატასტროფისგან დაცვის თვალსაზრისით. მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა”, – ამბობს ინგა ზარაფიანი, ეკოლოგიური საზოგადოებრივ-საინფორმაციო ორგანიზაციის ”ეკოლურის” ხელმძღვანელი.

მარტში ცუნამიმ, რომელიც მიწისძვრით იყო გამოწვეული, ”ფუკუსიმა 1”-ის რამდენიმე რეაქტორის გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, რამაც გადახურება, აფეთქებები და რადიაციის გაჟონვა გამოიწვია.

”მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომლის პირველი რეაქტორი 1976 წელს ჩაუშვეს, სომხეთში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაიხურა, მიწისძვრა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან ორი წლის შემდეგ მოხდა.

მაგრამ სომხეთის ეკონიმიკამ, რომელიც მიწისძვრამ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და საბჭოთა კავშირის დაშლამ დაასუსტა, ასევე ელექტროენერგიის დეფიციტმა ხელისუფლება აიძულა, 1995 წელს კვლავ აემოქმედებინა ”მეწამორის” ატომური ელექტროსადგური, რომელიც ამჟმად ქვეყანას საჭირო ელექტრენერგიის 40%-ით უზრუნველყოფს.

სადგური უნდა დაიხუროს და უფრო თანამედროვე ელექტროსადგურით შეიცვალოს, მაგრამ ზარაფიანი აცხადებს, რომ ახალი ობიექტის ჩაბარების ვადები გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეწამორისატომური ელექტროსადგურის ვადა იწურება, ან პრაქტიკულად ამოწურულია.

ზარაფიანი საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოებას მხოლოდ საკმაოდ მწირ ტექნიკურ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი ჰერმენტული-წყლის რეაქტორების შესახებ, რომელსაც მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე იყენებენ. ასევე რეაქტორების მოდერნიზაციის სამუშაოებზე, რაც კი ჩატარებულა მისი მშენებლობის შემდეგ.

”ჩვენ გვითხრეს, რომ მოდერნიზაციის სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ არაფერი ვიცით ჩატარებული სამუშაოების დეტალებზე, მაგალითად ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენეს”, – განაცხადა მან. “ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და რომ ცვლილებები მოხდა, მაგრამ მარტო სიტყვები ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს”.

ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ვაგრამ პეტროსიანი აცხადებს, რომ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

”სომხეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება სტანდარტებს შეესაბამებოდეს”, – განაცხადა მან. “გარდა ამისა, არსებობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) მოთხოვნები უსაფრთხოებისა და მოდერნიზაციის შესახებ. სომხეთი მაგატეს ყველა მოთხოვნას ასრულებს”.

პეტროსიანმა განაცხადა, რომ სავარაუდო მიწისძვრის შედეგად ზარალის რისკი მინიმალურია.

«მეწამორის” ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი საგულდაგულოდ შეირჩა, იქ ბაზალტის სქელი ფენაა, რომელიც ნებისმიერი მიწისძვრის სიძლიერეს 1.5 ბალით ამცირებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ამ ნაწილში 8, ან მეტ ბალიანი მიწისძვრის ალბათობა უმნიშვნელოა”, – ამბობს ის და ეყრდნობა MSK-ს 12 ბალიან სისტემას, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში მიწისძვრის ინტენსიურობის გასაზომად იყენებდნენ . ამ შკალის მიხედვით, შენობების მასშტაბური ნგრევა 8 და მეტ ბალიანი მიწისძვრის დროს ხდება.

«სისტემა დაუყოვნებლივ განსაზღვრავს მიწისძვრას, რომელიც, შესაძლოა, სადგურის უსაფრთხოებას დაემუქროს და რეაქტორებს გამორთვის ბრძანებას უგზავნის, – დასძინა პეტროსიანმა.

“მთელი სისტემა აღჭურვილია თანამედროვე იაპონური ჰიდროამორტიზატორებით, რომლებიც ბიძგების ძალას ასუსტებენ და ატომურ სადგურზე მათ ძლიერ ზემოქმედებას აფერხებენ.

ზარაფიანი ასევე შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, მიწისძვრამ გავლენა მოახდინოს ბირთვულ ნარჩენებზე , რომლებიც მიწისქვეშ ინახება.

«ჩვენ არ შეგვიძლია ბირთვული ნარჩენების ქვეყნიდან გატანა, ვინაიდან მსოფლიოსთან სარკინიგზო მიმოსვლა არ გვაქვს. ბირთვული ნარჩენები აქ გროვდება. ბუნებრივია, ნარჩენები სპეციალურ საცავში ინახება, მიწის ქვეშ. არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას, რა მოუვათ ამ საცავებს მიწისძვრის დროს და მოხდება თუ არა რადიციის გაჟონვა, რომელიც სხვა რეგიონებში გავრცელდება მიწისქვეშა წყლების საშუალებით”, – განაცხდა მან.

სხვა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სტიქიურ უბედურებაზე რეაგირების არსებული ღონისძიებები არაადექვატური იქნება, თუკი რაიმე გამოვა მწყობრიდან.

«სომხურ სკოლებში ბავშვებს არ ასწავლიან, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში. არ არსებობს ადამიანების ინფორმირების სისტემა ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების დროს”, – განაცხადა რიჩარდ კირაკოსიანმა, ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა.

საგანგებო ვითარების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სტიქიური უბედურებების დროს მოქმედების გეგმა არსებობს და ის რეგულარულად ახლდება.

სომხეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ოგანეს ემიშიანი აცხადებს: ასეთ შემთხვევაში არსებობს სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესები და აუცილებელი ზომები, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა მიიღონ. საგანგებო ვითარებათა სამინისტრო მოახდენს მთელი საუშაოს კოორდინაციას, მათ შორის სამოქალაქო თავდაცვას, ევაკუაციას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ასე შემდეგ.

არმენ პოგოსიანი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | iwpr.net
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და აუცილებელი არ არის IWPR-ის ან გამოცემის შეხედულებებს ასახავდეს.

http://iwpr.net/report-news/japan-quake-prompts-armenian-nuclear-worries

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი mirian





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.