სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ომებით დაზარალებული მოსახლეობა ეკონომიკური წინსვლის მოლოდინშია

0 კომენტარი
 2016 წლის 23 თებერვალი   ავტორი: თამარ შონია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საოკუპაციო ხაზთან მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. საჯარო და ბიზნესის სერვისებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ისარგებლებს.

რუხის სერვის ცენტრი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუხის სერვისცენტრის პრეზენტაციის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინსიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. (ფოტო: გიორგი ჯაბუა/Reporter.Ge)

დასაქმების შესაძლებლობა, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობა – რუხი მოლი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას.

Map

რუკა Google Maps

მოლი, რომელიც სავაჭრო ობიექტებსა და საჯარო სერვისების სახელმწიფო სააგენტობს აერთიანებს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდა. რუხი უშუალოდ საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან, ენგურის ხიდთან ახლოს მდებარეობს. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, ყველაზე მეტად 1992 და 2008 წლების ომების დროს დაზარალდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ომების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ყველაზე დიდი მასპინძელია საქართველოში.

სავაჭრო ცენტრის გახსნას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც მოუთმენლად ელოდა.

,,მე და ჩემი გოგო ენგურის ხიდით გადმოვედით. რუსული პასპორტები გვაქვს და თავისუფლად ვმოძრაობთ. მოლის მშენებლობას ყოველ გავლა-გამოვლაზე ვათვალიერებდით. სავაჭრო ცენტრის გახსნას მოუთმენლად ველოდით. დიდი ოჯახი მაქვს და საჭიროებებიც შესაბამისი. რადგან ყველაფერი აქვე იქნება, აღარ მომიწევს ზუგდიდს, თბილისსა და ფსოუს შორის წანწალი“- ამბობს, ციალა კ. სოფელ თაგილონიდან (გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელი).

დედა-შვილმა საყიდლების გარდა, სურათების გადაღებითაც იჯერა გული, პროდუქტებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულები დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფელს.

სხვადასხვა ბრენდული მაღაზიები რუხის სავაჭრო მოლში

რუხი მოლში განთავსებული სავაჭრო ობიექტების პირველი მომხმარებლები. (ფოტო: გიორგი ჯაბუა/Reporter.Ge)

საზეიმო ცერემონიაზე ხალხმრავლობა იყო. სავაჭრო ცენტრი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად სავაჭრო ცენტრის დასათვალიერებლად რუხში გალელებიც ჩავიდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთთან აშენდა ასეთი დატვირთვის სავაჭრო ობიექტი. იქ, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის შესაძლებელი იქნება საუკეთესო მომსახურებით ერთად სარგებლობა. მთავარი ის არის, რომ მათ ექნებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალება. თანაც ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება’’, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საცალო და საბითუმო მაღაზიები, ღია ბაზარი, ჰიპერმარკეტი, ფოსტა, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტო, ასევე საბანკო, სატელეფონო და ავტომომსახურება, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი ცენტრი – ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აერთიანებს.

„რუხის საზოგადოებრივი ცენტრი არის ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან, სადაც მოსახლეობა ადგილზე მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, იქნება ეს პასტორტი, მიწის რეგისტრაცია, ასევე პენსიის აღება და სხვა სახის მომსახურება. სკოლის მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ ახალგაზრდულ ცენტრში ისარგებლონ უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკუანმა.

რუხი მოლი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი კომპანიების უმრავლესობა პროდუქციის მობილიზებასა და სავაჭრო ფართის ინტერიერის მოწყობით სამუშაოებს ახორციელებს.

„სოფელი რუხი ადრე, რეგიონული სავაჭრო კვანძი იყო სამეგრელოს, იმერეთსა და აფხაზეთს შორის.სავაჭრო ცენტრმა სოფელს ისტორიული ფუნქცია დაუბრუნა’’, – ყვება პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი დათო კოდუა.

,, ტერიტორიის საერთო განაშენიანების ფართი ხუთ ჰექტარს მოიცავს. 10 ათას კვადრატულ მეტრზე უკვე აშენებულია 10 შენობა. ბუნებრივია არსებობს გაფართოების პოტენციალიც. მოლი სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო სავაჭროს, გათვალისწინებულია ღია სავაჭრო სივრცეებიც. მოლში დღეისათვის 60-მდე ბრენდია წარმოდგენილი“, – დასძინა მან.

საზოგადოებრივი ცენტრი რუხში

საზოგადოებრივი ცენტრი, ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებას აძლევს. (ფოტო: გიორგი ჯაბუა/Reporter.Ge)

პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სს საპარტნიორო ფონდმა განხორციელდა. მშენებლობაზე უმეტესად ადგილობრივი მცხოვრებლები მუშაობდნენ.

„მეხუთე თვეა აქ ვმუშაობ, ადრეც მქონდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ის მიხარია, რომ შორს არ მექნა წასასვლელი და ჩემ სოფელში ვაკეთებ ამხელა საქმეს. აქვე დასაქმდებიან ჩემი ცოლიც და რძალიც, უკვე გასაუბრება გაიარეს“, – ყვება ერთ-ერთი მშენებელი ირაკლი ხვიჩია.

„ბევრი უბედურება გადაიტანა, უშუალოდ ამ სოფელმა, ამ ხალხმა. გვინდა, რომ საქართველოში ადამიანები არ ცხოვრობდნენ დიფერენცირებული ხარისხით. რესურსები ერთნაირად უნდა იყოს ხელმისაწვდომი თბილისში იქნება ეს, ბათუმში, ქუთაისსა თუ სოფელ რუხში“, – აღნიშნა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

რუხის შოპინგ მოლი

გახსნამდე ერთი დღით ადრე. მოლში სამოცამდე საერთაშორისო ბრენდის მაღაზია იქნება წარმოდგენილი. (ფოტო: გიორგი ჯაბუა/Reporter.Ge)

სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრის გახსნის შემდეგ რუხი მოლში დაახლეობით 1000-მდე ადამიანი იმუშავებს.

თამარ შონია

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამარ შონია
თამარ შონია თავისუფალი ჟურნალისტია ზუგდიდში. ამჟამად რადიო კომპანია ოდიშის (მაუწყებლობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში) საინფორმაციო სამსახურის რედაქტორია. იგი აქტიურად იყო ჩართული IWPR-ის კავკასიის პროგრამის სხვადასხვა პროექტში. მუშაობს სოციალურ, ეკონომიკურ და კონფლიქტთან დაკავშირებულ თემებზე.


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT