• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

"ომის სხვა სახე"

0 კომენტარი
 2012 წლის 7 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4091″]

„ომის სხვა სახე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდა.

ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. წიგნი ქართულად, რუსულად და ინგლისურად ცალ-ცალკე დაიბეჭდა.თითოეული ვარიანტის ტირაჟი 300 ცალია.

წიგნის პირველი პრეზენტაცია ერევანში გაიმართა, საიდანაც რუსული ვარიანტი ოსმა ჟურნალისტებმა ცხინვალში წაიღეს. „ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, წიგნში საბოლოოდ 40 ისტორია მოხვდა. მოთხრობების გმირების ვინაობა რიგ შემთხვევაში, მათი უსაფრთხოების მიზნით, შეცვლილია, მაგრამ ყველა ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული. მისი განცხადებით, ოსურ მხარესთან დეტალების შეთანხმება წინასწარ ხდებოდა, ამიტომ უკვე გამოცემული წიგნი მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო

წიგნის პრეზენტაცია გორში

გორში გამართული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო.  დისკუსიაში მონაწილეობას დევნილთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ. ჟურნალისტ გელა კაპანაძის განცხადებით, ადამიანურ სიკეთეს და სიყვარულს სიძულვილის დაძლევა შეუძლია.

ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე ჟურნალისტი ეკა ლომიძე მუშაობდა. იგი საკუთარ თავს იმედის მარცვლების მაძიებელს უწოდებს და ყველას ურჩევს, რომ ეს წიგნი წაიკითხოს.

ოსურ მხარეს სიკეთის ისტორიებს მარია პლიევა აგროვებდა, მისი აზრით მიუხედავად იმისა რომ წიგნი პოზიტიურია და თანადგომის მაგალითებს გვიჩვენებს, ანალიზი ცხადყოფს, რომ ის რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა აღარ უნდა განმეორდეს და სიძულვილის საბოლოოდ დამარცხება კი სიკეთით უნდა მოხდეს.

გაზეთ 21–ე საუკუნის რედაქტორი თემურ ცხურბათი ამ პროექტზე მუშაობას მომავლის იმედით დასთანხმდა, მისი აზრით საზოგადოებაში მტრის ხატის სტერეოტიპი ღრმადაა გამჯდარი და ამ სტერეოტიპების დამსხვრევა სურდა.

„ჩვენს საზოგადოებაში, ოსურშიც და ქართულშიც, ქართულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ოსურ საზოგადოებაში აშენებულია სტერეოტიპი ქართველის მტრის ხატისა, რომელსაც ყველანაირ იარლიყს კიდებენ რომ ის ცუდია. მეც ვფიქრობ რომ ქართული პოლიტიკა ბევრ რამეში ოსების წინაშე დამნაშავეა, მაგრამ კონკრეტული ქართველები ამაზე არ არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ საჭიროა ამ ნეგატივის საპირისპიროდ, დავამსხვრიოთ ეს ქართველი მტრის სტერეოტიპი და ვაჩვენოთ, რომ ომშიც კი იყვნენ ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, ეს ადამიანები კი პატივისცემას იმსახურებენ“,– აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.

ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“

აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ადმინისტრირებას კი გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

მშვიდობიანი მოსახლეობა ფრონტის ხაზზე
აპრილი 8, 2016

სომხეთი და აზერბაიჯანი „შემთხვევითი ომის“ ზღვარზე
თებერვალი 16, 2015





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.