• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

0 კომენტარი
 2012 წლის 6 მარტი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


24 თებერვალს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ორგანიზებით  ზუგდიდში გაიმართა ტრეინინგი თემებზე: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, მშვიდობის მშენებლობა, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა.

ტრეინინგის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ადამინის უფლებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს  რეზოლუცია 1325–ის ფარგლებში ქალთა  სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის შესახებ.

ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ  IWPR სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობისა და განვითარების პროექტში ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა დევნილი ლიდერები და ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

ტრეინინგს უძღვებოდა ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ლიდერი – მანანა მებუკე. მისი თქმით, მსგავს საკითხებზე ჟურნალისტებისათვის ტრეინინგის ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც მიღებული ცოდნა მათ პრაქტიკული საქმიანობების უკეთ განხორციელებში შეუწყობს ხელს.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესეო იყო მონაწილეთა ხედვის დაფიქსირება რეზოლუცია 1325–თან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, სადაც გარკვევით წერია, რომ ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მშვიდობის მოგვარების პროცესში“, – განაცხადა მანანა მებუკემ.

„რეზოლუცია 1325–ის შესახებ პირველად სწორედ ამ ტრეინინგზე შევიტყვე და ამ თემამ ძალიან დამაინტერესა. აუცილებლად შევეცდები მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო“, – განაცხადა ტრეინინგის ერთ–ერთმა მონაწილემ, ნინო მარღანიამ.

ტრეინინგზე თეორიულ ცოდნასთან ერთად ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, კონკრეტული პრაქტიკული დავალებებიც შეესრულებინათ.

„ტრეინინგზე საუბარი იყო როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საკითხებზე. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქალებმა თავად მოახერხონ საკუთარი უფლებების დაცა“, – განაცხადა ტრეინინგის კიდევ ერთმა მონაწილემ, მარიამ შარანგიამ.

ტრეინინგი გაიმართა პროექტის – Building Bridges/Building Capacity in the South Caucasus ფარგლებში,  რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები კადრს მიღმა რჩება
სექტემბერი 18, 2016

მედიაციის გენდერული ასპექტები: ქალთა როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობაში
ივლისი 31, 2013





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.