• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ქართულ–აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი

0 კომენტარი
 2012 წლის 10 მაისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი

ავტორი: თეა შონია

“ქართულ–აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის” საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ზუგდიდში  ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სამშვიდობო პროცესებისადმი მიმართული ინიციატივები გააცნეს.

მარცხნოდან: გურამ ჩიხლაძდე, იაგო ფასაძე  დიანა ქოჩუა - პროექტის მონაწილეები.

მარცხნიდან: გურამ ჩიხლაძდე, იაგო ფასაძე და დიანა ქოჩუა - პროექტის მონაწილეები

“ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის თქმით: ” სავარაუდოდ, აპრილისში  ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შოტლანდიაში  გაემგზავრებიან და ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ სიტუაცას. კერძოდ, გაიგებენ თუ როგორ მუშაობენ  პოლიტიკური პარტიები კონფლიქტების მოგვარებისა თუ  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის”.

“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაართულ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენელი ლინდერ ლექსმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მისია ცდილობს ხელი შეუწყოს აფხაზებსა და ქართვლებს შორის ნდობის ამაღებას.

ანა ქოჩუა ხშირად მონაწილეობს ქართულ აფხაზურ შეხვედრბში.  “პირადად ჩემთვის  მთავარია, რომ თითოეული ეს შეხვედრა ნდობის აღდგენისკენაა მიმართული, რაც მართლა ამართლებს”,- განაცხადა ქოჩუამ.

აფხაზეთიდან დევნილი გოგონა ამბობს, რომ  აფხაზ თანატოლებთან ურთერთობა აუცილებელია. მისი თქმით: “რაც ჩვენს შორის ხდება, შესაძლებელია მოგვარდეს იმით, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთთან ვიპოვოთ საერთო ენა. საუბარი ჩვენ არ დავიწყოთ იმით, თუ რა მოხდა წარსულში არამედ, იმით თუ რა საერთო ინტერესები გვაქვს მომავალში.  მას შემდეგ რაც ერთმანეთთან საერთო ენასა და ინტერესებს გამოვნახავთ,  შეიძლება ტერიტორიების დაბრუნებაზეც ვიფიქროთ. თავიდან ჩვენს შორის  აზრთა სხვადასხვაობა იყო და ერთმანეთს ვერ ვეგუებოდით, დროთა განმავლობაში კი – ჩვენს შორის საერთო ინტერესები გაჩნდა: ეს იყო განათლება, სპორტი და ა.შ. სადაც ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა, და ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ”.

მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4096″]

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017

აფხაზი მუსლიმები იდენტობის გზაჯვარედინზე
იანვარი 17, 2017





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.