• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პარალელები საქართველოსთან

0 კომენტარი
 2014 წლის 20 ივნისი   ავტორი: ჰიზერ იანდთი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


http://reporter.ge/wp-content/uploads/2015/01/crimeaandgeorgia-georgian-iwpr1.mp3

ბევრს უკრაინის კრიზისი საქართველოში 2008 წელს განვითარებულ ამბებს აგონებს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა საჩქაროდ მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

„რაც ყირიმში მოხდა ქართველებისთვის გასაკვირი არ არის, რადგან მსგვასი რამ  ჩვენ 2008 წელს უკვე გამოვცადეთ“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. „ეს არის რუსეთის იმავე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი – გაფართოვდეს და დაანახოს დასავლეთს, რომ ისიც ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც დასავლეთი“.

კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი სიტუაციის მსგვასებას არ ეთანხმება.

„2008 წელს რაც მოხდა ის განსხვავებაა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ  ოსეთის კონფლიქტები ადგილობრივი დაპირისპირების სახით 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ისინი დე-ფაქტო რესპუბლიკები იყვნენ და მათ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა,“ – „ყირიმში რასაც ვხედავთ არის ის, რომ აქ უკრაინელების მხრიდან არ წამოსულა არანაირი დაპირისპირება, კონფლიქტი ან პროვოკაცია.“

თუმცა, რონდელის თქმით, ანალოგიები ზუსტია და საქართველო სწორად გრძნობს რუსეთიდან წამოსულ საფრთხეს.

„ყველაზე დიდი ტრაგედია, ყველაზე დიდი პრობლემა ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის არის დიდი ძალის მქონე ქვეყნის მეზობლობა, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ძლიერი ქვეყანა ამ პატარა ქვეყნის ყოფილი ბატონია“, – ამბობს ის. „ვფიქრობ,რუსეთის მეზობლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა დიდი ტრაგედია, რადგან ის ყველაზე არაცივილიზებული პოლიტიკური მოთამაშეა მსოფლიოში. ის პოლარული დათვია, რომელსაც სჯერა, რომ რასაც ის აკეთებს… მართალია“.

საქართველოს რეფორმათა ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთი „სულ უფრო და უფრო აგერესიული“ ხდება და ის მზადაა დაუპირისპირდეს დასავლეთს, დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი და მოახდინოს უცხო ტერიტორიის ანექსირება.

მისითქმით,  უკრაინაში განვითარებული მოვლენები მთლიანად ცვლის „თამაშის წესებს“ რეგიონში. უსაფრთხოების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორები, განსაკუთრებით სომხეთთან ურთიერთობაში, რომელიც რუსეთის მოკავშირეა.

„რუსეთის საქციელი შეუძლებელს ხდის სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ქვეყნებს მოუწევთ ან საბჭოთა კავშირის მხარეს აღმოჩენა ან თავისუფალი სამყაროს მხარეს ყოფნა ამ რეგიონში“, – აცხადებს ხოშტარია.

„ეს [რუსეთის მოქმედებები] არის პრაქტიკულად გამოწვევა მთლიანად დასავლეთისთვის და დასავლეთის ფასეულობებისთვის, პრინციპებისთვის და მთლიანად დასავლეთის უსაფრთხოების სისტემისთვის. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ტერიტორიას დავკარგავთ, საუბარია იმაზე, საერთოდ ევროპა შეძლებს თუ არა იცხოვროს იმ უსაფრთხოებაში და წესრიგში რაც დამყარდა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ“, – დასძენს ის. „და  ერთად ერთი ხსნა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების არის დასავლურ ოჯახში ინტეგრაცია – ნატოსა და ევროკავშირის  წევრობა და საბჭოთა კავშირისა და რუსეთის გავლენიდან გათავისუფლება“.

რადიო გადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისის მიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰიზერ იანდთი. 

რადიო გადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ჰიზერ იანდთი
ჰიზერ იანდთი ჟურნალისტია კანადიდან. ის თბილისში ცხოვრობს და IWPR-ის ტრენერი და მულტიმედია პროექტების პროდიუსერია.


მსგავსი სტატიები:


როგორ (და რატომ) გაიმარჯვა რუსეთმა
აგვისტო 26, 2020

2008 წლის აგვისტოს ექო
აგვისტო 25, 2016

ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში
თებერვალი 17, 2016





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.