• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ზუგდიდში მცხოვრები 15-მდე ოჯახი გარემონტებულ საცხოვრებელ ფართში გადავა

0 კომენტარი
 2012 წლის 5 ივნისი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ახლადაშენებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართით ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თხუთმეტამდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის ვალერი ბაბუნაშვილის განცხადებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილებისთვის მშენებლობაზე ნებართვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა. სამშენებლო სამუშაოებს  შპს „გალანტი“ ასრულებს. კომპანიის ინჟინრის თორნიკე ახალაიას ინფორმაციით, პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და განათლების სააგენტოს, ასევე საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

20 წლის ნინო თოდუა, რომელსაც მშობლები რამოდენიმე წლის წინ დაეღუპა სამ მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად ახალ ბინაში შესასახლებლად უკვე ემზადება.

“ვართ 4 და-ძმა. მივეკუთვნებით უმწეო კატეგორიას. ძალიან მინდა ახალ ბინაში გადასვლა, რადგანაც ვნახეთ და ძალიან კომფორტულია”,- აცხადებს ნინო თოდუა.

ზუგდიდში უმწეო კატეგორიის დევნილთა ორასამდე ოჯახი ცხოვრობს, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის წარმომადგენლობაში იუწყებიან, 2012 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ყველა უმწეო კატეგორიის დევნილი დაკმაყოფილდება.

 ავტორი: ნინო მარღანია

მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4545″]

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
აპრილი 9, 2017

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

შორი გზა სამხრეთ ოსეთამდე
მაისი 24, 2016





Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2020

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.