სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

რეგიონული მედია სასოფლო-სამეურნეო კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის

0 კომენტარი
 2016 წლის 20 ოქტომბერი   ავტორი: მაია მამულაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აგროჟურნალისტიკა რეგიონული მედიის მთავარი მიმართულება ხდება. რეგიონული მედიის ასოციაციამ აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.

მაია მამულაშვილი

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის - აგროჟურნალისტიკა

აგროჟურნალისტიკა – სახელმძღვანელოს პრეზენტაცია კარალეთში 2016 წლის 17 ოქტომბერს (ფოტო: საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის კეთილი ნებით)

„კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აგროჟურნალისტიკის გზამკვლევი წარუდგინა. სახელმძღვანელო რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებისათვის მომზადდა და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს დარგის უკეთ გაშუქებისთვის.

„სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა იმისთვის რომ ეფექტური დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს, თავი მოუყაროს ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად,“ – აღნიშნავს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი.

სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს:  აგროჟურნალისტიკა,  აგრონიმიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის,  აგროკალენდარი,  ვეტერინარია,  სურსათის უვნებლობა და DCFTA, მედია ტექნოლოგია აგრობიო მრავალფეროვნების საჩვენებლად,  მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება,  მეცხოველეობის გაშუქება და სხვა. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია  ხელმისაწვდომი იქნება ასოციაციის ვერდზე www.grma.ge.

პროექტის ფარგლებში  საქართველოს უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის დანერგვა მიმდინარეობს. ექვსი სასწავლებლის კურიკულუმში აგროჟურნალისტიკის, როგორც საგანის ინტეგრირება უკვე მოხდა, ხოლო პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის შემუშავდა სპეციალური გზამკვლევი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორაგნიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორების ინიციატივებს ისეთი საკითხების გარშემო, რომლებიც სოფლის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ დავუჭირეთ მხარი აგროჟურნალსტიკის გზამკვლევის გამოცემას. იმედია  რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის  ეს გზამკვლევი კარგი დამხმარე აღმოჩნდება. ვფიქრობთ, რომ ის  ხელს შეუწყობს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აგრო მიმართულებით უკეთესი  მედია პროდუქტის შექმნას,“ – ამბობს ნონა სამხარაძე, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის - აგროჟურნალისტიკა

აგროჟურნალისტიკა – სახელმძღვანელოს პრეზენტაცია კარალეთში 2016 წლის 17 ოქტომბერს (ფოტო: საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის კეთილი ნებით)

აგროსფერო განვითარებაში რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარტნიორმა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გენერალურმა დირექტორმა რობერტ რევიამ. სწორედ ეს ორგანიზაცია გაუწევს   მხარდაჭერას  „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტებს აგრო ექსპერტების მოძიებაში და მიაწვდის ინფორმაციას მათ სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული ინოვაციების შესახებ.

„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სოფლის მეურნეობის წარმოებაზე. ჩვენ აგრო წარმოებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება. აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოც ამ მხრივ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ვითანამშრომლებთ „რეგიონული მედიის ასოციაციასთან,“- განაცხადა რევიამ.


აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის GRMA, საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა GARB და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან JRC პარტნიორობით.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი მაია მამულაშვილი
მაია მამულაშვილი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT