სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აფხაზი მუსლიმები იდენტობის გზაჯვარედინზე

0 კომენტარი
 2017 წლის 17 იანვარი   ავტორი: დომინიკ ცაგარა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აფხაზეთში ომის შემდეგ ისლამმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ადგილობრივ მუსლიმებს ადგილის დამკვიდრება რთულ საშინაო და საგარეო გარემოში უწევთ.

დომინიკ ცაგარა

მეჩეთი სოხუმში

მეჩეთი სოხუმში 2007 წლის აგვისტო (წყარო: Wikimedia Commons. CC ლიცენზია 2.5 ჯენერიკ)

ნარ თანია სოხუმის ცენტრალური მეჩეთის მუეძინია. ის წუხს, რომ სირიელი რეპატრიანტები მეჩეთში სალოცავად არ დადიან.

„სირიიდან დაახლოებით 130 ოჯახი ჩამოვიდა. არ ვიცი სახლში ლოცულობენ თუ არა, მაგრამ პარასკევის გარდა, მეჩეთში პრაქტიკულად არავინ დადის. მხოლოდ ორი კაცი დადის რეგულარულად. სხვები, მუშაობენ, ალბათ. თუმცა, ბევრი უბრალოდ აღარ ასრულებს ნამაზს. ეწევიან, სვამენ და ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ, რაც ეწინააღმდეგება ისლამის წესებს.“ – ამბობს თანია.

სახელმწიფო რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში სირიიდან დევნილმა ხუთასამდე ეთნიკურად აფხაზმა და ჩერქეზმა იპოვა თავშესაფარი. მათ რელიგიურობასთან დაკავშირებით აფხაზეთის მუსლიმი თემის აქტიურ წევრებს შორის არსებობს გარკვეული იმედგაცრუება, ისინი არ აღმოჩნდნენ ისეთი რელიგიურები, როგორც ამას ადგილობრივი მორწმუნეები ელოდნენ.

სოხუმის მეჩეთის მრევლს უმეტესწილად ახალგაზრდები შეადგენენ. ესენი არიან ჩვეულებრივი ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებმაც ისლამისადმი ინტერესი სრულწლოვან ასაკში გამოამჟღავნეს. მათი უმეტესობა ეთნიკურად აფხაზია, თუმცა არიან რუსებიც და ერთი ქართველიც.

„აფხაზეთში მუსულმანები სამ კატეგორიად  იყოფა. ახალჩამოსულები, ძირითადად სირიიდან. ეგრეთ წოდებული „ეთნიკური“ მუსლიმები, ანუ, ისინი ვისი წინაპრებიც იყვნენ ისლამის მიმდევრები და „თანამედროვე“ მუსლიმები, რომლებიც უმცირესობაში არიან. „ეთნიკური“ მუსლიმები არ გამოირჩევიან რელიგიურობით და არც რელიგიურ რიტუალებს ასრულებენ, როგორიცაა დღეში ხუთჯერ ლოცვა და ა.შ. უბრალოდ,  სახელად არიან მუსლიმანები,“ – გვიხსნის თანია.

ადგილობრივი კვლევების მიხედვით, აფხაზების მხოლოდ 16% მიიჩნევს თავს მუსულმანად. თუმცა, როგორც ადგილობრივი აქტივისტები ირწმუნებიან, შესაძლოა, ეს რიცხვი ორმოც პროცენტამდეც გაიზარდოს. მიუხედავდ იმისა, რომ უმრავლესობისთვის ისლამი ძირითადად კულტურულ იდენტობასთან ასოცირდება, არსებობს მცირერიცხოვანი ჯგუფი – უმეტესად ახალმოქცეულები, რომლებიც სალაფიზმის დოქტრინას იზიარებენ, მიმდინარეობას, რომელმაც კავკასიის რეგიონში ფეხის მოკიდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო.

აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერი საბჭოს მუფთის მოადგილე აბდურაჰმან ჯეღლია რწმენასთან ზიარების თავისი გზის შესახებ გვიყვება. ის აფხაზი მუსლიმების შედარებით ძველ თაობას წარმოადგენს და ამბობს, რომ ისლამისდმი მისი ინტერესი განაპირობა საქართველოსთან 1992-93 წლების ომმა, რომელშიც თავად მონაწილეობდა.

„მე მუსლიმანურ ოჯახში დავიბადე. ბებიაჩემი, დედაჩემი და ბიძაჩემი რამადანის დროს მარხვას იცავდნენ. ეს რელიგია ჩემთვის ბავშვობიდან იყო ნაცნობი, თუმცა დასაწყისში, ის ალბათ, უფრო კულტურული იდენტობის ნაწილი ოყო. მახსოვს, როგორ გვასწავლიდა ბებია „ბისმილას“ თქმას ძილის წინ და დილით, როცა გავიღვიძებდით. ამის მეტი ისლამის შესახებ არაფერი ვიცოდით და არც რაიმე წყაროებზე მიგვიწვდებოდა ხელი. საქართველოსთან ომის დროს გავიცანით მუსლიმანები ჩრდილოეთ კავკასიიდან, იორდანიიდან და თურქეთიდან – ეს ის ადგილებია, სადაც აფხაზები და აბაზები ცხოვრობენ – და ვნახეთ როგორ ასრულებდნენ ისინი ნამაზს. ამ დროს დაიწყო ჩემი რელიგიური ცხოვრების მეორე ტალღა, დავიწყე ლოცვა. რუსეთიდან შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით ლიტერატურის მიღება და დავიწყე ჩემი რელიგიის შესწავლა, რასაც დღემდე ვაკეთებ,“ – ამბობს ჯეღლია.

ნარ თანიაც აღიარებს, რომ აფხაზეთის მუსულმანი თემისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოსთან ომი.

„ომის დროს მოხდა ისლამის ხელახალი დაბადება. პირველები, ვინც აფხაზი ძმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ, იყვნენ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები: ჩერქეზები, დაღესტნელები, ბალყარელები და ჩეჩნები, მათ შორის შამილ ბასაევი. კაზაკები და რუსები მოგვიანებით ჩამოვიდნენ. ისინი მუსლიმანები იყვნენ და ყველა ლოცულობდა, განსაკუთრებით ჩეჩნები. ომის დროს ადამიანი ცხოვრებაზე ფიქრდება, რადგან ამ დროს სიკვდილს უახლოვდება. ყოველი დღეს შესაძლოა შენი უკანასკნელი დღე გახდეს. ყველა ჩამოსული მოხალისე იმას გვეუბნებოდა, რომ ჩვენ იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენს მოძმე აფხაზ ხალხს – ჩვენს ერთმორწმუნე ძმებს დავეხმაროთო.“

შამილ ბასაევი, ჩეჩენი მეთაური, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, მთიან-ყარაბაღში, ჩეჩნეთში და დაღესტანში აფხაზეთში ეროვნულ გმირად არის აღიარებული. კავკასიის რეგიონში ის დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ფიგურად. რუსეთის ხელისუფლებამ ის ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტად. მის სახელს უკავშირდება რუსეთში მძევლების აყვანის ორი ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული შემთხვევა – მოსკოვის თეატრისა და ბესლანის ტერორისტული აქტები. გალში მცხოვრები ქართველები მას და მის ბატალიონს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით იცნობს.

რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, განსაკუთრებით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზანი კადიროვი, არ წყალობს შამილ ბასაევს და მას ჩრდილოეთ კავკასიაში სალაფიზმის გავრცელებასა და გაძლიერებაში ადანაშაულებს. სალაფიზმს ხშირად ადარებენ სუფიზმს, რომელიც არის ისლამის ოფიციალურად აღიარებული მიმდინარეობა და „ტრადიციული ისლამის“ სახელით არის ცნობილი.

აბდურაჰმან ჯეღლია იხსენებს სიტუაციას, როდესაც მას ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ ისლამის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ,  თუ რას ფიქრობს აფხაზი ხალხი შამილ ბასაევის შესახებ.

„შემეკითხეს არაოფიციალური სადილის დროს, ‘აბდურაჰმან, როგორია აფხაზეთში შამილ ბასაევის მიმართ დამოკიდებულება?’ მეც ვუთხარი, რომ ომის ვეტარანი ვარ და ისიც აფხაზების მხარეს იბრძოდა. პიცუნდის სამხედრო ოპერაციის დროს დაიჭრა და გვითხრა, რომ ჩვენ წავსულიყავით და ის ზურგს გაგვიმაგრებდა. მისი სისხლი აფხაზეთის მიწაზე დაიღვარა. ის ოფიციალურად არის აფხაზეთში გმირად აღიარებული და ყველა აფხაზი დაგეთანხმებათ ამაში. იმაზე, რაც შემდეგ გააკეთა, მას პირადად აქვს აღებული პასუხისმგებლობა და ამას ჩეჩენი ერი განსჯის. მე მხოლოდ მისი აფხაზეთში შეტანილი წვლილის შესახებ შემიძლია ვისაუბრო. ვუთხარი, რომ როცა ის მოკვდა, აფხაზეთში ქალები  ტიროდნენ. ეს არის მწარე სიმართლე და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პატივცემული კაცი ამას ისე მიიღებს, როგორც არის და ამის თქმისთვის მეც უფრო მეტად დამაფასებს. ვფიქრობ, მათ ღირსეულად მიიღეს ჩემი ნათქვამი, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად მაინც,“ – ამბობს ჯეღლია და იცინის.

ის ფაქტი, რომ აფხაზ მუსლიმთა ახალი თაობა თავისი თავის იდენტიფიცირებას  სალაფიზმთან ახდენს, არ მოსწონს რუსეთს, სადაც ეს ტერმინი ხშირად არის გაიგივებული „ტეროროზმთან“ და „ფუნდამენტალიზმთან.“ სალაფიზმის ასეთ ტერმინთან ასოციირებას არ ეთანხმება ჯეღლია, თუმცა ნარ თანიას ის მართებულად მიაჩნია.

ის გვიყვება, როგორ ჩამოვიდნენ რუსეთიდან მუსლიმური ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ნიადაგის მოსასინჯად, რომ გაეგოთ რამდენად რელიგიური იყო აქაური თემი.

„ჩვენთვის ყველაზე მთავრია გვესმოდეს ისლამი ისე, როგორც ეს მუჰამედს ესმოდა. თუ ვინმე შეეცდება სხვა რამეს მოგვახვიოს თავს, ჩვენ ამას არ მივიღებთ.  იყვენენ ჩამოსულები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ეცადნენ წიგნების დარიგებას. სავარაუდოდ, გვცდიდნენ, ავიღებდით თუ არა ამ ლიტერატურას და გავყვებოდით თუ არა მათ. ჩვენ არ ავიღეთ. რატომ უნდა გავყვეთ სხვა ვინმეს მუჰამედის გარდა? ჩვენ არ გავყვებით ხალხს, რადგან უნდა მივყვეთ ყურანს და წინასწარმეტყველი მუჰამედის „სუნას.“ წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობს: ვინც მისდევს ყურანს და სუნას, ის მიჰყვება ალაჰის გზას. რატომ უნდა ავირჩიოთ გზა, რომელიც არის უიმედო და საფრთხის შემცველი? თვითმკვლელები ხომ არ ვართ. რატომ უნდა გავყვეთ იმას, რაც არ გვაძლევს იმის იმედს, რომ სამოთხეში მოვხვდებით? ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა ცნობილი სახელი ჰქონდეს, ვერავინ დადგება მუჰამედზე მაღლა,“ – გვიხსნის თანია.

მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნება სოხუმის მეჩეთზე გაკეთებული წარწერა, შენობა ოფიციალურად სამლოცველო სახლია. აფხაზეთის მუსლიმები დიდი ხანია ცდილობენ ააშენონ მეჩეთი ყველა საჭირო ატრიბუტით, მათ შორის მინარეთებით, თუმცა, საკითხი ადგილობრივ და გლობალურ პოლიტიკას შორის არის მოქცეული.

ნარ თანია შექმნილი მდგომარეობის გამო აფხაზეთის მთავრობას ადანაშაულებს. მუსლიმი თემი, რომელსაც აქვს მეჩეთის აშენების უფლება, სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო მშენებლობის განხორციელებას ვერ ახერხებს. მისი აზრით, „უბრალოდ, არ არსებობს პოლიტიკური ნება მეჩეთის ასაშენებლად.“

ჯეღლიას აზრით, მუსლიმ თემს საკამოდ კარგი ურთიერთობა აქვს აფხაზეთის ხელისუფლებასთან და პრობლემები, როგორც ჩანს, უფრო რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

„მთავარი პრობლემა არის მიწის გამოყოფა. ჩვენ პოლიტიკოსებთან გვაქვს ურთიერთობა და მათთან არ გვაქვს პრობლემები. ტრადიციულად, მუსლიმთა სასულიერო საბჭოს დელეგაცია ხვდება ყოველ ახალარჩეულ პრეზიდენტს, სადაც ვეუბნებით, რომ ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს და მზად ვართ ყოველთვის ნებისმიერ საკითხზე სალაპარაკოდ. მაგრამ, როგორც აფხაზეთის მოქალაქე, მე მოვითხოვ პატივისცემას ჩემი რელიგიისადმი, ჩემი საწყისისადმი. მე მინდა, რომ მქონდეს ადგილი, სადაც შევძლებ ლოცვას მშვიდ და ღირსეულ გარემოში,“ – ამბობს ჯეღლია.

ის დასძენს, რომ ბევრმა დონორმა, მათ შორის, საუდის არაბეთის  აწგარდაცვლილმა მეფემ, აფხაზურმა დიასპორამ თურქეთში და რამზან კადიროვმაც, გამოხატა ფინანსური დახმარების სურვილი. იყო შემოთავაზება აფხაზეთის პრეზიდენტისგან, რაულ ხაჯიმბასგან, რომ სახელმწიფო ააშენებდა მეჩეთს, მაგრამ არსებული  გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ასეთი პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა.

დაფინანსების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი რელიგიური თემის მშვიდი და დამოუკიდებელი მოღვაწეობისთვის, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისაგან, იქნება ის წამოსული საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან თუ ჩეჩნეთიდან.

„ჩვენ გვინდა ისეთი მეჩეთი, რომელსაც ჩვენ თვითონ დავაფინანსებთ. საქმე არ არის მხოლოდ იმაში, რომ ის, ვინც ფულს მოგვცემს, მერე მიგვითითებს რა და როგორ უნდა გავკეთოთ. რა უნდა გვითხრან? როგორ ვილოცოთ? პოლიტიკაში ჩავერიოთ? ჩვენ არავის მივცემთ ჩვენით მანიპულირების უფლებას. არც აფხაზეთის ხელისფულებას და არც ოპოზიციას,“ – ირწმუნება ჯეღლია.

ნარ თანიას აზრით, მთავარი რწმენის შენარჩუნებაა და ის უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეჩეთის მშენებლობის საკითხი.

„სხვისი სწავლებები რომ გაგვეზიარებინა, ალბათ, მეჩეთსაც უცებ ავაშენებდით. რატომ უნდა ოყოს  მეჩეთის აშენების სურვილი პრიორიტეტული? ჩვენ გვაქვს მოთმენის უნარი, დაველოდებით და ვილოცებთ.“


გამოქვეყნებულ მასალაში ნაწილობრივ დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია და ტოპონიმიკა. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს IWPR-ის ან დონორი ორგანიზაციის პოზიციას. ვებგვერდის რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალების შინაარსობრივ მხარეზე.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი დომინიკ ცაგარა
დომინიკ ცაგარა - ჟურნალისტი, მთარგმნელი და სამოქალაქო აქტივისტი. ის კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და უმცირესობების საკითხებს აშუქებს. ამჟამად მუშაობს მედია გამოცემებისთვის Democracy & Freedom Watch და The Clarion.


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT