• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები კადრს მიღმა რჩება

0 კომენტარი
 2016 წლის 18 სექტემბერი   ავტორი: ნინო გელაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქართულ მედიაში სიძულვილის ენის გაზრდილ მაჩვენებელს მიეძღვნა “სტუდია რე”-ს მორიგი ტელედისკუსია.

“სტუდია რე”-ს სტუდია

გადაცემის სტუმრები, მარცხნიდან: ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ანა წურწუმია, დუბლინის უნივერიტეტის მკვლევარი, ნინო ხელაძე, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, პროდიუსერი და თემურ კიღურაძე, კონფლიქტებზე მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

19 მაისს სოფელ ხურჩაში გამყოფ ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ქართულ მედიაში სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გამოჩნდა. ამას „სტუდია რე“-ს მიმდინარე მედია მონიტორინგიც ადასტურებს. სწორედ კვლევის შედეგებს და ქართულ მედიაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თავისუბურებებს, ასევე, მედიაში სიძულვილის ენის აღმოფხვრის გზებს მიეძღვნა “სტუდია რე”-ს მორიგი ტელედისკუსია.

გადაცემას უძღვება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. დისკუსიაში მონაწილეობენ ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; ანა წურწუმია, დუბლინის უნივერიტეტის მკვლევარი; ნინო ხელაძე, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის პროდიუსერი; თემურ კიღურაძე, კონფლიქტებზე მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტი; გადაცემაში ასევე, მონაწილეობდა სტუმარი სამხრეთ ოსეთიდან, მარია პლიევა, გაზეთი “21-ე საუკუნე”, რედაქტორის მოადგილე.

გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ქართული მედია არ არის დაინტერესებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებით და იქ მიმდინარე მოვლენებით. ამ მხრივ გამონაკლისია  მხოლოდ რამდენიმე არაკომერციული მედია ორგანიზაცია, რომელიც პერიოდულად ავრცელებს აფხაზი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებს.

ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს შორის უთანხმოებას იწვევს ტერმინები, თუ როგორ მოიხსენიონ ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მომუშავე უწყებები.

ტერმინების გამოყენება პრობლემად რჩება თავად საქართველოში მოქმედი მედია საშუალებებისთვისაც, რაც “სტუდია რე”-ს კვლევამაც დაადასტურა.

ქართველი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები ხშირად ორიენტირებულია სკანდალსა და მტრის ხატის შექმნაზე. მედიაში ნაკლებად გვხვდება სიუჟეტები და სტატიები, რომლებიც უფრო მეტ ურთიერთგაგებას და ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. გადაცემის სტუმრების თქმით, მედია მიჰყვება მთავრობის დღის წესრიგს და ჯერჯერობით მას არ შესწევს უნარი ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.

„სტუდია რე“-ს გადაცემა მომზადებულია პროექტის “სიძულვილის ენის აღმოფხვრა ნდობის აღდგენისათვის, “ რომელიც Black Sea Trust-ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.  ეს არის პროექტის ფარგლებში მესამე და ბოლო გადაცემა. თუმცა სტუდია აგრძელებს ქართული, ოსური და აფხაზური მედიის მონიტორინგს, ასევე კონფლიქტების თემაზე დისკუსიების ციკლის მომზადებას.

    გააზიარე

ავტორი ნინო გელაშვილი
ჟურნალისტი და მედია მკვლევარია. ამჟამად მუშაობს პროდიუსერად სტუდია რე-ში. ნინოს მაგისტრის ხარისხი აქვს ჟურნალისტიკაში და მასობრივ კომუნიკაციაში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.


მსგავსი სტატიები:


ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017

აფხაზი მუსლიმები იდენტობის გზაჯვარედინზე
იანვარი 17, 2017


  • ფოტო გალერეა

    • ფოტოპროექტი: ღია მაცივარი
      აპრილი 9, 2017
    • რომის პაპის წინააღმდეგობრივი...
      ოქტომბერი 19, 2016
    • რა უხარიათ და აწუხებთ...
      ოქტომბერი 6, 2016
    • 2008 წლის აგვისტოს ექო
      აგვისტო 25, 2016
    • ფოტოებზე აღბეჭდილი...
      ივლისი 28, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2021

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.