სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტები დიდი გამოწვევების დაძლევას სწავლობენ

0 კომენტარი
 2016 წლის 3 ნოემბერი   ავტორი: ლუკა პერტაია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საქართველოს, მოლდავეთსა და ლიტვას, როგორც ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მსგავსი წარსული აერთიანებთ, თუმცა მათ განვითარების ერთმანეთისგან განსხვავებული გზა განვლეს.

ლუკა პერტაია

შეხვედრა ვილნიუსში

“ბალტიკ ნიუს სერვისის” დირექტორის მოადგილე მოლდაველ ჟურნალისტებს, ვიტალი ჰოტნოგუსა და პეტრუ ბერეგოის უჩვენებს, როგორ მუშაობს BNS-ის ვებ საიტი (ფოტო: ლუკა პერტაია).

ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და  აღმოსავლეთი ევროპის სასწავლო ცენტრის (EESC) მიერ ერთობლივად დაარსდა. მისი მიზანია ქართველი და მოლდაველი ჟურნალისტების გადამზადება და ლიტვის გამოცდილების გაზიარება – პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროკავშირის წევრობამდე.

ლიტველი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას ისეთი სირთულეების გადალახვაში დაეხმარებათ, როგორიცაა დეზინფორმაციული პროპაგანდა,  ჟურნალისტური ეთიკა, მედიის მართვა და თვითრეგულაცია.

სამ-სამი ჟურნალისტი, რომელიც ორი ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასაშუალებებში მუშაობს, ვილნიუსში სხვადასხვა ოფიციალური უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვარლამ წიკლაური, ერთ-ერთი იყო იმ ექვსი ჟურნალისტისგან, რომელიც 19-დან 24 სექტემბრამდე ვილნიუსში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა. იგი ლიტვაში წარმოადგენდა ორენოვან მულტიმედია გამოცემას, “სამხრეთის კარიბჭეს”, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფუნქციონირებს.

“ძალიან ხშირად გვიწევს, მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა მნიშნველობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნისათვის. განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, რომლებზეც შეიძლება ძლიერად იმოქმედოს ანტიდასავლურმა პროპაგანდამ”, – ამბობს ვარლამ წიკლაური.

ლიტვაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპელი ჟურნალისტებისათვის პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის გამოცდილების გაზიარება.

სწორედ ამ მიზნით, ჟურნალისტები შეხვდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს, ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის, ლიტვის სეიმისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ წამყვან მედიასაშუალებებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

ლიტვის სეიმში (ლიტვის პარლამენტში) ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ 2016 წელს სამივე ქვეყანაში იმართება არჩევნები. ოქტომბრის ბოლოს მოლდოვა, დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს. საქართველოსა და ლიტვაში კი ერთი დღის სხვაობით, 8 და 9 ოქტომბერს, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.

გიორგი ხუხიამ, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია “მაესტროში” მუშაობს, ვილნიუსში ჩასვლისთანავე შენიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი იქ საქართველოსგან განსხვავებით ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა.

„იმას რასაც ლიტვაში, თანაც ცენტრალურ ქალაქში წავაწყდით, მთლიანად განსხვავდება ქართული რეალობისგან. განსაკუთრებით რაც თვალში მომხვდა ისაა, რომ პლაკატები და ბანერები არაა გაკრული მთელ ქალაქში, ისე, როგორც ეს საქართველოშია. როგორც გავიგეთ, პოლიტიკოსებიც ზომიერად მონაწილეობენ გადაცემებში”, – ამბობს გიორგი ხუხია.

„მაესტროს“ ჟურნალისტი გიორგი ხუხია ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არხის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელს ესაუბრება.

„მაესტროს“ ჟურნალისტი გიორგი ხუხია ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არხის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელს ესაუბრება. LRT, რომელსაც ამჟამად სამი სტუდია აქვს, აპირებს, 2017 წელს კიდევ ერთი ახალი სტუდიით შეხვდეს. ახალი სტუდიის მოწყობა სწორედ ამ დარბაზში იგეგმება. (ფოტო: ლუკა პერტაია)

წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაცემები ყოველდღე გადოდა ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიაში (LRT). LRT-ის ტელევიზიაც და რადიოც სამ-სამ ცალკეულ არხად ფუნქციონირებს: მთავარ არხზე, ძირითადად, ახალი ამბები და პოლიტიკური თოკ-შოუები გადის, მეორეზე – დოკუმენტური ფილმები და კულტურულ-შემეცნებითი გადაცემები, ხოლო მესამე სიხშირე საზღვარგარეთის აუდიტორიისათვისაა განკუთვნილი.

როგორც LRT-ში გვიყვებიან, ლიტვის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ გაიწერება წლიურ ბიუჯეტში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. LRT-ის დაფინანსებას ახლა განსაზღვრავს ის, თუ რა შემოსავალი ექნება ქვეყანას ყოველწლიურად და სწორედ მისი ბიუჯეტის გარკვეულ ნაწილს მიიღებს მაუწყებელი მთავრობისაგან.

„ეს კარგია იმიტომ, რომ პოლიტიკოსების, პარტიებისა თუ სეიმის გავლენებისგან მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები, ასე მაუწყებელი უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან“, – აგვიხსნეს LRT-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ჟურნალისტები იმყოფებოდნენ ლიტვის წამყვან ონლაინ-მედიასაშუალებებშიც: „დელფისა“ და „ბალტიკ ნიუს სერვისში“ (BNS). BNS-ი ახალი ამბების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააგენტოა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფუნქიონირებს. სააგენტოს სათავო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს, თუმცა BNS-ი ლიტვასა და ლატვიაშიც აქტიურად ფუნქიონირებს.

სტენდი ბი ენ ესის ნიუსრუმში

BNS-ის შვილობილი კომპანიის, “15 მინიტსის” (15 minutes) ნიუსრუმში, რომელიც ასევე BNS-ის ოფისშია, შეხვდებით სტენდს, სადაც ყველა იმ პოლიტიკოსისა თუ ბიზნესფიგურის სურათია ჩამოკიდებული, ვინც გამოცემამ ამხილა. (ფოტო: ლუკა პერტაია)

BNS-ის დირექტორის მოადგილემ, ვაიდოტას ბენიუსისმა გვითხრა, რომ სააგენტოს შემოსავალი მისი მკითხველია, რადგან გამოცემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფასიანია: მკითხველებს უწევთ, იგი გამოიწერონ, შესაბამისად, რეკლამის წილი მათ შემოსავლებში არც ისე მაღალია.

განსხვავებული ბიზნესმოდელი აქვს კიდევ ერთ წამყვან ინტერნეტ-პორტალს, „დელფის“ (Delfi.lt). დელფი BNS-ის მსგავსად, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში მუშაობს, თუმცა დელფის შემოსავლის წყარო არა გამომწერები, არამედ მნახველები არიან: ისინი რეკლამებისგან იღებენ შემოსავალს, ასევე სხვადასხვა უწყების საინფორმაციო მომსახურებისათვის.

შეხვედრა დეპფის ოფისში

ბალტიისპირეთში ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალების, “დელფის” რუსული ვერსიის რედაქტორი, ოლეგ იეროფიევი მოლდაველ და ქართველ ჟურნალისტებს დელფის შესახებ უამბობს. (ფოტო: ლიკა პერტაია)

ჟურნალისტები შეხვდნენ ცნობილ ლიტველ სოციოლოგს, რასა ალისაუსკიენეს, რომელიც კვლევითი ორგანიზაცია „ბალტიკ სარვეის/გალუპის„ (Gallup Baltic Survey) დამაარსებელი და დირექტორია.

საუბრისას გამოიკვეთა, რომ მოლდაველი ახალგაზრდები მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოლდავეთთან 2014 წელს სავიზო რეჟიმი გაამარტივა, უფრო მეტად ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ და საცხოვრებლად. მოსახლეობის შემცირებას უჩივის ლიტვაც.

მოლდავეთსა და საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების შეკრებას არ ჩაუვლია ამ ორი ქვეყნისათვის მტკივნეული თემების განხილვის გარეშეც. მათ ბევრი ისაუბრეს დნესტრისპირეთზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

ამ სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ძირითადად, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარებენ. მაგალითად, 1992 წლის დნესტრისპირეთის ომის შემდეგ, მის დამოუკიდებლობას მხოლოდ დე-ფაქტო აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი-ყარაბაღი აღიარებს.

„მართალია, სიტუაცია ამ სამ გეოგრაფიულ ადგილში განსხვავდება, თუმცა საერთო წერტილებისა და პრობლემების პოვნა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები სამივეგან გვხვდება. ასევე, კონფლიქტების მხარეებს შორის ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება ეფექტური კომუნიკაცია“, – ამბობს ჟურნალისტი მოლდავეთიდან, ვიტალი ჰოტნოგუ, რომელიც რუმინეთის საზღვართან ქალაქ კაჰულში ცხოვრობს.

ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლის ფარგლებში ტრენინგები და პროფესიული მივლინება 2017 წელსაც იგეგმება. განაცხადი რამდენი თვით ადრე გამოქვეყნდება Reporter.Ge და სხვა პარტნიორი მედია საშუალებების ვებ გვერდებზე.

პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) და  აღმოსავლეთი ევროპის სასწავლო ცენტრის (EESC) მიერ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი ლუკა პერტაია
ლუკა პერტაია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი IWPR-ის მიერ გადამზადებული ჟურნალისტია. წერს უმცირესობებისა და რადიკალიზაციის პრობლემებზე. ლუკა ამჟამად ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთის კორესპონდენტია.


მსგავსი სტატიები:


ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
მაისი 30, 2018

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის
აპრილი 26, 2017

რეგიონული მედიის გაძლიერება საქართველოში
ივნისი 21, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT