სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოცდაათწლიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნება

0 კომენტარი
 2022 წლის 9 ივლისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განიხილება, როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მეზობელ ქვეყანებს შორის ურთიერთობათა სრული ნორმალიზებისთვის.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი, ფონზე ჩანს საგუშაგო კოშკი. (არტურ ჩეპმენი/Flickr)

თურქეთმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის და პირდაპირი სატვირთო ფრენების დაწყების თაობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზების კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებებში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წელს ჩაიკეტა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე მიმდინარე კონფლიქტის გამო.

ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი დიდ ყურადღებას აქცევდა საგარეო პოლიტიკას. აზერბაიჯანთან ომის გამო, არაერთხელ მოუსმენია მუქარაც და და მტრული რიტორიკაც თურქეთისგან. რთული გეოგრაფიის და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, სომხეთის საგარეო პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა და განსაზღვრავდა დიპლომატიურ ურთიერთობებში სტრატეგიული ბალანსის დაცვა.  

ამ ბალანსის შენარჩუნებას ის მრავალი წელი ახერხებდა ისეთი პოლიტიკით, რომელიც კომპლემენტარულობის სახელით არის ცნობილი. მისი საშუალებით სომხეთი ცდილობდა დაეცვა პარიტეტი რუსეთთან პარტნიორობასა და ევროკავშირსა და დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას შორის.

ბალანსის შენარჩუნება არ იყო ადვილი, რადგან თავისი არსით ეს საკმოად ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა იყო,  განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას ძირითადად განაპირობებს კავშირები უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში. არც ისე დიდი ხნის წინ, სომხეთი კიდევ ერთი ბალანსირების თამაშში ჩაერთო, ამჯერად თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

სომხეთი ამჟამად რთულ დიპლომატიურ პროცესში არის ჩართული ორი მიმართულებით, ეს არის მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და ურთიერთობების ნორმალიზება თურქეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულება დამოუკიდებელი პროცესია, არსებობს გარდაუვალი სინერგია ან არაპირდაპირი კავშირი სომხეთსა და მასთან მოლაპარაკებებში ჩართულ თითოეულ ქვეყანას შორის.  

2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილი არასტაბილურობის უპრეცედენტო ხარისხის გათვალისწინებით, ყოველი მიმართულება სხვადასხვა სიჩქარით მიიწევს წინ და ხშირად პროგრესი ერთ ქვეყანასთან უფრო მალე მიიღწევა ვიდრე მეორესთან.

ამბიცია და ასიმეტრია

ნორმალიზაციის პროცესი იმედისმომცემია. პროგრესის მისაღწევად თავდაპირველი მიზნები საკმაოდ მოკრძალებული და პრაქტიკულია. ის გულისმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და დახურული საზღვრის გახსნას.

ნორმალიზაცია არის პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ის არ ნიშნავს არც შერიგებას და არც დაახლოებას. ერთი შეხედვით ის არის ერთგვარი საბაზო მინიმუნი ორ მეზობელს შორის ურთიერთობის არსებობისთვის და ასევე აღიარება თურქეთის იმ წარუმატებელი პოლიტიკის, რომელსაც საზღვრის ჩაკეტვა და დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა მოჰყვა.  

ურთიერთობათა ასიმეტრიის გათვალისწინებით, ისტორიული გამოწვევაც და ტვირთიც ტერიტორიულად უფრო დიდ ქვეყანას – თურქეთს ეკისრება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯი მისასალმებელია, არ არის საჭირო თურქეთის ქება-დიდება იმის გამო, რაც მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯია მეზობელ ქვეყნებს შორის მინიმალური ურთიერთობების დასამყარებლად.

თუმცა, ამ მოლაპარაკებებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი რეგიონალური ლანდშაფტის უფრო ფართო კონტექსტში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს რეგიონში სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენას. ამასთან ერთად, ურთიერთობების ნორმალიზება მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. სომხეთი თავს დააღწევს იზოლაციას და ჩაკეტილობას. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ჩაკეტილი საზღვრები და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არც მისთვისაა ხელსაყრელი.

„ერთგვარად შვებისმომგვრელია ის ფაქტი, რომ პროცესი ბოლოს და ბოლოს შეეხო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებს.“

2021 წლის დეკემბერში სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შემდეგ, სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დაჩქარდა. 2022 წლის იანვარში  მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მოსკოვში გაიმართა. მეორე შეხვედრა შედგა თებერვალში, ამჯერად ვენაში. ორივე ჯერზე მხარეებმა მთავარი აქცენტი შეხვედრების გაგრძელებაზე გაკეთეს. მაგრამ, მესამე შეხვედრის გამართვამდე, გაჩნდა ერთგვარი წუხილი, რომ თითქოს ორივე მხარე თავს არიდებდა ერთმანეთის შესახებ საუბარს და ერთმანეთისგან ელოდებოდა მნიშვნელოვანი წინადადებების შეთავაზებას.

იმის გამო, რომ რეალური დღის წესრიგის შედგენა იგვიანებდა, გაჩნდა წუხილი, რომ მხარეები შესაძლოა უნდობლობის ადრინდელ ეტაპზე დაბრუნებულიყვნენ. ამის საპასუხოდ, 2022 წლის მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა და იქ გამართული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სპეციალური წარმომადგენლების გარეშე შედგა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტი იყო სიმბოლური და ამავე დროს ისტორიული მნიშვნელობის მქონე, რითაც ერევანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოლიტიკურ ნებას ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის.

მაისში მოლაპარაკებები განახლდა და მასთან ერთად წუხილიც, რადგან შეხვედრის ამ რაუნდს არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლო შეხვედრა 1 ივლისს, ისევ ვენაში შედგა და მან ნადვილი გარღვევა მოახდინა. ამჯერად, მხარებმა შეძლეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება. თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ იდენტურ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ პრინციპში „მხარეები შეთანხმდნენ უმოკლეს დროში უზრუნველყონ სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის კვეთის შესაძლებლობა სომხეთსა და თურქეთში სტუმრად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და გადაწყდა ამისთვის საჭირო პროცესების დაწყება.“

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთების პირდაპირი საჰაერო გზით გადაზიდვების უმოკლეს დროში დაწყების თაობაზე.  

ამის გათვალისწინებით, ერთგვარად შვებისმომგვრელია ის ფაქტი, რომ პროცესი ბოლოს და ბოლოს შეეხო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია.   

მოლაპარაკებებში სომხური მხარის წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა 4 ივლისს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს გაიხსნას. თუმცა, მზადება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად არც ერთი მხარეს არ შეინიშნება.  

მეორე საკითხი ეხება იმას, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება საზღვრის კვეთის მექანიზმის გამოყენება, რადგან ამისთვის აზერბაიჯანელებს მოუწევთ ან ჯერ სომხეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ან საზღვრის გადაკვეთა ნახიჩევანის გავლით და არა სომხეთ-თურქეთის საზღვრით.

ამით კითხვები არ მთავრდება. აქედან პირველი შეეხება რუსეთს და მის სამხედრო შეჭრას უკრაინაში ამა წლის თებერვალში, რამაც რეგიონში არსებული ისედაც რთული გეოპოლიტიკური გათვლები სულ თავდაყირა დააყენა. რუსეთის შეჭრა, როგორც გაცილებით დიდი გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას და დაუცველობას უქადის მის ყველა მეზობელს.

გაბრაზებული, იზოლირებული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის სავარაუდო ნაბიჯს შეზღუდოს მისი მეზობლების „სუვერენული არჩევანი.“

იმ მიზნით, რომ მეტი კონტროლი დაამყაროს თავის მოსაზღვრე ქვეყნებზე, რომელთაც, მისივე შეფასებით, მისი ბუნებრივი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსეთს შეუძლია შეცვალოს თავისი პოზიცია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზაციასთან დაკავშირებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლის პოლიტიკაში ასეთი ცვლილები არ შეინიშნება არც სომხეთთან და არც თურქეთთან დამოკიდებულებაში, მოსკოვს გააჩნია უამრავი ბერკეტი და თავისუფლად შეუძლია პროცესზე როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.

მეორე პრობლემა უკავშირდება აზერბაიჯანს. ბაქომ უკვე წარმატებით შეძლო ნორმალიზაციის წინა რაუნდის ჩაშლა და სომხეთ-თურქეთის ბოლო შეთანხმებაზე მისი რეაქციაც ტოვებს აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხის მოლოდინის შთაბედილებას. 1 ივლისს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ თურქეთთან საზღვარს კეტავდა.   

ეს მოკლე 13-კილომეტრიანი მონაკვეთი არის ერთადერთი ღია საზღვარი აზერბაიჯანისთვის, რადგან მისი საზღვრები საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ დაკეტილია.

ასეთი ნაბიჯი აუცილებლად გაანერვიულებს ანკარას. თურქეთი გააგრძელებს სიფრთხილით მოქმედებას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც აზერბაიჯანმა შეიძლება მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ აღიქვას.

რიჩარდ გირაგოსიანი არის რეგიონული კვლევების ცენტრის (RSC) დირექტორი. რეგიონული კვლევების ცენტრი არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ორგანიზაცია ერევანში, სომხეთში.

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

გააზიარე:

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


აზერბაიჯანში გულენის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება
სექტემბერი 8, 2016

თურქეთის ჩაშლილი გადატრიალება და მისი გავლენა კავკასიაზე
აგვისტო 7, 2016

თურქეთში მცხოვრები სომხები დელიკატური ბალანსის დაცვას ცდილობენ
ივლისი 27, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ ლილიტ არაკელიანი მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT