სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანი: პოლიტიკური დაკავებები გრძელდება

0 კომენტარი
 2016 წლის 13 ივნისი   ავტორი: სამირა აჰმედბეილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ქვეყნის ყველაზე ცნობილი სინდისის პატიმარი თავისუფალია, მაგრამ აქტივისტების დაკავებები ისევ გრძელდება.

სამირა აჰმედბეილი

გათავისუფლებული ისმაილოვა ტელეფონით იღებს მილოცვებს

გათავისუფლებული ისმაილოვა ტელეფონით იღებს მილოცვებს (ფოტო: აზიზ კარიმოვი).

აზერბაიჯანელი ჯურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მოულოდნელი გათავისუფლება, ექსპერტების აზრით, არის საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი ეკონომიკურად დასუსტებულ ბაქოზე.

თუმცა, მათივე აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმი აპირებს მისი მკაცრი პოლიტიკის შერბილებას.

ამავე აზრს იზიარებს ხადიჯა ისმაილოვაც. ჩვენთან საუბრისას ის განმარტავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელსაც ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა, იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო.

ზეწოლის გაძლიერება გამოიწვიეს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა 18 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მაგნიტსკის გლობალური აქტის დამტკიცება, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების მიმართ სანქციების ამოქმედებას ნიშნავს. ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისამართით კრიტიკის გაძლიერებას ხელი შეუწყო ასევე ისმაილოვას საქმეზე ევროპის სასამართლო პროცესმაც და მოახლოებული საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ფაქტორმაც.

„ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იმუქრებოდა მაგნიტსკის სიით, გამოქვეყნდა პანამის დოკუმენტები, რითაც აზერბაიჯანის მთავრობაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა,“ – აღნიშნა მან. „მეორე მხრივ, ევროპის სასამართლომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და ასევე საერთაშორისო ზეწოლის ახალი ტალღა მოსალოდნელია ფორმულა ერთის შეჯიბრთან დაკავშირებით, რომელიც ბაქოში17-19 ივნისს იმართება.“   

„ჩემი საქმე სექტემბრისთვის რომ გადაედოთ, მაშინ ილჰამ ალიევს გაეროს ასამბლეის მორიგ სესიაზე  ახალი ბრალდებების მოსმენა მოუწევდა,“ – დასძენს ისმაილოვა. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანის ხელისუფლებას აღარ აქვს ადრინდელივით ბევრი ფული იმისთვის, რომ მოახდინოს ლობისტების ჯგუფის მობილიზება ზეწოლის ტალღების მოსაგერიებლად. როცა არ გაქვს ფული,  ვეღარ მოისყიდი ვერავის და ვეღარ გააჩუმებ ქრთამით.“

ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს და 2015 წლის სექტემბერში ბაქოს სასამართლომ მას შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯა გაფლანგვის, გადასახადებისათვის თავის არიდების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებით.

ჟურნალისტის დაპატიმრება ფართოდ განიხილებოდა, როგორც შურისძიება მისი საგამომძიებლო საქმიანობის გამო, რომელიც ალიევის და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ კავშირებს ეხებოდა. 

ისმაილოვას დაპატიმრების გამო ალიევს მთელი საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა. მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც უფლებამცველი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები.

ისმაილოვა უყურებს იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრესის თავისუფლების 2016 წლის ჯილდოს, რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს მის მაგივრად მიიღო დედამისმა

ისმაილოვა უყურებს იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრესის თავისუფლების 2016 წლის ჯილდოს, რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს მის მაგივრად მიიღო დედამისმა (ფოტო: აზიზ კარიმოვი).

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას ოთხი ბრალდებიდან ორი მოეხსნა და პატიმრობა სამწელიწად-ნახევრიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა. სასამართლომ ძალაში დატოვა ბრალდებები უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ნაწილში. 

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აცხადებენ, რომ „პირობითი სასჯელი და არა მისი უდანაშაულობის აღიარება არის ყველა იმ ადამიანის გაჩუმების მცდელობა, ვინც მისი სახელით ახორცილებდა აქტიურ საქმიანობას.“ 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ისმაილოვამ განაცხადა, რომ გააგრძელებდა ბრძოლას მისი სახელის აღსადგენად, რადგანაც მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არ არის მოხსნილი.

ისმაილოვას ინტერესებს იცავდნენ ცნობილი იურისტები, ამალ კლუნი „დაუთი სტრით ჩემბერსიდან“ (Doughty Street Chambers) და ნანი იანსენი მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივიდან.

მარტში კლუნიმ და იანსენმა ისმაილოვას სახელით ევროპის სასამართლოში შეიტანეს სარჩელი მისი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ.

ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი მიესლამებიან ისმაილოვას გათავისუფლებას და მოუწოდებენ „მიეცეს მას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების საშუალება ხელისუფლების მხრიდან დევნის გარეშე.“

გათავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ, ისმაილოვას 40 წელი შეუსრულდა. კოალიცია „სპორტი უფლებებისთვის“ ინიციატივით მისი დაბადების დღე სხვადასხვა ქვეყანაში დემონსტრაციებით აღნიშნა, სადაც ისმოდა მოწოდებები აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ამჟამად, აზერბაიჯანის ციხეებში რჩება სამოცდაათამდე ჟურნალისტი, ბლოგერი თუ აქტივისტი.

სეიმურ ჰაზი ერთ-ერთი მათგანია, სატელევიზიო გადაცემა აზერბაიჯანის საათის წამყვანი და გაზეთ „აზადლიგის“ პოლიტიკური მიმომხილველი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ სინდისის პატიმრად არის აღიარებული.

ჰაზი 2014 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და 2015 წლის იანვარში ხულიგნობის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ახლახან, ის გახდა გერდ ბუცერიუსის ფონდის (ჰამბურგი) და ფრიტ ორდის ფონდის (ოსლო) მიერ დაწესებული პრესის თავისუფლების ჯილდოს 2016 წლის მფლობელი.

პოლიტიკური პატიმრები „მბრუნავი კარის“ პირისპირ

ისმაილოვა სახლში, დედასთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად

ისმაილოვა სახლში, დედასთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად (ფოტო: აზიზ კარიმოვი).

ისმაილოვა არის ერთ-ერთი იმ პოლიტიკური პატიმრებიდან, რომლებიც წელს ციხიდან გაათავისუფლეს.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტპატიმართა პირველი ნაკადი მარტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიწყალა.

გასულ თვეს, აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხიდან გამოუშვეს ცნობილი უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი. სასამართლოს დადგენილებით მას შვიდწელიწად-ნახევრიანი პატიმრობა ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.   

მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (რეალი) წარმომადგენელი, პოლიტილოგი სამირა გასიმლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში პატიმართა გათავისუფლება მოხდა ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე. 

(იხილით: აზერბაიჯანში პატიმართა მოულოდნელი შეწყალების მიზეზები).

„შეერთებული შტატების კონგრესი აზერბაიჯანის ხელისუფლებას სანქციებით დაემუქრა და მოსთხოვა ოთხი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. სამი მათგანი – ანარ მამადოვი, ინტიგამ ალიევი და ხადიჯა ისმაილოვა უკვე თავისუფლებზე არიან. ამ ოთხეულიდან მხოლოდ რეალის ლიდერი, ილგარ მამადოვი არის დარჩენილი პატიმრობაში,“ – აცხადებს გასიმლი.  

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაილა იაგუბლუ ასევე მიიჩნევს, რომ ბაქოს დათმობებზე წასვლა ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობამ განაპირობა. 

„მთავრობამ არაერთხელ მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს კრედიტის გამოყოფის თხოვნით,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

„[ამერიკელი სენატორის ჯონ] მაკკეინის მუქარამაც მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით არანაკლებ სერიოზული როლი ითამაშა ხელისუფლების შერბილების საქმეში, თუმცა ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ისევ იმდენი ფული რომ ჰქონდეს, როგორც ადრე, თავისუფლად მოახერხებდა ამ მუქარების იგნორირებას- დასძინა იაგუბლუმ.

ოპოზიციური გაზეთის „აზადლიგის“ რედაქტორი რაჰიმ ჰაჯიევი თვლის, რომ პატიმართა გათავისუფლება არ არის დათმობის ნიშანი.

„მიუხედავად იმისა, რომ ინტიგამ ალიევი და ხადიჯა ისმაილოვა გაათავისუფლეს, მათ მიმართ ბრალდებები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი. ხელისუფლება ჭეშმარიტ ჰუმანიზმს გამოავლენდა იმ შემთხვევაში, თუ ყველა პოლიტიკურ პატიმარს ერთდროულად გაათავისუფლებდა,“ – აღნიშნა მან.

ამასობაში, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები არ წყდება.

ისმაილოვა ეხვევა ინტიგამ ალიევს, ადამიანის უფლებათა დამცველს და ყოფლი სინდისის პატიმარს, რომელიც ციხიდან 28 მაისს გაათავისუფლეს

ისმაილოვა ეხვევა ინტიგამ ალიევს, ადამიანის უფლებათა დამცველს და ყოფლი სინდისის პატიმარს, რომელიც ციხიდან 28 მაისს გაათავისუფლეს (ფოტო: აზიზ კარიმოვი).

იმ დღეს, როცა ისმაილოვა ციხიდან გაათავისუფლეს, ჟურნალისტი ელნურ მუხტარი და ახალგაზრდა აქტივისტი ამიდ სულეიმანოვი ათი დღის ვადით დააპატიმრეს. 

ამის შემდეგ, 28 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ახალგაზრდული ფრთის შეკის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 15 დღის ვადით ჩასვეს ციხეში. სამირ ჰასანოვის დაკავება მოხდა იმ დღეს, როცა ის, პარტიის აქტივისტებთან ერთად, იმყოფებოდა წამებულთა ხეივანში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად. ამ დღეს, 1918 წელს, აზერბაიჯანმა პირველად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

სამირა გასიმლის აზრით, შინნაზარდი ოპოზიციის სისუსტის გამო, ბაქოზე გავლენის მოხდენა მხოლოდ უწყვეტი საერთაშორისო ქმედებებით არის შესაძლებელი.

„საუბედუროდ, ხელისუფლების შერბილება მხოლოდ გარე ზეწოლის შედეგად ხდება. ქვეყნის შიგნიდან ზეწოლას ის უკვე დიდი ხანია ვეღარ გრძნობს,“ – განაცხადა მან.

„ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის საზოგადოების ვიწრო წრის პრობლემა,“ – დასძინა მან. „საზოგადოების უმეტესობას ამ ხალხის შესახებ არც კი სმენია. და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ხელისუფლებამ მოახერხა შეექმნა აპათიური საზოგადოების მოდელი, რომლის შექმნაზეც ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.“   

სამირა აჰმედბეილი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი სამირა აჰმედბეილი
სამირა აჰმედბეილი, IWPR-ის რედაქტორი აზერბაიჯანში.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT