სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ბელარუსში წამება გრძელდება

0 კომენტარი
 2021 წლის 1 ნოემბერი   ავტორი: იუჰენია სტეპსუსი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მცირედ დაუმორჩილებლობასაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.

ბელარუსი დისიდენტები პოლონეთში საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვენ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აიძულა თვითმფრინავი დამჯდარიყო მინსკში ცნობილი ოპოზიციური მედიის ლიდერის დასაკავებლად. © Omar Marques|ომარ მარკესი/Getty Images

დიმიტრი და ლია მაკდონალდსიდან მანქანით სახლში ბრუნდებოდნენ. იმ დროს მინსკის ცენტრში ანტისამთავრობო აქცია იმართებოდა. სოლილოდარობის ნიშნად დიმიტრიმ მანქანის სიგნალი მისცა. ცოტა ხანში ცოლ-ქმარი პოლიციამ გააჩერა.

„მანქანა გავაჩერე და დავინახე, რომ ოთხი სამართალდამცავი ჩვენკენ მორბოდა,“ თქვა დიმიტრიმ. „ხელკეტებით დაიწყეს შუშების მტვრევა, ყვიროდნენ რომ მანქანიდან გადმოვსულიყავით. იარაღი დამიმიზნეს. შოკში ჩავვარდი და წასვლა გადავწყვიტე.

„მანქანა რომ დავძარი, სამჯერ გაისროლეს. ერთი ტყვია ლავიწის ძვალში მომხვდა,  მეორე მანქანას,” – განაგრძო მან.  

დიმიტრის მანქანას გზა გადაუღობეს. მან გაქცევა მოახერხა, რა დროსაც პოლიციის მანქანას დაეჯახა. პოლიცია დიმიტრის უკან დაედევნა, მალევე დაეწია და ცეცხლის გახსნის მუქარით გააჩერებინა მანქანა.

დიმიტრი ლიას თვალწინ სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ცემა იქაც გააგრძელეს და თან ყველაფერი გადაიღეს ვიდეოზე, რომლის კადრებიც მოგვიანებით  ინტერნეტში გაავრცელეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბელარუსში სისტემურმა ძალადობამ ჩვეული ხასიათი მიიღო, რითაც არასათანადო მოპყრობა წამებას გაუტოლდა. მცირედი დაუმორჩილებლობის აქტებსაც კი სერიოზული შედეგები მოსდევს.

Human Rights Watch- ის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აიძულებენ „ხანგრძლივი სტრესის პირობებში ყოფნას, იყენებენ ელექტრო შოკს… დაკავებულებს დღეების განმავლობაში ამყოფებენ გადატვირთულ საკნებში, არაჰიგიენურ პირობებში და არ აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას.“

„ბელარუსის ქალთა ასოციაცია“ მუშაობს რეჟიმის წინააღმდეგ სარჩივრებზე „ქალთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის.“ ასეთი უამრავი ფაქტის მომსწრე იყო ლიაც, როდესაც თავად იყო დაკავებული.

„საკანში უჰაერობა იყო, ქალები ტიროდნენ,“ თქვა მან. „ერთმა ქალმა თავი მიახეთქა კედელს. მე ლოგინის ქვეშ შევძვერი და კუთხეში დავიმალე. გამახსენდა, რომ ტელეფონი თან მქონდა და ასე გავაგებინე ოჯახს რაც დაგვემართა.“

ხანგრძლივი ცემის შედეგ დიმიტრი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციის მანქანას განზრახ დაეჯახა.

„ასე იმიტომ ვთქვი, რომ გადავრჩენელიყავი,“ იხსენებს ის, თუმცა, მისივე თქმით, უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ სპეცრაზმელებსაც განზრახ დაეჯახა, რის გამოც სამმა ჯარისკაცმა ისევ სცემა.   

მოგვიანებით დიმიტრი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ტვინის შერყევა, სახის მოტეხილობები და უამრავი სისხლჩაქცევა. საავადმყოფოში ყოფნის დროს გაიგო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ცოლ-ქმარი პოლონეთში გაიქცა და თავშესაფარი ითხოვა.

2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბელარუსში გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, ხელისუფლებას არ შეუწყვეტია დევნა და დაშინება. ერთი წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა დაპატიმრებების ტალღამ მოიცვა. დაკავებას ვერ გადაურჩა ვერც ყოფილი ელჩი იჰარ ლიაშჩენია, რომელსაც ბრალი დასდეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“ 2021 წლის აგვისტოში.

Amnesty International-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან ოცდაათი ათასზე მეტი ადამიანის დაკავება მოხდა. ხშირად, დევნის ობიექტები გამხდარან დაკავებულების პარტნიორები და ოჯახის წევრებიც.

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Viasna ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის თანახმად, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა წამებას უტოლდება და ზოგადად, ადამიანის უფლებათა კუთხით  ქვეყანაში ვითარება „მნიშვნელოვნად არის გაუარესებული“.

უფლებადამცველი ვიქტორია ფედოროვას განაცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგამოძიებო კომიტეტის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ექვსასზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა საჩივარი დაკავების დროს მიღებული დაზიანებების შესახებ.

„წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის“ დასკვნით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამგვარი ძალადობის ბრალდებების გამოსაძიებლად.

„ჩვენი შეფასებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა ვისი დაკავებაც მოხდა 2020 წლის 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე [საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდი] იყო წამების ან ძალის გადამეტების და არაადამიანურ პირობებში ყოფნის მსხვერპლი,“ აღნიშნა ფედოროვამ.

„იმ დროს შვიდი ათასამდე ადამიანი იყო ოფიციალურად დაკავებული. აღსანიშნავია, რომ წამება დღემდე გრძელდება, ამიტომ მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომიტეტს ყველა არ მიმართავს საჩივრით ან შუამდგომლობით. ბევრს ეშინია შემდგომი დევნის, ბევრი აზრს ვერ ხედავს. 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამართალდამცავების წინააღმდეგ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.“

ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებიც აღმოჩნდნენ დევნის სამიზნე, ხელისუფლება მათ საპროტესტო აქციების მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.

2021 წლის მარტში ბელარუსმა სამართალდამცავებმა ფეხბურთის გულშემატკივრების წინააღმდეგ 65 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. უმეტესობის ვინაობა უცნობია. 2021 წლის აგვისტოში პოლიციამ კიდევ ხუთი გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც შარშანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ფეხბურთის გულშემატკივრები ანტონი და ილონა მშობლებთან ერთად რესტორნის ტერასაზე ისხდნენ, როდესაც ორი ავტომობილი რესტორანთან გაჩერდა. იქედან ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და ყველა ახალგაზრდა მამაკაცს „საბუთების შესამოწმებლად“ გაყოლა მოსთხოვეს.

პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ახალგაზრდებს სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„მითხრეს, რომ არასოდეს გამათავისუფლებდნენ. ჯერ მაწამეს და იძალადეს ჩემზე, მერე კი ცამეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს,“ თქვა ანტონმა.

ანტონი მეორედ 2020 წლის ოქტომბერში დააკვეს, ერთ-ერთი მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის დროს.

„გზაშიც და პოლიციის განყოფილებაშიც არაერთხელ მცემეს, მთელი ღამე ცივ ავტოფარეხში დამტოვეს. ბოლოს კი თხუთმეტი დღით პატიმრობა მომისაჯეს,“ დასძინა მან.  

ანტონი და ილონა უკრაინაში გაიქცნენ. ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ და არ აპირებენ ბელარუსში დაბრუნებას, სანამ ლუკაშენკო იქნება ხელისუფლებაში.

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი იუჰენია სტეპსუსი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT