ვარშავის ევროატლანტიკური საზაფხულო აკადემია (WEASA), იწვევს ჟურნალისტებსა და პოლიტიკის სპეციალისტებს, მთავრობისა და არა კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.
სასწავლო კურსს ორგანიზებას უწევენ ორგანიზაციები: College of Europe, Natolin Campus, The German Marshall Fund of the United States, Polish American Freedom Foundation. სწავლება გაიმართება, ვარშავაში (პოლონეთი) 2016 წლის 4 –15 ივლისს.
აკადემია მოახდენს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების თანამედროვე დემოკრატიის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ფონდების პრეზენტირებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მათი გაცნობის მიზნით.
საზღვრისპირა თანამშრომლობა, ცენტრალურ–რეგიონულ ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება, კრიზისების მართვა, კლასტერების განვითარება, ეკონომიკური ზრდა ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სასწავლო პროგრამა აერთიანებს.
უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს, მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
მგზავრობის,მონაწილეობისა და განთავსების ხარჯებს დაფარავს აკადემია.
განაცხადების მიიღება შეწყდება 30 აპრილს.
ვრცელი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: WEASA