სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში

0 კომენტარი
 2022 წლის 26 აპრილი   ავტორი: გულნურ ქაზიმოვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აზერბაიჯანში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა აცრის მიმართ შიში და უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია.

ვაქცინირების პროცესი ბაქოს ერთ-ერთ კლინიკაში. (ფოტო: ავტორი)

2022 წლის იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მოსახლეობის 47% არის აცრილი, სულ 11 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა დღემდე.

აზერბაიჯანში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა აცრის მიმართ შიში და უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მოსახლეობის 47% არის აცრილი, სულ 11 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა დღემდე.

საზოგადოების ყოყმანის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებები უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ხოლო მთავრობის ან სხვა სანდო ინსტიტუტების მიერ სარწმუნო ინფორმაციის გავრცელება ნაკლებად ხდება. ამიტომ, უმეტესობა ან საერთოდ უარს ამბობს აცრის გაკეთებაზე ან კოვიდპასპორტს აყალბებს. 

დეზინფორმაციის შემოდინება

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად იმატა ყალბი ამბების ნაკადმაც როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიასაშუალებებში. მედიაექსპერტი ელესგერ მემედლი ამბობს, რომ პრორუსული მედიის მიერ გავრცელებულმა ანტივაქსერულმა დეზინფორმაციამ საზოგადოებას COVID-19 საწინააღმდეგო აცრების მიმართ ნდობა დაუკარგა.  

„თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ვირუსი ბილ გეითსის და  შეერთებული შტატების შექმნილია. ამასთან ერთად, ყველაზე საშიში იყო ჭორი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანებში სასქესო ორგანოების დაავადებებსა და უნაყოფობას იწვევდა. მსგავსი პროპაგანდის გავრცელებაზე ასევე დიდი გავლენა იქონია რუსეთის სურვილმაც გაეყიდა საკუთარი ვაქცინები,“ განუცხადა  IWPR-ს ელესგერმა.

ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აზერბაიჯანშიც რუსულმა პროპაგანდამ მიზანში ამოიღო აშშ-ს მხარდაჭერით აშენებული ლუგარის ლაბორატორიები. რუსეთის მტკიცებით, ამ ლაბორატორიებში ხდებოდა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და აქედანვე მოხდა COVID-19 განზრახ გავრცელება.

„რა თქმა უნდა, პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია იმ ქვეყნებში,  სადაც ეს ლაბორატორიები ფუნქციონირებს, მათ მიმართ უნდობლობის გაჩენა,“ ამბობს ლეილა მუსტაფაევა, ფაქტების გადამოწმების ვებგვერდის რედაქტორი.

სოციალურ მედიაში ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სხვა ფორმებითაც ხდებოდა. აზერბაიჯანელი ბლოგერი ჰებიბ მუნტეზირი ამბობს, რომ დასავლეთის გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანების განცხადებები და ვიდეოები სპეციალურად ითარგმნებოდა არასწორად და ვრცელდებოდა სოციალური მედიის პლატფორმებზე საზოგადოების მოსატყუებლად. 

”გავრცელდა ერთ-ერთი დასავლელი პროფესორის ლექციის ვიდეო არასწორი თურქული სუბტიტრებით, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ მას არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, რომ ვაქცინები შექმნილია ადამიანების მოსაკლავად და ა.შ.”, ამბობს ის.

სოციალური მედიის გარდა, ჰებიბ მუნტეზირის თქმით, ცნობილი მედიასაშუალებებიც აქტიურად ავრცელებდნენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. 

„ყველაზე სერიოზულმა მედიაგამოცემებმაც კი გააშუქეს დასავლეთში ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროტესტი, რამაც გავლენა მოახდინა საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ  უნდობლობის გაჩენაზე“, ამბობს ის.

მანიპულირებული სტატისტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა

მთავრობა და სამედიცინო დაწესებულებები არ უპირისპირდებოდა სხვადასხვა მედია პლატფორმების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რის გამოც მოქალაქეები, მათივე თქმით, საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდნენ. 

„ჩემი პროფესიის გამო ბევრს ვმოგზაურობ. გავიკეთე Sinovac-ის ვაქცინის ორი დოზა, მოგზაურობაში ხელი რომ არ შემშლოდა. თუმცა აეროპორტში მითხრეს, რომ ევროპაში ის არ იყო მიღებული. პოლიკლინიკაშიც ბევრჯერ ვიკითხე, მარგამ არავის უთქვამს, რომ ეს ვაქცინა არ იყო აღიარებული. ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნება დროულად არ ხდება. და ახლა რა, სხვა აცრა უნდა გავიკეთო?!“ აცხადებს აზერბაიჯანის მოქალაქე გულშენ სეფეროვა.

„WhatsApp-სა და TikTok-ზე გავრცელებული ინფორმაცია სერიოზულ გავლენას ახდენს აზერბაიჯანის საზოგადოებაზე. ხელისუფლება ამას ხელს არ უშლის და არ ეკიდება სერიოზულად. ინფორმაციის ნაკლებობაა,“ ამბობს ბლოგერი ჰებიბ მუნტეზირი.

ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ემატება ისიც, რომ მთავრობა მანიპულირებს კოვიდის შესახებ მონაცემებით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ უნდობლობას.

აზერბაიჯანში გამართული ფორმულა 1 რბოლების წინ, მთავრობამ, სავარაუდოდ, შეამცირა კოვიდ-19 შემთხვევების რაოდენობა. თამაშების დასრულების შემდეგ კი შემთხვევებმა კვლავ მკვეთრად იმატა. როგორც პოლიტოლოგი ერესტუნ ორუჯლი ამბობს, ციფრებით მანიპულირება სერიოზულ გავლენას ახდენს ხალხის ნდობაზე როგორც ვაქცინების, ისე მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ.

თავის მხრივ, ვაქცინაციის პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი უწყება – სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის ასოციაცია (TABIB) IWPR-ს უცხადებს, რომ მოქალაქეებისთვის ვაქცინების შესახებ ინფორმაცია მარტივად არის ხელმისაწვდომი.  

„ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული და ეს ინფორმაცია საჯაროა. მას მედიაში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია მოგზაურობისთვის საჭირო ვაქცინაცის სერთიფიკატების შესახებ. მედიაში და სოციალურ ქსელებში რეგულარულად ტარდება ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.“

ამჟამად აზერბაიჯანში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწვდომი – Pfizer-BioNTech, CoronaVac, AstraZeneca და Sputnik V. თუმცა, ევროკავშირიში აზერბაიჯანის მიერ გაცემულ QR კოდები არ იკითხება.

ყალბი COVID პასპორტები

მოსახლეობაში ვაქცინებისადმი უნდობლობის გამო ქვეყანაში იმატა ყალბი ვაქცინის პასპორტების დამზადების შემთხვევებმა. რამდენიმე ექიმის და სხვა მედპერსონალის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყალბი პასპორტების გაყიდვის ბრალდებით.

ყალბი პასპორტების დამზადება გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია სავალდებულო გახადა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. იმის გამო, რომ მთავრობა ვაქცინაციის შესახებ არ ახდენს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას, ხალხი თვლის, რომ ამას მთავრობა თავისთვის აკეთებს და არა მათთვის. 

„აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფოს ვალდებულების კონტექსტში მიმდინარეობს. არსებობს ვაქცინაციის ვალდებულება, თუმცა მისი წახალისება არ ხდება. იმ ადამიანებმა, რომლებიც ისედაც არ ენდობოდნენ მთავრობას, ჩათვალეს, რომ ეს მთავრობისთვის იყო საჭირო და არა ხალხისთვის“, ამბობს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი სეიმურ ჰაზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით და აზერბაიჯანის მთავრობის უმნიშვნელო ჩართულობით გაიხსნა ცენტრი, რომლის მიზანია პანდემიის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ვაქცინაციის წახალისება. ცენტრის ერთ-ერთი ტრენერი ლალე მუსაზადე ამბობს, რომ მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის განათლებაა.

„სამწუხაროდ, პანდემიასთან ბრძოლამ გვიჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ან არაინფორმირებული ან არასწორად ინფორმირებული სოციალური მედიის საშუალებით. ეს უარყოფითად აისახა მთელ პროცესზე. იმის გამო, რომ ამ ეტაპისთვის მოსახლეობასთან მუშაობა არ შეგვიძლია, ჩვენი მთავარი მიზანია სამედიცინო პერსონალის განათლება, რადგან  მათ უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ ხალხთან და შესაბამისად უფრო კარგად შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ამ ბოლო დროს უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას ვაქცინების შემადგენლობასა და მათ ეფექტურობაზე,“ ამბობს ის.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გულნურ ქაზიმოვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.


მსგავსი სტატიები:


მოსწავლეები პანდემიის პირისპირ საქართველოსა და მოლდოვაში
აპრილი 27, 2021


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT