სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

თურქეთში მცხოვრები სომხები დელიკატური ბალანსის დაცვას ცდილობენ

0 კომენტარი
 2016 წლის 27 ივლისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ეთნიკურ ჯგუფს პერიოდულად უხდება ხელისუფლებისადმი თავისი ერთგულების დამტკიცება.

IWPR

სომხური ლიცეუმი „გეტრონაგანი“ თურქეთში

მე-19 საუკუნეში დაარსებული სომხური ლიცეუმი „გეტრონაგანი“ (ფოტო: სურენ დეჰერიანი).

თურქეთის სომხური თემი კიდევ ერთხელ დადგა არჩევანის წინაშე – დაიცვას თავისი იდენტობა თუ დაიკავოს სწორი პოზიცია თურქეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.

ანკარა განარისხა გერმანიის პარლამენტის მიერ 2 ივნისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ 1915 წელს ოსმალური თურქეთის დროს სომხების მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების თაობაზე.

მკაცრმა რიტორიკამ, რომელიც ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთში მცხოვრებ სომეხთა შორის.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთში არალეგალურად მცხოვრებ სომხებს დეპორტაციით დაემუქრა, ხოლო სტამბოლში გერმანიის საელჩოსთან გამართულ ახალგაზრდა ულტრანაციონალისტების შეკრებაზე ისმოდა შეძახილები „ყველაზე კარგი სომეხი არის მკვდარი სომეხი“,

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ 1915 წლის მოვლენებს „გადასახლება“ უწოდა და დასძინა, რომ „თუ დღესაც დადგა ამის საჭიროება, იმავეს გავიმეორებთ.“

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში სომხური თემი ოფიციალურად არის აღიარებული თავისი რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით და მედიასაშუალებებით, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელები გენოციდის აღიარების საკითხს უკიდურესად პროვოკაციულად მიიჩნევენ.

ასეთი დაძაბულობის ფონზე, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიაქის ნაცვალმა, არქიეპისკოპოსმა არამ ატეშიანმა, 7 ივნისს ერდოღანს მისწერა წერილი, რომელშიც ღიად დაგმო გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება.

თურქეთში სომხეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი აშოტ ატაშიანსი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიესალმება თურქეთში სომხეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელს, არქიეპისკოპოსს აშოტ ატაშიანს, 2014 წლის 1 მაისი, ანკარა (ფოტო: სურენ დეჰერიანი).

თურქეთში მცხოვრები სომხების სახელით დაწერილ მიმართვაში ატეშიანმა მწუხარება გამოხატა გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ „სომეხ ხალხს იმპერიალისტური ძალები იყენებენ.“

მისივე სიტყვებით, რეზოლუცია მიიღეს იმისთვის, რომ „ბრალი დასდონ და დასაჯონ თურქეთის სახელმწიფო და თურქი ერი.“

არქიეპისკოპოსის საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სომხური სათვისტომოს გარკვეულ წრეებში.

ბევრი ალაპარაკდა მისთვის სასულიერო წოდების ჩამორთმევის თაობაზეც. სომხურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „აგოსმა“, რომელიც სტამბოლში გამოდის, ატეშიანს „სასახლის ნაცვალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოსი არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა სომხური თემის სახელით.

გაზეთ „აგოსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, წარმომავლობით სომეხი, ჰრანტ დინკი 2007 წელს სტამბოლში გამომცემლობის შენობის წინ მოკლეს თურქმა ულტრანაციონალისტებმა.

გაზეთის მიხედვით, არქიეპისკოპოსის წერილმა „გამოიწვია დიდი უკმაყოფილება სომხურ თემში. ამაზე მეტყველებს ის გამოხმაურებები, რაც ჩვენმა გაზეთმა მიიღო“.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზეწოლის მოხდენა თურქეთში მცხოვრებ სომხებზე და მათი იძულება უარყონ სომეხთა გენოციდი – უბრალოდ საშინელებაა.“

სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მკვლევარი ვარამ ტერ-მატევოსიანი აცხადებს, რომ სტამბოლში მცხოვრები სომხური თემის ლიდერებს პერიოდულად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, უწევთ ერთგულების დამტკიცება.

„ატეშიანის ერდოღანისადმი მიწერილი წერილის გამო ისეთი ხმაური ატყდა და ისეთი პროპაგანდა წამოვიდა, რომ შეიქმნა უპრეცედენტობის შთაბეჭდილება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტერ-მატევოსიანმა.

სომხური წარმოშობის სტამბოლელი ჟურნალისტი არის ნალჯი იხსენებს ადრინდელ მაგალითს.

1965 წელს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქმა შნორქ გალუსტიანმა, საჯაროდ განაცხადა უარი სომხების გენოციდის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიაქოს რელიგიური საბჭო, სტამბოლი, თურქეთი

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიაქოს რელიგიური საბჭო, სტამბოლი, თურქეთი (ფოტო: საპატრიარქოს საკუთრება).

თუმცა, როგორც ნალჯი აცხადებს, ატეშიანი თავისი წერილით ზღვარს გასცდა.

„წარსულში, სასულიერო პირები ახერხებდნენ ბალანსის შენარჩუნებას. ატეშიანის წინამორბედები საუბრობდნენ სასულიერო პირების და არა პოლიტიკოსების სახელით. ატეშიანის წერილი კი AKP-ს დეპუტატის სტილში არის დაწერილი,“ – განაცხადა ნალჯიმ ჩვენთან საუბრისას.

AKP არის თურქეთის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის აბრევიატურა.

სომხურ სათვისტომოში თვლიან, რომ ატეშიანის წერილის ნამდვილი ავტორი არის თურქეთის ხელისუფლება, ხოლო არქიეპისკოპოსს მასზე მხოლოდ ხელი მოაწერინეს.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს წერილი ატეშიანის დაწერილი იყოს. აშკარად ვხედავ ხელისუფლების ხელწერას,“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ცნობილი თურქი ადამიანის უფლებათა დამცველი აიშე გუნაისუ.

„წერილი ძალიან ყურადღებით წავიკითხე. ის თითქოს ვიღაცამ დაწერა და ხელმოსაწერად მიუტანა ატეშიანს. ამიტომ, რისხვის ადრესატი უნდა გახდეს არა ატეშიანი, არამედ თურქული სახელმწიფოებრიობა, რომელიც ანტისომხურ პოლიტიკას ეფუძნება.“

თემის წარმომადგენლობა

თურქეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების თემი 60 000 ადამიანს ითვლის. მათი უმეტესობა სტამბოლსა და მის შემოგარენში არის დასახლებული. ისინი თურქეთში უკვე საუკუნეებია ცხოვრობენ და თავს ძირძველ მოსახლეობად მიიჩნევენ.

სომხური სკოლა სტამბოლში

სომხეთის პროტესტანტულ ეკლესიასთან 2003 წელს დაარსებული არალეგალური სკოლა, რომელშიც სტამბოლში მცხოვრები სომეხი მიგრანტების შვილები სწავლობენ (ფოტო: სურენ დეჰერიანი).

სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით ხუთასი ათასიდან მილიონამდე სომეხი, რომელთა წინაპარმაც თავის დროზე მიიღო ისლამი იმისთვის, რომ დაემალა თავისი იდენტობა. ისინი ძირითადად თურქეთის აღმოსავლეთით არიან კონცენტრირებული.

გარდა ამისა, თურქეთში სომხეთიდან ჩასული დაახლოებით 10 000 არალეგალური შრომითი მიგრანტი ცხოვრობს.                            

1461 წლიდან თურქეთში მცხოვრები სომხური თემის რელიგიური წინამძღოლი არის სომხეთის საპატრიარქო და ის დღესაც რჩება მის სულიერ წარმომადგენლად.

სამღვდელოება ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სომხური დიასპორის ცხოვრებაში. სტამბოლში მოქმედი თვრამეტი სომხური სკოლიდან უმეტესობა სომხურ სამოციქულო ეკლესიას ექვემდებარება.

ეთნიკურად სომეხი ავტორების დაწერილი წიგნები სტამბოლში, თურქეთი

წიგნების მაღაზია სტამბოლში, სადაც შესაძლებელია სომხური წიგნების პოვნა (ფოტო: სურენ დეჰერიანი).

თავად ატეშიანი წერილით გამოწვეულ კრიტიკულ რეაქციას არ გამოხმაურებია.  თუმცა, საპატრიარქოს რელიგიურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თხოვნით მიმართა სათვისტომოს გაგებით მოეკიდოს თურქეთში შექმნილ პოლიტიკურ და სოციალურ რეალიებს, „იმის დავიწყების გარეშე, თუ რა გადაიტანეს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებმა სომხებმა ასი წლის წინ.“

თუმცა, როგორც ტერ-მატევოსიანი აღნიშნავს, ამ წერილით მხოლოდ დადასტურდა ის, თუ რამდენად არასახარბიელოა ურთიერთობა ხელისუფლებასა და უმცირესობის ჯგუფებს შორის.

მისი სიტყვებით, თურქეთის ზეწოლა სიტყვისა და რწმენის თავისუფლებაზე ზღუდავს უფლებებს და ქმნის საშიშ ატმოსფეროს, და „სწორედ ასეთ კონტექსტში იქმნება ისეთი წერილები და განცხადებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სომხურ თემთან და სომხობასთან ზოგადად.“

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT