სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0 კომენტარი
 2022 წლის 3 მაისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პრიზის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჯიურის წევრები და პარტნიორები (ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში)

ვროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

“ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია,” განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა.

“წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.

ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზია რიგით მე-11 დაჯილდოება. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს
კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და
შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში,” აღნიშნა ელჩმა თავის შესავალ სიტყვაში პრიზის მონაწილეებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად.

კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით, ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში,” აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები
არიან:

• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა
•საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
•საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
•საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი
•საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
•საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:
გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
•კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური
ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):
გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით
დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
პრიზის მფლობელი პროფესიული ერთ თვიანი მივლინებით „ომისა და მშვიდობის
გაშუქების ინსტიტუტის“ სათაო ოფისში, ლონდონში გაემგზავრება.

გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ: https://www.euprizejournalism.ge

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ონლაინ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.

საკონკურსო ნაშრომები განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:

-ნათია აბრამია, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა.

-ნანა საჯაია, ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში – ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 – 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE. პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს – მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი – ოქროს მედლის მფლობელი. არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტი მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 – 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.

-ლია ჩახუნაშვილი, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

-გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი).

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული.

წყარო: დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი GEORGIA
https://www.euprizejournalism.ge

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT