სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველო ომებისა და თავისუფლების შეზღუდვის გამო დევნილი ადამიანების თავშესაფარი

0 კომენტარი
 2016 წლის 5 აპრილი   ავტორი: ქეთევან დავითაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ახლო  აღმოსავლეთის ქვეყნებში კონფლიქტების შედეგად, ლტოლვილთა რაოდენობა საქართველოში სულ უფო იზრდება.

თავშესაფრის საკლასო ოთახის დათვალიერებისას - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად. ქეთევან დავითაშვილის ფოტო.

თავშესაფრის საკლასო ოთახის დათვალიერებისას – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, გახსნის ცერემონიალზე მიწვეულ სტუმრებთან ერთად (ფოტო: ქეთევან დავითაშვილი).

ლტოლვილთა რაოდენობის ზრდისა და ვიზალიბერალიზების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკომისიის მეოთხე ანგარიშის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ, სოფელ მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრი გააფართოვა.

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ჰუმანიტარული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაოცმაგდა. მაგალითისთვის, თუ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მიმართვების რაოდენობა 2010 წელს 57–ს არ აღემატებოდა, 2015 წელს ეს რიცხვი 1449–მდე გაიზარდა.

თბილისის მახლობლად, სოფელ მარტყოფში მდებარე ამავე სახელწოდების თავშესაფარში, თებერვლის შუა რიცხვებში, ლტოლვილთა ახალი ნაკადი დასახლდა – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, აფრიკიდან და უკრაინიდან.

,,თავშესაფრის პირველი კორპუსი 2010 წელს აშენდა. ის გათვლილი იყო 60 ადამიანზე და აკმაყოფილებდა იმ დროისთვის არსებულ მოთხოვნებს. დღევანდელი გამოწვევებისთვის ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ადგილების რაოდენობა თავშესაფარში გავზარდეთ 72–ით,“ – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ჰაი შელოუს შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფი, ადგილების სიმწირის მიუხედავად, წინგადადგმული ნაბიჯია სოციალური დაცვის სტანდარტების დახვეწისა და მოქმედი თავშესაფრების რეფორმირების თვალსაზრისით.

„ქვეყანა ძალიან კარგი მასპინძელია, რადგან ადგილს გამოყოფს საქართველოს გარედან შემოსული ადამიანებისთვის, მაშინაც კი, როცა საქართველოს შიგნით მაცხოვრებლებსაც ესაჭიროებათ დახმარება. ეს განსაკუთრებული რამეა, ძალიან შთამბეჭდავი, და აჩვენებს ადამიანის უფლებების ძლიერ დაფასებას, რადგან მიმართულია არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისკენ, არამედ ადამიანებისკენ მთელი მსოფლიოდან,’’ – მიაჩნია ჰაი შელოუს.

მარტყოფი 2-ის მშენებლობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 951,725 დოლარი გამოყო. 155 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი და ტექნიკა ცენტრისთვის გაეროს დაფინანსებით იქნა შეძენილი.

საერთო ჯამში თავშესაფრის ორივე კორპუსი 132 ადამიანს იტევს. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსის ირაკლი ლომიძის განმარტებებით, ადგილების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე ლტოლვილთა  გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისია.

,,2015 წელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 1500–მდე ადამიანს. მარტყოფის თავშესაფარში, ლტოლვილების მხოლოდ ნაწილი სახლდება. სხვები, უბრალოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას მოითხოვენ, და საცხოვრებელს თავად პოულობენ. ვისაც ამის მატერიალური რესურსები არ გააჩნია, მათთვის სამინისტროში ბინის ქირისა და დამატებითი დახმარების სერვისები მოქმედებს,“ – განაცხადა ირაკლი ლომიძემ.

სოფელი მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ქვემო ქართლში,  დედაქალაქიდან  26 კილომეტრში მდებარეობს. თავშესაფრის აგებისთვის შესაფერის ადგილად ეს სოფელი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, სწორედ თბილისთან სიახლოვის გამო მიიჩნია.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფი, მოკლე დროში ლტოლვილებისთვის მეორე სახლად იქცა. წყარო www.mra.gov.ge

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფი, მოკლე დროში ლტოლვილებისთვის მეორე სახლად იქცა. (წყარო www.mra.gov.ge)

ცენტრს იცავს სახელმწიფო დაცვის პოლიცია. უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფრის მთელ პერიმეტრზე ფუნქციონირებს ვიდეო-მონიტორინგის სისტემა. ცენტრი დაყოფილია – ქალთა, მამაკაცთა და ოჯახების განთავსების ბლოკებად. თითოეულ ბლოკში ფუნქციონირებს სამზარეულო, სამრეცხაო და მოსასვენებელი ოთახები, საერთო ინტერნეტ-ოთახი,  ბიბლიოთეკა და მცირე სატრენაჟორო დარბაზი. ადმინისტრაციულ ნაწილში მოწყობილია სივრცე გასაუბრებისთვის და სამედიცინო პუნქტი.

თავშესაფრის მობინადრეებს, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირება და დასაქმება გაუადვილდეთ იქვე ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

„დიდია ენით დაინტერესება, და ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ ამ  ადამიანებისგან. ქალაქში გადაადგილებისთვის საკმარის სიტყვებს დაახლოებით ორი თვის შემდეგ სწავლობენ“, – ყვება ქართული ენის მასწავლებელი  ქეთევან ღუჭაშვილი.

საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნისთვის ცენტრის მაცხოვრებლებს სხვადასხვა მიზეზები ქონდათ. ზოგიერთი ლტოლვილი თავის ქვეყანაში იძებნება, ამიტომ, დევნილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თხოვნით, მარტყოფის თავშესაფარში მცხოვრები სრულწლოვანი პირების სახელებისა და ფოტოების გამოქვეყნება არ შეიძლება.

ომთან და კონფლიქტებთან ერთად, ადამიანები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასაც გაურბოდნენ.  უზბეკეთიდან ჩამოსული მამაკაცი, ყვება, რომ სამშობლოში მის ჟურნალისტ ცოლს თავისი პროფესიის გამო რამდენიმეჯერ დაემუქრნენ. საქართველოში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ჩამოვიდა.

„აქ სიმშვიდეა, სულიერი სიმშვიდეც. მომწონს სოფელი – კარგი ბუნება, სუფთა ჰაერი. რაც მთავარია, ყველა პრობლემას მე თვითონ გადავწყვეტ, თუმცა, არც შემქმნია პრობლემა. აქ ჯერ მებაღედ ვმუშაობდი, შემდეგ ფერმაში. მე ყველანაირი საქმის გაკეთება შემიძლია, მუშაობის არ მერიდება.“

ლტოლვილების უმრავლესობა, უზბეკეთიდან ჩამოსული ამ ადამიანის მსგავსად, თვითდასაქმებულია.

,,ლტოლვილების განსაკუთრებული მატება 2012 წლიდან დაიწყო. საქართველო გახდა დანიშნულების ადგილი ბევრი ადამიანისთვის. თუმცა, ძირითადად, ეს არის დროებითი საცხოვრებელი, და არა სამუდამო. ბოლოს მაინც დასავლეთისკენ – ევროპისკენ უნდათ წასვლა, ან სამშობლოში დაბრუნება. რადგან მთავარი პრობლემაა დასაქმება. ის განსაკუთრებით რთულდება ენის არცოდნის გამო. ეკონომიკური ვითარებაც ქვეყანაში ისეთია, რომ უცხოური ბიზნესისთვის არ არის საინტერესო,“ – ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი.

,,სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული იმათზე, ვისაც დროებითი ჰუმანიტარული სტატუსი აქვთ. საჭიროა მათი დახმარება ინტეგრირებაში – მათ უნდა ისწავლონ ენა, ბავშვებმა იარონ სკოლაში, ზრდასრულები კი ლეგალურად დასაქმდნენ,“ – დასძენს იგი.

საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსი რეკომენდაციების საპასუხოდ, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ლტოლვილებისთვის, თავშესაფართან ერთად, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებასაც ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს.

„თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ლტოლვილებისათვის, გაეროს პროექტით ორგანიზებული საინტეგრაციო ცენტრი მდებარეობს. მისი სერვისებით, ძირითადად, თბილისში მცხოვრები ლტოლვილები სარგებლობენ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, იქ მარტყოფიდანაც შეიძლება ჩასვლა. ცენტრში ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ქალთა კლუბი. ეწყობა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ – გვიხსნის ირაკლი ლომიძე.

ცენტრი მარტყოფი – საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.

ქეთევან დავითაშვილი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ქეთევან დავითაშვილი
ქეთევან დავითაშვილი IWPR-ის ტრენინგების ხშირი მონაწილეა. იგი ძირითადად ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს აშუქებს.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT