საბრძოლო მოქმედებების ზონაში მცხოვრები აზერბაიჯანელები ომის ფასის შესახებ.
აზერბაიჯანულმა და სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის საზღვრისპირა რაიონებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩაღებული ყველაზე მძიმე შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებას მიაღწიეს.
ორივე მხრიდან არიან მოკლულები და დაჭრილები, საბრძოლო მოქმედებების ახლოს მდებარე სოფლებში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
სროლის შეწყვეტის შემდეგ, ფრონტის ხაზთან მცხოვრები აზერბაიჯანელები საომარი დაპირისპირების ფასზე ალაპარაკდნენ.