ორგანიზაცია ჟურნალისტიკის ფონდი, ევროპაში მაღალი პროფესიული სტანდარტების წახალისების მიზნით, პრაქტიკოს ჟურნალისტებს აძლევს შანსს განახორციელონ კვლევითი პროექტები.
ფონდი ხელს შეუწყობს პროფესიონალ ჟურნალისტებს, კარგი იდებით, აწარმოონ ტრანსსასაზღვრო კვლევები ევროპასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტი უნდა სცდებოდეს რეგულარული ჟურნალისტური სამუშაოს ფარგლებს. კვლევა შესაძლოა აერთიანებდეს – ქსელურ კავშირებს კოლეგებს შორის, ინოვაციურ საგამოძიებო მეთოდებს.
განსახილველად წარდგენილი იდეა ერთდროულად უნდა იყოს ორიგინალური, ინოვაციური და ინტენსიური.
ფონდი დაფარავს კვლევის წარმოებისთვის საჭირო ყველა ხარჯს (მგზავრობა, თარგმანები, კვლევისთვის საჭირო ადამიანური რესურსები) გარდა ოფისის ქირის, კამერების, კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვისა.
დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: Journalismfund.eu