რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომით არ დასრულებულა. მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრებისა და თავისუფლების ხელყოფა დღემდე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მოქალაქეებს უკანონოდ მყოფი რუსეთის ჯარისკაცები საკუთარ ეზოებში აკავებენ და ე.წ. საპატიმროებში გადაჰყავთ.
მათ ნაწილს „ჯარიმის“ გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, ზოგიერთის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ და სასჯელის ვადასაც ზრდიან.
2008-2021 წლებში საოკუპაციო ხაზთან დაკავების 3360 შემთხვევა დაფიქსირდა, დაკავებულთა შორის 491 ქალი იყო.
ამასთან თანდათან მატულობს საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძეც, რომელთანაც მაგალითად თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალს სულ რაღაც 450 მეტრით აშორებს.
დევნილთა ნასახლარებზე კი რუსეთის 45 ბაზაა განთავსებული.
2008 წლის ომის დროს 30,000-მდე ადამიანი დევნილად იქცა, 125 სოფელი კი მიწასთანაა გასწორებული.
სოფლების მცოცავი ოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებები დღემდე გრძელდება.
ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს და ჰექტრობით მიწის ფართობებს დღემდე კარგავენ.