სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ულტრანაციონალისტური პოპულიზმი, გამოწვევა საქართველოსთვის

0 კომენტარი
 2017 წლის 28 თებერვალი   ავტორი: თამარ სვანიძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ექსპერტების შეფასებით, საქართველოში რადიკალური ძალები გააქტიურდნენ. მათი პროტესტის მთავარი სამიზნე ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებია.

თამარ სვანიძე

აქცია პარლამენტის შენობის წინ

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ საპროტესტო აქციაზე მისულ ადამიანებს ეროვნული ტრადიციების დაცვისაკენ მოუწოდა. (ფოტო: თამარ სვანიძე)

განსაკუთრებული ანტიდასავლური აგრესიით ახალგაზრდული რადიკალური მოძრაობები გამოირჩევიან, რომლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ფიზიკურადაც უსწორდებიან განსხვავებული რელიგიის, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს.

თუ აქამდე მსგავსი მოძრაობების საქმიანობა ფრაგმენტული იყო, დღეს ისინი საჯარო სივრცეში ორგანიზებულად, თამამად პოზიციონირებენ და დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ ძალადობისა და დევნის ხელშესახებ საფრთხეს ქმნიან – მიაჩნია ადამიანის უფლებათა დაცვისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორს თამთა მიქელაძეს.

,,მსგავსი დაჯგუფებები ხშირად ანონიმურად მოქმედებენ. საკუთარი ქცევის იდეოლოგიურ– სიმბოლური ახსნის გამო, ისინი შესაძლოა რადიკალურად აგრესიულები და უკონტროლოები იყვნენ“, – გვიხსნის ექსპერტი.

კონსერვატიული ძალების მსვლელობა

კონსერვატიული ძალების მხარდამჭერი მსვლელობა – ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვის მოტივით. თბილისი, 28 იანვარი, 2017 წელი. (ფოტო: თამარ სვანიძე)

ამერიკელ ჟურნალისტ ნიკოლას უალერს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ულტრანაციონალისტური დაჯგუფებები საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ქვეყანამ პროდასავლური კურსი აიღო.

ჟურნალისტი, 2016 წლის ზაფხულში, თავადაც გახდა ულტრანაციონალისტების თავდასხმის მსხვერპლი. თბილისის ცენტრში იგი რამდენიმე ახალგაზრდამ სცემა, რადგან ნიკოლასმა უარი თქვა მათთან ერთად დალევაზე.

„მახსოვს ინგლისურად მეძახდნენ, რომ დამეტოვებინა საქართველო და ჩემს ქვეყანაში წავსულიყავი, რადგან შეურაცხვყავი ქართული სტუმართ-მასპინძლობა. ყველაზე უცნაური კი პოლიციელის დამოკიდებულება იყო. მან ახალგაზრდების რეაქცია ბუნებრივად მიიჩნია და მითხრა, რომ მე ვალდებული ვიყავი მეტი გამეგო ქართველების ხასიათისა და კულტურის შესახებ,“ – იხსენებს ნიკოლასი.

”ქართული იდეის” აქციას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებსაც სჯერათ, რომ დასავლეთი საფრთხეს უქმნის ეროვნულ-რელიგიურ ფასეულობებს საქართველოში. (ფოტო: თამარ სვანიძე)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საქართველოში რადიკალიზაციის საფრთხე არ არსებობს. ამ თემის გაზვიადებულად წარმოჩენა კი საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

,,საქართველოში არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ჩარჩო და შესაბამისად პრაქტიკაც, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს სიძულვილის ენის გამოვლინებებს, მათ შორის, ულტრანაციონალიზმის შინაარსის შემცველ განცხადებებს,“ – აცხადებს ბესელია.

,,თვითონ საერთაშორისო გამოცდილებაც არ არის უნიფიცირებული ამ საკითხების მიმართ. მაგალითად, ევროპა მკაცრ სანქციებს აწესებს სიძულვილის ენისთვის და ეს სანქციები იცვლება ქვეყნიდან ქვეყნამდე; მაშინ როდესაც აშშ-ში საერთოდ არ არის სიძულვილის ენა კრიმინალიზებული,“ – დასძენს იგი.

ნაციონალიზმის სიმბოლოდ ხშირად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვან დროშას იყენებენ. (ფოტო: თამარ სვანიძე)

2012 წლის 27 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. სასჯელი მსგავსი დანაშაულისთვის (თუ ამან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ გამოიწვია), სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, საქართველოში ულტრანაციონალიზმის გაძლიერების, ან არსებობის მიზეზებზე კვლევა არასდროს ჩატარებულა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულის ამსახველი სტატისტიკა.

ამ ფონზე მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად – მიიჩნევენ ექსპერტები.

,,ადამიანების დიდ ჯგუფს არ აქვს განვითარების შესაძლებლობები. ისინი განდევნილები არიან პოლიტიკური და სოციალური სისტემიდან. მათი უმრავლესობა სიღატაკისა და სასოწარკვეთის პირას ცხოვრობს. ეს რეალობა პატრიარქალურ, ძლიერი ეთნონაციონალისტური სენტიმენტების მქონე საზოგადოებაში ადვილად პოულობს ულტრანაციონალისტურ გამოვლინებებს“, – გვიხსნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი თამთა მიქელაძე.

,,მზარდი ძალადობის ფონზე სახელმწიფოს არაეფექტური და დისკრიმინაციული პოლიტიკის პირობებში, შეიქმნა ერთგვარი დაუსჯელობის გარემო, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ახალისებს,“ – დასძენს იგი.

თოვლიანი ამინდის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად და „ქალების მარშის“ გასაპროტესტებლად გამართულ მსვლელობას დაახლოებით 150 ადამიანი შეუერთდა. (ფოტო: თამარ სვანიძე)

მემარჯვენე რადიკალურ მოძრაობებს შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეა”. ორგანიზაცია, 2012 წელს ყოფილმა პატიმარმა, (ასევე რადიკალური განცხადებებითა და აქტივობებით ცნობილი მოძრაობის, მართმადიდებელ მშობელთა კავშრის წევრმა) ლევან ჩაჩუამ დაარსა, როგორც თავად ამბობს, “სულიერი მოძღვრის კურთხევით”.

მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ ქართველების უმრავლესობა ემიჯნება ლიბერალების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას.

„ქართველი ლიბერალები ამბობენ, რომ ფასეულობები, რასაც ჩვენ ვქადაგებთ და ვემსახურებით, არის მოძველებული, რომ ეს ფასეულობები არის ძალადობრივი უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, რაც აბსურდია,“ – ამბობს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე გეგა ხვედელიძე.

რამდენიმე წლის წინ შექმნილი მოძრაობის ბალანსზე უკვე არის რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა. მათ შორის ,,კაზანტიპის“ (ელექტრონული მუსიკის ფესტივალი) საწინააღმდეგო აქცია, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული აქცია, წიგნის ,,საიდუმლო სირობა’’ პრეზენტაციისას ტელეკომპანია კავკასიის ეთერის დარბევა, რომის პაპის ვიზიტის საპროტესტო აქცია და ბოლოს ,,ქალების მარშის“ კონტრაქცია, რომელიც 28 იანვარს გაიმართა თბილისში.

ულტრამემარჯვენე ძალების მომხრეებმა მსვლელობა იმ პირობით დაასრულეს, რომ ეროვნული ცნობიერების დასაცავად „კიდევ შეიკრიბებიან.“ (ფოტო: თამარ სვანიძე)

ორ თებერვალს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე ,,ქართულმა იდეამ’’ ლიბერალების წინააღმდეგ და ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობა მოაწყო.

ეროვნული და რელიგიური ფასეულობების ,,სადარაჯოზე“ ,,ქართულ იდეას“ დაახლოებით 150 ადამიანი შეუერთდა. როგორც თავად ამტკიცებდნენ, თანამოაზრეთა დიდი ნაწილი აქციაზე უამინდობის მიზეზით ვერ მოვიდა.

,,ქართულმა იდეამ“ მსვლელობა ტრამპის მხარდაჭერაზე მეტად, 21 დეკემბერს თბილისში გამართულ ,,ქალების მარშს“ დაუპირისპირა.

,,ქალების მარში“, მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად გენდერული დისკრიმინაციისა და სექსიზმის გასაპროტესტებლად გაიმართა. ეს თემები განსაკუთრებით აქტუალური ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ გახდა. აღსანიშნავია, რომ ქალების მარშს მხოლოდ 50–მდე ადამიანი ესწრებოდა.

„ქართველმა ქალებმა ფაქტობრივად შეგვარცხვინეს. აბორტის წახალისება და ლგბტ-ების პროპაგანდა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს,“ – ამბობს ,,ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა.

,,ყოველივე ანტიქართულის შემოქმედი და გლობალური საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის ჯორჯ სოროსი, თავისი ლიბერალური იდეებით. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით სოროსის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას ,,სოს-სოროსი“, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება“, – აქტიურობის შესუსტებას არ აპირებს იგი.

ულტრანაციონალისტური მოძრაობის გააქტიურების ფონზე, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებენ საზოგადოებაში პრორუსული განწყობების ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურ ზრდას.

კავკასიის კვლევების რესურს ცენტრის (CRRC) 2015 წლის ბარომეტრის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 18 პროცენტამდეა გაზრდილი იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან. გამოკითხულთა ცხრა პროცენტი კი სრული პრორუსული საგარეო კურსის მომხრეა.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამარ სვანიძე
თამარ სვანიძე IWPR-ის ჟურნალისტია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


რომის პაპის წინააღმდეგობრივი ვიზიტი საქართველოში
ოქტომბერი 19, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT