სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ევროატლანტიკური კურსი საბჭოთა ნოსტალგიის თანხლებით

0 კომენტარი
 2016 წლის 26 აპრილი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


რუსული პროპაგანდა და მისი გამავრცელებელი ადგილობრივი მედია, ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყაროა კონფლიქტური ზონების მომიჯნავე რეგიონებში.

კომუნისტური პარტიის მიტინგი გორში.

კომუნისტური პარტიის მიტინგი გორში. (ფოტო: ნინო ჩიფჩიური)

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, რუსული პროპაგანდა უარყოფით გავლენას ყველაზე მეტად შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და გალის  რაიონის მოსახლეობაზე ახდენს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  მკვლევარები ერთი წლის განმავლობაში  აკვირდებოდნენ მედიას, საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს. კვლევის რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე  შედეგებით, ანტიდასავლური განწყობა საქართველოში იზრდება –  რუსული პროპაგანდის მთავარი წყარო კი, მედიაა.

ამავე მოსაზრებას ადასტურებს, მედიის განვითარების ფონდის (MDF)  მიერ განხორციელებული  მედიამონიტორინგის  –  შედეგებიც. „ანტიდასავლური რიტორიკა ქართულ მედიაში,  ხშირად  ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში ისმის,“ – ნათქვამია კვლევაში.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გაცილებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქართულენოვანი მედია, რომელიც იმეორებს რუსულ ნარატივს და აქცენტირებულია ქართულენოვან მოსახლეობაზე.

„ვხვდებით ორი ტიპის მედიასაშუალებებს, ერთნი, რომლებიც ღიად ახდენენ რუსული წყაროების იდენტიფიცირებას და მეორენი, რომლებსაც ეთნონაციონალისტური შეფერილობა აქვთ“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

„მეინსტრიმულ მედიას კი, გავრცელების დიდი არეალით, კვალიფიციური კადრების პრობლემა აქვს. ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, კრიტიკულად აღიქვან ნებისმიერი საეჭვო წყარო, გადაამოწმონ ინფორმაცია და კვალიფიციური ოპონირება გაუწიონ იმ ჯგუფებს, რომლებიც კრემლის პოზიციას ახმოვანებენ“, – დასძენს იგი.

იოსებ სტალინის დაბადების დღე 2015 წლის 21 დეკემბერი

2015 წლის 21 დეკემბერს (იოსებ სტალინის დაბადების დღე), გორში კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობა. მიტინგზე სტალინის ორეულიც გამოჩნდა. ნოვოსიბირსკიდან ჩამოსული ზაურ წურწუმია რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. (ფოტო: გოგა აფციაური)

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსული პროპაგანდის საპასუხოდ პასიურია.

„არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ვიდრე დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართული, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა. საქართველოში ქალაქი არ დაგვიტოვებია. ვაწყობთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვესაუბრებით მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე. რუსული პროპაგანდის საპასუხოდ ვაკეთებთ ყველაფერს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაწეული სამუშაოების მიუხედავად, დევნილები შიდა ქართლსა და სამეგრელოს რეგიონებში (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ) საბჭოთა პერიოდს სენტიმენტალური რიტორიკით იხსენიებენ და ახალ თაობასაც საკუთარ  მეხსიერებაში  დალექილ „რეალურ ისტორიაზე“ ზრდიან.

„ისტორიის გაკვეთილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან მოზარდებს და ასე ცდილობენ წაშალონ ჩვენი ნამდვილი წარსული. რატომ არ უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, რომ საბჭოთა პერიოდში უკეთეს საქართველოში ვცოვრობდით?“ – კითხულობს ჯემალ მახნიაშვილი, ხურვალეთის (შიდა ქართლის რეგიონი) დევნილთა დასახლებიდან.

ჯემალ მახნიაშვილის მსგავსად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილებისა და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის უმრავლესობა ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა საქართველოს.

„ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ, დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან,  მეგობრობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაც უნდა გავაფორმოთ“, – ამბობს ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეგრელოს ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია. იგი ირწმუნება, რომ რუსეთთან შეერთების იდეას მომხრეები დღითიდღე ემატება. „ძველი საბჭოთა კავშირისდროინდელი პერიოდი აუცილებლად დაბრუნდება“, – სჯერა მას.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქარველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონის განმარტებით, ევროკავშირის ალტერნატიული კურსის მხარდაჭერაზე მსჯელობისას  მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ეკონომიკურ ფაქტორს, რაც მოსახლეობის მსგავს არჩევანს განაპირობებს.

იგი იქვე აზუსტებს, რომ ორგანიზაციის ბოლო კვლევის (საზოგადოების განწყობა საქართველოში) თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს. ევროკავშირის მომხრეების აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, ნატოს მხარდამჭერები კი თავის არჩევანს უმეტესად უსაფრთხოების გარანტიებით ხსნიან.

„მოსახლეობის მეოთხედი არჩევანს ევრაზიულ კავშირზე აკეთებს. თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ ამ საკითხს, დავინახავთ, რომ მოქალაქეებს მეტწილად ერთნაირი მოტივი ამოძრავებთ – ეს მოტივი არის ეკონომიკური და არა პოლიტიკური. მოქალაქეები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზებს ეძებენ. ამრიგად არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა, პრორუსული კურსის პოლიტიკური მხადაჭერაა,“ – მიაჩნია ლორა თორნტონს.

განსხვავებული ვითარებაა გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსების მიმართ ქსენოფობიურად არის განწყობილი.

„ახლანდელი ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებამდე, ხმების მიღების მიზნით, მოწყვლად ჯგუფებთან (დევნილები, გალის მოსახლეობა) მუშაობდა იმ კუთხით, რომ აღადგენდენ რუსეთთან ურთიერთობას, კეთილს და მეგობრულს, როგორიც იყო წლების წინ. ბოლო დროს ხშირად მესმის სამეგრელოს დამოუკიდებლობაზე საუბარიც. რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად  მუშაობენ კონფლიქტის ზონის სოფლებში და გალის რაიონში. სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობა საპირისპიროში დაარწმუნოს“ – ამბობს მაია კალანდია, არასამთავრობო ორგანიზაცია ნეოგენიდან, რომელიც კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებლებისთვის საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშვას საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა სიტუაციის ესკალაცია, ტერიტორიების დაკარგვა, ერთი დაღუპული არ გვყავს საომარ მოქმედებებში, ერთი დამატებითი დევნილი არ შეგვმატებია. ძალიან ბევრი ჩამოდის დასასვენებლად ცხინვალიდან. თბილისი გახდა მათთვის  მნიშვნელოვანი, ევროპული ტიპის ქალაქი. ბევრმა დაიწყო ფრენა უცხოეთში თბილისიდან, ბევრმა დაიწყო ქართული პასორტების აღება. ვიზალიბერალიზაცია მე მჭირდება აფხაზებისა და ოსებისთვის. აი ეს მიღწევებია ჩვენი პასუხი.  ჩვენ  საქართველოში განხორციელებული სასიკეთო ძვრებით ვპასუხობთ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს,“ – დასძინა მინისტრმა.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი  შიდა ქართლის რეგიონიდან, რუსულ პროპაგანდის უარყოფითი გავლენის შერბილებას მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიით ცდილობს. საინფორმაციო კამპანიის წამოწყება ახალგაზრდებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო ოფისის დირექტორის ანგარიშის შინაარსს გაეცნენ.

ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ „იმედგაცრუება ქართულ ელიტასა და საზოგადოებაში, რაც დასავლეთთან ინტეგრირების ნელი ტემპითა და მზარდი, ეფექტური რუსული პროპაგანდის გავლენით არის გამოწვეული, წინა პლანზე წამოწევს პერსპექტივას, რომ შესაძლოა თბილისმა შეანელოს ან შეაჩეროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებისკენ მიმართული ძალისხმევა. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ მაღალია და ჩვენი შეფასებით, რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა ამ უკანასკნელმა უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე“.

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები კონფლიქტის ზონის სოფლებში თავისი ინიციატივით ხშირად აწყობენ შეხვედრებს და მცხოვრებლებს ევროპული ქვეყნებისა და ევროკავშირის შესაძლებლობებზე უამბობენ.

„საზოგადოებას უნდა განემატროს ბენეფიტები და რისკები, რომლებსაც ქვეყანა, როგორც რუსეთისგან, ისე ევროკავშირისგან მიიღებს. არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობის ნებაზეა დამოკდებული, მაგრამ ადამიანებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ იყოს ობიექტური და არაფერი ჰქონდეს საერთო პროპაგანდასთან, განსაკუთრებით რუსულთან,“ – ამბობს ავთანდილ ბიბილაშვილი ახალგაზრდული თვითმმართველობიდან.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი გორის რაიონის სოფელ საქაშეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი გორის რაიონის სოფელ საქაშეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას. დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპასთან კავშირის ბენეფიტების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ორგანიზატორები, კომუნისტური პარტიისგან განსხვავებით, დიდი აუდიტორიით არ არიან განებივრებული. (ფოტო: ნინო ჩიფჩიური)

არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლ-ოსის ხელმძღვანელის, მეგი ბიბილურის აზრით, რუსული პროპაგანდის გავლენის შემცირება შესაძლებელია, თუ საქართველო რუსეთის რბილ ძალასთან ბრძოლის ევროპულ გამოცდლებას გაიზიარებს.

„ევროპა დღესაც იმყოფება მსგავს ბრძოლაში რუსეთთან. რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად აფინანსებს მემარჯვენე რადიკალურ ძალებს ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, ტოლერანტობას და შემწყნარებლობას. ევროპული საზოგადოება რუსულ პროპაგანდას დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერით და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებით უპირისპირდება“.

ნინო ჩიფჩიური ჟურნალისტია გორიდან. ის აქტიურ მონაწილეობას ღებულოს სხვადასხვა ახალგაზრდულ და სამშვიდობო მედია პროექტებში. ნინო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკავში 2015 წლის გამარჯვებულია.

თამარ შონია თავისუფალი ჟურნალისტია ზუგდიდში. ამჟამად რადიოკომპანია ოდიშის (მაუწყებლობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში) საინფორმაციო სამსახურის რედაქტორია. მუშაობს სოციალურ, ეკონომიკურ და კონფლიქტებთან დაკავშირებულ თემებზე.

    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT