სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

როგორ (და რატომ) გაიმარჯვა რუსეთმა

0 კომენტარი
 2020 წლის 26 აგვისტო   ავტორი: ვაჟა თავბერიძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


უწყვეტი ნახევრად ომის მდგომარეობამ კრემლს კარგი სამსახური გაუწია.

ლუკ ჰარდინგი, The Guardian Moscow– ის ყოფილი კორესპოდენტი.
(ფოტო: მოწოდებულია ლ. ჰარდინგის მირე)

დასავლეთის გულუბრყვილობამ და სოლიდარობის არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა ემოქმედა “როგორც ძლიერ მოძალადე სახელმწიფოს”, აცხადებს Guardian Moscow-ის ყოფილი კორესპონდენტი, ლუკ ჰარდინგი. მან IWPR-ს განუცხადა, რომ რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია ნულოვანი ჯამის საგარეო პოლიტიკის თამაშით, ვიდრე ორმხრივი კომპრომისების მიღწევით და რომ მხოლოდ ახალი, პოლიტიკურად ძლიერი თაობის გაჩენამ შეიძლება შეცვალოს ეს აზროვნება.

იმისათვის, რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება დაეწყო, საჭირო გახდა MH17 თვითმფრინავის ჩამოგდება 2014 წელს და სოლსბერიში მოწამვლა 2018 წელს. როგორ მოხდა, რომ ორი ომი, საქართველოში და უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ დასავლეთს სათანადო რეაგირება გამოეჩინა?

ეს ცხადყოფს იმას, რომ დასავლეთის მთავრობები ნამდვილად ვერ ჩაწვდნენ იმას, რასაც მე ”რუსეთის პრობლემას” ვუწოდებ. 21-ე საუკუნეში რუსეთი იქცეოდა როგორც ძლიერი მოძალადე სახელმწიფო – იქნება ეს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, ყირიმის ანექსია თუ სალიკვიდაციო ოპერაციები, როგორც ეს მოხდა ალექსანდრე ლიტვინენკოს ან სერგეი სკრიპალის შემთხვევებში, ან სირიაში ჯარების განთავსება, რაზეც აღარც კი ვსაუბრობთ უკვე. ცხადია, რომ რუსეთი პუტინის მმართველობის დროს გახდა აგრესიული და რევიზიონისტული ძალა, რომელიც სამყაროს ნეოიმპერიულ ჭრილში ხედავს, სჯერა გავლენის სფეროების, მიაჩნია, რომ უფრო პატარა ქვეყნები, როგორიც საქართველოა, უფრო დიდ ქვეყნებს უნდა დანებდნენ, როგორიცაა რუსეთი. ამიტომ გამოწვევა საკმაოდ ნათელია – როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამას? დასავლეთს კოორდინირებული პასუხი ამაზე არ ჰქონდა. 2008 წელს, ჩვენ შეგვეძლო სულ მცირე რამე სანქციები დაგვეწესა, რაც გარკვეულწილად შეცვლიდა სიტუაციას. თუმცა, საამისოდ პოლიტიკური ნება აშკარად არ არის და ეს პრობლემაა, რადგან პუტინი პასუხს ელოდება და როდესაც პასუხი არ დგება, ის აშკარად განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. 2008 წელს Guardian-მა თბილისში გამაგზავნა. ვიყავი გორში, სამხრეთ ოსეთში, ფრონტის ხაზის გასწვრივ და ყველაფერი, რაც მოხდა ჩემი თვალით დავინახე. და იმ რთულ დროს, რეაგირება დასავლეთის მხრიდან საკმარისი არ იყო. მე არ ვამბობ, რომ რუსეთთან სრულყოფილი სამხედრო დაპირისპირება უნდა მომხდარიყო, ეს არავის სურს და ამას არავინ ითხოვს, მაგრამ იყო გარკვეული რამ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და არ გაკეთებულა. შეიძლებოდა სანქციების დაწესება, რაც არ მომხდარა.

დასავლეთს მკაცრი რეაგირება რომ ჰქონოდა, როგორ ფიქრობთ, შემდგომი მოვლენებიც ისევე განვითარდებოდა, როგორც განვითარდა?

ვფიქრობ, რომ ამ მოვლენების უმეტესობა საქართველოში მაინც მოხდებოდა. პრობლემა ის იყო ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თეატრში ძალების სრული შეუსაბამობა იყო. თითქმის მალევე ცხადი გახდა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვა განადგურებული იყო და რუსული ძალები სრულად აკონტროლებდნენ ცას და ბომბავდნენ არა მხოლოდ სამხედრო მიზნებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, რაც მე თვითონ დავინახე გორში. მაგრამ დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ რუსეთს ამისთვის დიდი ფასის გადახდა არ მოუწია. საბოლოოდ, რუსეთმა ძალიან მცირე ფასი გადაიხადა. უფრო ძლიერი პასუხი, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან საპასუხო ქმედებები და ოფიციალური პირების მიმართ სანქციები რომ ყოფილიყო, თუნდაც რუსეთის შვეიცარიის საბანკო სისტემიდან გარიცხვა, ვფიქრობ, რომ ყირიმი არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ის, რაც ყირიმში მოხდა, პირდაპირი შედეგი იყო იმისა, რაც საქართველოში მოხდა.

თქვენს უკანასკნელ წიგნში „ჩრდილოვანი სახელმწიფო: მკვლელობა, არეულობა და რუსეთის მიერ დასავლეთის გადაკეთება“ თქვენ აცხადებთ, რომ „როგორც ჩანს, დასავლეთი ფიქრობდა, რომ თავშეკავება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას გამოიწვევს. ეს არ მოხდა ”. აზროვნების ამგვარი მოდუსი მუდმივად არსებობდა, თუმცა ყოველთვის წარუმატებელი იყო. დასავლეთში ამგვარი აზროვნება ახლაც არსებობს. რა არის ამის მიზეზი?

ეს არის გულუბრყვილო რწმენა, რომელიც მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა – ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა მხოლოდ ერთი მაგალითია – რომ პუტინი და მის გარშემო კგბ-ს ყოფილი თანამშრომლები დაინტერესებულნი არიან ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებებით. ეს ასე არ არის. ისინი თამაშობენ ნულოვანი ჯამის კლასიკურ თამაშს. მახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ ბრიტანელ ჩინოვნიკს ვესაუბრე და მან წარმოთქვა ყველაზე შესანიშნავი ფრაზა: ”რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იფიქრონ”. ისინი ფიქრობენ, რომ რაც დასავლეთისთვის ცუდია, ხოლო საქართველოს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევენ, კარგია რუსეთისთვის და პირიქით. პუტინი ნამდვილი პრაქტიკოსია – მას სწამს ლენინური იდეის, რომ მოსკოვი უწყვეტი ნახევრად ომის პირობებშია და არა მხოლოდ კარგი, არამედ აუცილებელიც კი არის მკვლელების გაგზავნა. ეს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევა ყურადღება გადაიტანონ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებისგან, როგორიცაა ქრონიკულად არაეფექტური მართვა და სტაგნაცია და საშინელი კორუფცია. რუსეთში ყოველთვის იყო დიდი კორუფცია, ხოლო პუტინის ეპოქაში კი ამ კორუფციას მეტასტაზები გაუჩნდა, სადაც ფეოდალური მდგომარეობაა, როდესაც 20 ან 30 წამყვანი ოჯახი მილიარდებს ფლობს, ხოლო მასწავლებლები, ექიმები, უნივერსიტეტის ლექტორები ძირითადად მათხოვრულ ხელფასზე ცხოვრობენ. თუმცა, მათ ასევე აქვთ ეს საბჭოთა სტოიციზმი, რაც მათ თითქმის ყველაფერთან შეგუებას აიძულებს.

თუმცა, საშინელი დღის შემდეგ სახლში მიდიხართ, ჩართავთ ტელევიზორს და გეუბნებიან, რომ ყირიმი უკან დააბრუნეს და ეს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მსოფლიოში გადაწყვეტილებებს იღებს.

ამგვარი პროპაგანდა ნამდვილად მუშაობს, განსაკუთრებით ნაკლებად განათლებულ ადამიანებს შორის. ისინი ყველაზე მგრძნობიარენი არიან ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ და რუსეთის რეჟიმმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამას. მათ დახვეწეს მეთოდები რუსეთში, ახლა კი, როკ-ბენდის მსგავსად, მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებს აწყობენ. შემდეგ კი ტროლებმა, რომლებიც tochka.ru-ზე მოქმედებდნენ, მოულოდნელად დაიწყეს მოქმედება Guardian-ზე, New York Times-ზე, The Washington Post-ზე, Der Spiegel-ზე. მათი პროპაგანდისტული ოპერაციები შეიძლება უხეშია, მაგრამ გარკვეულწილად, ის მუშაობს. ჩვენ ეს ახლახან ვიხილეთ კოვიდთან დაკავშირებით. ყველაფერი, რაც დასავლურ საზოგადოებას ჰყოფს, რუსული პროპაგანდა ამას იპოვის და მის გამოყენებას შეეცდება. გამოსავალი მხოლოდ შეკავებაა. დიალოგი, ფაქტები და მსჯელობა რუსებთან არ მუშაობს, ამიტომ გამოსავალი მათი შეკავებაა.

რამდენად დიდი სურვილი აქვს დასავლეთს, რომ რუსეთი შეაკავოს?

არც ისე დიდი. დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან საუბრობთ. ტრამპისგან? ნულოვანი. ბორის ჯონსონისგან? არა. მას აინტერესებს შავი ზღვა, მას აინტერესებს რუსული ინვესტიციები, მას სძულს ევროკავშირი, ისევე როგორც პუტინს. ევროკავშირისგან, მერკელისგან, იმ ხალხისგან, ვისაც უფრო კარგად ესმის სამყარო, დიახ, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო მომენტი დასავლური სოლიდარობისთვის.

არიან ადამიანები (მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა), რომელთაც იმედი აქვთ, რომ პუტინის საბოლოო წასვლის შემდეგ, იქნება ეს იძულებით თუ ბუნებრივად, ბევრი რამე გაუმჯობესდება. არის თუ არა ეს სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა?

საქმე ის არის, სისტემამ შექმნა პუტინი თუ პუტინმა შექმნა ეს სისტემა. ეს მარადიული კითხვაა: ქათამი თუ კვერცხი? მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ოპტიმისტი ამბობს, რომ როდესაც პუტინი წავა, ელიტას შორის ძვრები მოხდება და შესაძლოა, მივიღოთ რაღაც უფრო ღირსეული, ჩემში რეალისტი ამბობს, რომ პუტინის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთ სამოცი წლის, დაბალი ტანის კაცს მივიღებთ, რომელსაც კომპლექსების მრავალფეროვნება ექნება.  მსურს ეს ინტერვიუ ოპტიმისტურად დავასრულო და ვთქვა, რომ ჩვენ სწრაფად ცვალებად ეპოქაში ვცხოვრობთ და ახალი თაობის რუსები მოდიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სხვაგან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე რუსეთში, და მათ ესმით, რომ მათ არ გაუმართლათ მთავრობასა და მმართველ ელიტაში. ისინი სულელები არ არიან, ხალხს მუდმივად ვერ გაასულელებ. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ხსნა არა პუტინის გარდაცვალებაში, არამედ ამ ახალ თაობაშია, რომელსაც არ აქვს იგივე კომპლექსები. და როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება უკეთესი რუსეთისთვის და უკეთესი საქართველოსთვისაც.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა IWPR-მიერ. იხილეთ ბმული

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ვაჟა თავბერიძე


მსგავსი სტატიები:


2008 წლის აგვისტოს ექო
აგვისტო 25, 2016

ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში
თებერვალი 17, 2016

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ითხოვს
დეკემბერი 23, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT