ორგანიზაციები – კოსმოს (COSMOS) და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (Scuola Normale Superiore) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის იწვევენ, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე დამწყებ მკვლევარებს და მათ ვინც განსაკუთრებით არის დაინტერესებული მედიის როლზე პოლიტიკურ ჩართულობაში.
შეხვედრის ადგილი: 2017 წლის 26–30 ივნისი, ფლორენცია (იტალია)
განაცხადების მიიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 17 მარტამდე
სკოლა დაგეხმარებათ, მედიასა და პოლიტიკურ ჩართლობას შორის არსებული კომლექსური ურთიერთკავშირის დანახვაში. ლექტორები ისაუბრებენ სამ ძირითად თემაზე – მედიის კულტურა, მედიის არსებითობა და მედია პრაქტიკა.
სკოლის 15 მონაწილეს მიეცემა საშუალება მოახდინოს საკუთარი მიმდინარე კვლევისა და პროექტების პრეზენტირება, რათა კურსის სხვა მსმენელებისგან მიიღოს რეკომენდაციები და შენიშვნები. მონაწილეებს ასევე შეეძლებათ საკუთარი საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეარჩიონ ლექციის თემა და განსახილველად მოიწვიონ ლექტორი.
კურსის ღირებულებაა 350 ევრო. ეს თანხა ფარავს აკადემიური მასალების, მისასალმებელი და გამოსამშვიდობებელი ვახშმის, ბიბლიოთეკის, კომპიუტერისა და ინტერნეტის ხარჯებს. თანხაში არ შედის სასტუმროსა და მგზავრობის ღირებულება.
გადასახადთან დაკავშირებული დეტალების შესახებ, ელექტრონული ფოსტით ეცნობებათ, მონაწილეობისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებისა და აპლიკაციის ფორმის მისაღებად გამოიყენეთ სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: media_summerschool@sns.it
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ლინკზე: Scuola Normale Superiore