ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რათა გამოვლინდეს საუკეთესო ნამუშევრები სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ყველა ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლებს.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2016 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 ოქტომბერი.
პრიზები სამ კატეგორიაში გაიცემა:
- საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით მედიაში
- საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ონლაინ მედიაში
- საუკეთესო ანალიტიკური ტელე/ რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი
თითოეულ კატეგორიაში გამოცხადდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო1000 ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ლინკზე: სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები