დოკუმენტური ფილმების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, შვედი რეჟისორები კარინ ეკბერგი და ჯოანა ბერჰარდსონი, ქალ კინო დოკუმენტალისტებს სამხრეთ კავკასიიდან, იწვევენ სემინარში მონაწილეობისთვის.
ღონისძიება ტარდება საქდოკ ფილმისა და შვედური ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით.
სემინარის მიზანია გააძლიეროს ქალი რეჟისორები კარიერის დასაწყისშივე და მისცეს მათ საერთაშორისო დონის მისაღწევად აუცილებელი უნარების გამომუშავების საშუალება.
სემინარი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას კამერის წინ და კულისებში, ასევე ქცევების გრძელვადიან ცვლილებებს.
სემინარი ჩატარდება 2016 წლის 19–21 ოქტომბერს. განაცხადების მიღება დასრულდება 23 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის სანახავად გადადით ლინკზე Documentary Storytelling with a Personal Voice.