გერმანიის ფედერალური სააგენტო სამოქალაქო განათლებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (n-ost და source fabric), სემინარში მონაწილეობისთვის იწვევს – ბლოგერებსა და ონლაინ აქტივისტებს, ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და რუსეთი.
სემინარი ოდესაში გაიმართება (უკრაინა) 31 ივლისიდან 7 აგვისტომდე. სასწავლო კურსის მონაწილეები გამოიმუშავებენ ტექსტის ვიზუალური მხარდაჭერისთვის აუცილებელ უნარებს. გაეცნობიან მონაცემებზე მუშაობისა და მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
სემინარში მონაწილეთა რეგისტრაცია 22 მაისს დასრულდება.
მონაწილეობისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს გაიღებს მასპინძელი მხარე.
დამატებითი ინფორმაცია მოიძიეთ ბმულზე: ახალი ამბების ვიზუალური მხარდაჭერა.