სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სომხეთი: მძევლების კრიზისი გრძელდება

0 კომენტარი
 2016 წლის 20 ივლისი   ავტორი: სურენ დეჰერიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ჩიხში შესული ვითარება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შიშს აჩენს.

სურენ დეჰერიანი

შეიარაღებული ამბოხი ერევანში

შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ქუჩების ბლოკირება მოახდინეს (ფოტო: სააგენტო Photolure).

17 ივლისს სომხეთის დედაქალაქში ათამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ჯგუფმა, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციურ მოძრაობა „დამფუძნებელ პარლამენტთან,“ კვირა დილით რვა პოლიციელი აიყვანა მძევლად.

19 ივლისს, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა ოთხი ადამიანის გათავისუფლება. დარჩენილ მძევლებს შორის არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან იეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.

ერევნის ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეჭრის დროს დაიღუპა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, ორივე მხარეს არიან დაჭრილები.

შეიარაღებული პირები, რომელთა უმეტესობა 1990-იანი წლების ყარაბაღის ომის ვეტერანები არიან, ითხოვენ თავიანთი ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ის გასულ თვეს დააპატიმრეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

2008 წელს დაფუძნებული მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტი“ არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა საპროტესტო აქციების ინიციატორი, მათ შორის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით გამართული მიტინგებისაც. მაგრამ, მის წევრებს არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში და არასოდეს ყოფილან პოლიტიკური სისტემის ნაწილი.

პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები საზოგადოებას მთავრობის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომას.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და იღებენ ყველა საჭირო ზომას ვითარების მოსაგვარებლად. პოლიციას ბლოკირებული აქვს დაკავებულ ტერიტორიასთან მისასვლელი გზები და ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა.    

მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არაერთი დაპატიმრების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

17 ივლისს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ბლოკირებულ ტერიტორიასთან ახლომახლო ან ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გასაგებად.

იმავე დღეს, სომხეთის ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია პოლიციის მიერ ორმოცდაათი ადამიანის დაკავების შესახებ. დაჭერები გაგრძელდა მეორე დღესაც.

ინფორმირებულ მოქალაქეთა ასოციაციის წარმომადგენელი დანიელ იონესიანი აცხადებს, რომ 17-18 ივლისს ას ორმოცდაათ ადამიანზე მეტი დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში წაყვანის ნაცვლად, ისინი გადაიყვანეს პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალების, ე.წ. სამხედრო დანაყოფში.

იონესიანის თქმით, დაკავებულებმა გათავისუფლების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს მათ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ომბუდსმენის ოფისში შევიდა ორმოცამდე ზარი, რომელიც უკავშირდებოდა პოლიციის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებებს ან მშვიდობიანი თავყრილობების დაშლას.

გასული სამი დღის განმავლობაში, ომბუდსმენის ოფისმა დააფიქსირა და აღრიცხა  დაკავებების დაახლოებით ასი შემთხვევა, როგორც ერევანში, ასევე რეგიონებში  – შირაქის, ლორის და არმავირის რაიონებში.

ომბუდსმენის ოფისმა ოფიციალურად მიმართა პოლიციას გამოძიების დაწყების თხოვნით, რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართვაც მოითხოვა.  

შეიარაღებული ამბოხი ერევენში

პოლიციის მიერ ბლოკირებული ქუჩა (ფოტო: სააგენტო Photolure).

მძევლების დაკავებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი გამოდგა საზოგადოების დამოკიდებულება. ერთი ნაწილისთვის მიუღებლი აღმოჩნდა როგორც ამბოხებულთა მოთხოვნები, ასევე მეთოდებიც, თუმცა ნაწილი, მათ მიმართ თანაგრძნობით განეწყო.

19 ივლისის ღამეს ათეულობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციის განყოფილებასთან, როგორც თავად განმარტეს იმისთვის, რომ პოლიციას არ მოეხდინა შენობის შტურმი და გაეგრძელებინა მოლაპარაკებები.  

აქამდე, არცერთ დეპუტატს მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან, არც პრემიერ-მინისტრს და არც პრეზიდენტს სიტუაცისთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადებები პრობლების მშვიდობიანი გზით მოგვარების მოწოდებებით.

სეფილიანი სომხეთში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რაც 90-იანი წლების დასაწყისში ყარაბაღის კონფლიქტში გაწეული სამსახურის დამსახურებაა. ომის დროს ის ხელმძღვანელობდა მებრძოლთა სპეციალურ დანაყოფს, რომელმაც აზერბაიჯანელი მებრძოლებისგან გაათავისუფლა ქალაქი შუშა. 

პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფის ლიდერები ვარუჯან ავეტისიანი და პაველ მანუკიანი სეფილიანის თანამებრძოლები და ყარაბაღის ომის ვეტერანები არიან.

წარმოშობით ლიბანელი, 49 წლის ჟირაი სეფილიანი სამხედრო უნარებს ლიბიის სამოქალაქო ომის დროს ეზიარა. 1990 წელს ის სომხეთში ჩამოვიდა.

სეფილიანი და „დამფუძნებელი პარლამენტის“ კიდევ ექვსი წევრი 20 ივნისს დააპატიმრეს. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით ის 2007 და 2015 წლებშიც იმყოფებოდა პატიმრობაში.

„არ ვაპირებ არც დადანაშაულებას და არც გამართლებას, ძალიან შეწუხებული ვარ შექმნილი სიტუაციის გამო,“ – განაცხადა სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ ავეტიკ იშხანიანმა. „თუმცა, როცა ხალხი საუბრობს პრობლემის მოგვარების სამართლებრივ გზებზე, მინდა შევახსენო მათ შარშან ზაფხულს განვითარებული მოვლენები, როდესაც „დამუხტული ერევნის“ [ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ გამართული] აქციების დროს  პოლიციამ დაარბია და უკანონოდ დააპატიმრა ორასზე მეტი ადამიანი. მაშინ, ჩვენ, უფლებადამცველები, სამართლებრივი მეთოდებით ვეცადეთ მათ დაცვას, მაგრამ უშედეგოდ.“

მისივე სიტყვებით, პასუხისგებაში არ მიუციათ და არ დაუსჯიათ არცერთი პოლიციელი.

„და ეს დაუსჯელობა, როგორც ვხედავთ, ისევ გრძელდება. გუშინ [17 ივლისს] პოლიციამ ისევ დაიწყო ხალხზე ნადირობა. სწორედ, რომ ასე დავარქმევდი ამას,“ – დასძინა მან.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი აღასი იენოკიანიც.

„საუბედუროდ, ჩვენი ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს კრიტიკულ სიტუაციებს და პრობლემის მოგვარებას თავისი ძალაუფლების განმტკიცების სასარგებლოდ ცდილობს, რაც ჩემი აზრით არის არასწორი და შექმნილი ვითარების მიზეზი,“ – განაცხადა მან.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელის არტურ საკუნცის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ძალადობის არდაშვება.

„თუ პოლიცია გაიყვანს კორდონს და გახსნის გზებს, შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ჩვენ შევძლებთ ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებას და არც არავიან გვესვრის იარაღს“, – განაცხადა მან. 

სურენ დეჰერიანი

 

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი სურენ დეჰერიანი
სურენ დეჰერიანი, არის ონლაინ გამოცემა ampop.am დამფუძნებელი და რედაქტორი, ასევე IWPR სომხეთის ყოფილი რედაქტორი.


მსგავსი სტატიები:


მედიის სახელმძღვანელო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციების გასაშუქებლად
აგვისტო 17, 2020

ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი
დეკემბერი 28, 2018

კრიზისი რუსეთში აფხაზეთს დარტყმას აყენებს
იანვარი 30, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT