ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის საქართველოს ოფისი (IWPR) იწყებს განაცხადების მიღებას სატრენინგო კურსში მონაწილეობისთვის.
ორდღიანი ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის ჩატარდება თბილისში 19-20 მაისს, პროექტის “ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა: რეგიონულ ჟურნალისტთა უნარების გაძლიერება” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ლიტვის დასავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან (EESC) პარტნიორობით ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა იწვევს, ახალგაზრდა რეგიონულ ჟურნალისტებს საქართველოდან, მოკლევადიან სასწავლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის თემებია გლობალური მედიის გამოწვევები, პროპაგანდა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საფუძვლები, ბიზნეს ჟურნალისტიკის პრინციპები. სესიებს გაუძღვებიან ცნობილი ლიტველი მედია ექსპერტები და IWPR-ის ტრენერები. ტრენინგის შემდეგ, დაფინანსდება მონაწილეების მიერ მომზადებული სამი საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ჟურნალისტების უნარებისა და რეგიონული კავშირების გაუმჯობესებას.
სამუშაო ენა: რუსული, ინგლისური, ქართული (თანმიმდევრული თარგმანით).
მოთხოვნები:
** პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პრაქტიკოს ჟურნალისტებსა და სტუდენტებს მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან.
** უნდა იყოს პროაქტიური და კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობების მქონე;
** შეეძლოს კონსტრუქციულ დებატებში მონაწილეობა და გახსნილი იყოს დიალოგისთვის.
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
წარსადგენი საბუთები:
** CV
** სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში მიუთითეთ რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა და რა შედეგის მიღებას ელოდებით. აღწერეთ თქვენ რეგიონში მედიის მდგომარეობა და გამოწვევები (არაუმეტეს 300 სიტყვისა, სასურველია ინგლისურ ენაზე).
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი, 18:00 საათი.
გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ.
გასაუბრება ჩატარდება 8 მაისს.
განცხადებები მიიღება მისამართზე caucasusprogramme@iwpr.net
ჟურნალისტების მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს უზრუნველყოფს IWPR და EESC.