სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

უჩინარი სავაჭრო ქსელი

0 კომენტარი
 2017 წლის 7 მარტი   ავტორი: თამარ მეარაყიშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნში,  სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, შესაძლოა საბაჟო პუნქტი გაიხსნას.

თამარ მეარაყიშვილი

რიგები რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ახალგორში

რიგები რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი (სოფელი რაზდახანი ლენინგორის რაიონში). (ფოტო: თამარ მეარაყიშვილი)

სოფელ მოსაბრუნში [რომელიც თვითაღიარებლი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცნობილია როგორც სოფელი რაზდახანი, ლენინგორის რაიონი], იქ სადაც ამჟამად რუსული საკონტროლო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა სამომავლოდ, არც ტრანსკავკასიური მაგისტრალის გახსნა გამორიცხა. 

მართალია საბაჟო პუნქტის შესახებ ჯერ–ჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ეს იდეა ახალგორსა და ცხინვალში მოსახლეობის უმრავლესობას მოეწონა. საბაჟო პუნქტი განსაკუთრებით მომგებიანი ახალგორელებისთვის იქნება. ადამიანებს აღარ მოუწევთ საათობით რიგებში დგომა, მგზავრებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცემათ, ხელი შეეწყობა ვაჭრობას.

მურატ ცხოვრებოვის განხცადება ადგილობრივების ნაწილმა სამხრეთ ოსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. სოციალურ ქსელებში იმასაც კი წერდნენ, რომ უმჯობესია ახალგორის გამშვები პუნქტი დაიკეტოს.

საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების  მოწინააღმდეგეები არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს დღემდე არ აწერს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გზები ჩაკეტა და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება აკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ ახალგორისთვის დაუშვა. იქ ადგილობრივი მცხოვრებლები სპეციალური საშვებითა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტით გადაადგილდებიან.

2012 წლის არჩევნებამდე  ქართულ საგუშაგოზე (რომელსაც გადის ახალგორში მიმავალი ყველა მგზავრი) მკაცრად  აკონტროლებდნენ ტვირთებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

2012 წლიდან საქართველოში ახალმა ხელისუფლებამ თანდათან შეამსუბუქა ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები. პარალელურად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც ხან ართულებდა, ხან ამარტივებდა ტვირთების გადატანის წესებს, რომელთა დიდი ნაწილი ზეპირსიტყვიერი იყო.

ერთ-ერთი ბოლო რეგულაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ  ერთ ჯერზე გადაადგილებისას, მგზავრზე 50 კგ. ტვირთი სცნო დასაშვებ ნორმად. ერთსადაიმავე პიროვნებას ამ ოდენობის ტვირთით საზღვრის გადაკვეთა დღეში ორჯერ შეეძლო (ჯამში 100 კგ),  თუ ტვირთის ღირებულება არ აღემატებოდა 6,500 რუბლს (დაახლოებით 250 ლარი). უმეტესად არც ტვირთის აწონვა ხდებოდა და არც ღირებულების დადგენა, მესაზღვრეები თვალით ზომავდნენ ყველაფერს.

ბუნებრივია 100 კილოგრამ ტვირთს ყოველდღიურად ვერ მოიხმარს ადამიანი და მთელი ეს სქემა არაოფიციალურად სავაჭროდ იყო გათვლილი. ეს საქმე საკმაოდ მომგებიანია, რადგან პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ 2013 წელს პირდაპირ ახალგორის ცენტრში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე საბითუმო ბაზრობაც კი გაიხსნა. რომელსაც არაოფიციალურად რაიონის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი ჯემალ ჯიგკაევი ხელმძღვანელობდა.

ბაზრობაზე სამუშაოდ მოსახვედრად საჭირო იყო სპეციალური ნებართვა. ამ პერიოდში,  კერძო მაღაზიებსა და გარემოვაჭრეებს, ხან მილიცია, ხანაც ადმინისტრაციის უფროსის მძღოლი უქმნიდა დაბრკოლებებს. ამით მოვაჭრეებს უბიძგებდნენ, რომ ბაზრობაზე გადაენაცვლათ.

ბაზრობაზე სავაჭროდ ადგილის აღება, გამყიდველისთვის დამატებით ხარჯებს უკავშირდებოდა. მხოლოდ შესვლისთვის ყოველდღიურად 2,000 რუბლი, ან 100 ლარი იყო გადასახდელი. მოსახლეობამ უკმაყოფილება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებით გამოხატა. საბოლოოდ  ბაზრობამ მხოლოდ ერთი თვე იფუნქციონირა.

სავაჭრო ურთიერთობები უფრო გაფართოვდა იმ სახით, როგორც ის 2017 წლის იანვრამდე წარიმართებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ქართული საგუშაგოდან მაქვს ჩვენი რაიონის გავლით სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად 35-50 ტონა პროდუქტი შედის. (ახალგორის მილიციის სამმართველოს უფროსმა კი რამდენიმე თვის წინ  განაცხადა, რომ იგივე გზას ყოველდღიურად 200 ტონა ტვირთი გადის).

რიგები რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ახალგორში

სოფელ მოსაბრუნთან მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად ათობით ტონა ტვირთი შედის. (ფოტო: თამარ მეარაყიშვილი)

ქართული საგუშაგოს ინფორმაციით, ყოველდღიურად ადმინისტრაციულ საზღვარს 500–მდე ადამიანი კვეთს. განსხვავებულია რუსული საკონტროლო გამშვები პუნქტის სტატისტიკა. მათი მონაცემებით საზღვარზე ყოველდღიურად 700–მდე ადამიანი გადაადგილდება.

გამოდის, რომ ყოველდღე დაახლოებით 200–მდე  ადამიანი ,,ინაწილებს“ სავაჭრო ურთიერთობებში ორივე მხრიდან  ჩართული ,,ბიზნესმენების“ ტვირთს და აფორმებს მას, როგორც პირადი საჭიროებისთვის აუცილებელ პროდუქტს. საზღვარზე 20 მეტრიანი მონაკვეთის გავლის საზღაურად, ამ მიზნით დაქირავებულები 300 რუბლს (10 ლარი) იღებენ.

ამ საქმით ახალგორში მცხოვრებთა დიდი ნაწილი იყო დაკავებული, არასრულწლოვანი ბავშვებიც კი. რადგან ბავშვებისთვის მშობლის ნებართვის გარეშე გადაადგილება აკრძალულია, ტვირთის გადამზიდავს ოჯახისგან ეძლეოდა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ან ბავშვები მუშაობდენ მშობლებთან ერთად. მაგალითად თუ მიკროავტობუსს გადააქვს 500 კგ. ტვირთი, მას რვა ადამიანი მაინც უნდა ეჯდეს სალონში, რათა ბარგის საერთო რაოდენობა კანონით დაშვებულ ნორმას არ აღემატებოდეს.

ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით,  ყოველდღიურად საზღვარს 200–მდე ერთეული მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გადაკვეთს.

საბოლოოდ ვაჭრობის ეს ფორმაც ქმნიდა პრობლემებს მგზავრებისთვის. ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ მოვაჭრეები და მძღოლები. რიგებთან ერთად საზღვრის გადაკვეთის მსურველთა უკმაყოფილებას ისიც იწვევდა, რომ მესაზღვრეები პერიოდულად  ფორმალურად იწყებდნენ მგზავრების დაწვრილებით შემოწმებას. რასაც მოსდევდა ტვირთების დაკავება, აჯარიმებდნენ მძღოლებს ხან საბარგულში ტვირთის ზედმეტი წონის, ხანაც პროდუქტის წარმომავლობის გამო.

ყველაფერს ემატებოდა ეგრეთწოდებული ცხინვალელი „რეკეტიორების“ ფაქტორი. ისინი  მოვაჭრეებს ყოველთვიურად დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ „მათ ტერიტორიაზე ბიზნესის კეთების გამო“.

სავაჭრო ურთიერთობებს ასეთი სახე ჰქონდა 2017 წლის იანვრამდე. იანვრიდან დღემდე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დოკუმენტები წესრიგში აქვს, შეუძლია საზღვარზე განუსაზღვრელი რაოდენობით ტვირთი გადაიტანოს.

2016 წლის ივნისში, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ცხინვალში სამუშაოდ მოიწვია და  ვიცე პრემიერის პოსტი ჩააბარა დიმიტრი კოზაევს, რომელიც რუსეთში წლების განმავლობაში სხვადასხვა საბაჟოს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი კოზაევმა  მოახერხა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საბაჟოს მეშვეობით,  ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ მილიარდამდე რუბლი ამოიღო, რაც წლების განმავლობაში არასდროს მომხდარა.

კოზაევს რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტისგან მიღებული აქვს საბაჟო გენერლის ჩინი. ასეთი წარმატებული და  გამოცდილი ადამიანის ცხინვალში სამუშაოდ ჩასვლას ადგილობრივები სწორედ საბაჟოს ამოქმედების იდეას უკავშირებენ.

ახალგორელები მოუთმენლად ელიან საბაჟოს გახსნას. ამ გზით უჩინარი სავაჭრო ქსელი კანონის ფარგლებში მოექცევა. სავაჭრო ურთიერთობების გაოფიციალურება კი ზემოთ ჩამოთვლილ უსიამოვნებებს მეტნაკლებად შეამცირებს, რაც ახალგორელებისა და მათი ცხინვალელი ბიზნეს პარტნიორების ინტერესებში თანაბრად შედის.


გამოქვეყნებულ მასალაში დაცულია ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია და ტოპონიმიკა. IWPR და ვებგვერდის რედაქცია არ აგებს პასუხს საავტორო მასალების შინაარსობრივ მხარეზე.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი სამოქალაქო აქტივისტია ახალგორიდან (დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დაბას საბჭოთა პერიოდის სახელით "ლენინგორი" მოიხსენიებს).


მსგავსი სტატიები:


გამყოფ ხაზზე ცხოვრების სატირა: ყურმოკრული ამბები
დეკემბერი 12, 2016

2008 წლის აგვისტოს ექო
აგვისტო 25, 2016

ქორწინებებისა და დაკრძალვების ქართული დილემა სამხრეთ ოსეთში
თებერვალი 17, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT