საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ომებმა და მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გააღატაკა და მოწყვიტა საკუთარ საცხოვრებელს.
30 მარტს “ნეტგაზეთის” რეპორტიორის, გივი ავალიანის ფოტოპროექტის “ღია მაცივარი” გამოფენა გაიმართა.
ფოტოპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცარიელი, ნახევრად ცარიელი ან ელექტროენერგიის საფასურის ვერგადახდის გამო კარადად ქცეული მაცივრებით.
მაცივრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახების დიდ ნაწილს ბევრი რამ აქვს მაცივარში შესანახი. ხშირად მაცივარი ოჯახის წარსული ღირსეული ცხოვრების ნაშთს წარმოადგენს ან ამჟამინდელი გაუსაძლისი ცხოვრების სიცარიელეს ინახავს.
საკვების ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები დაღს ასვამს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯანმრთელობასა და ღირსებას, ამყარებს უიმედობასა და ხვალინდელი დღის შიშს.
იხილეთ ფოტოპროექტი ღია მაცივარი
თავდაპირველად გამოქვეყნებულია ნეტგაზეთში.