ესკალაციის ზრდასთან ერთად მოხალისეები ჯარში ეწერებიან.
მთიანი ყარაბაღის საზღვარის მიმდებარე რაიონებში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.
ყარაბაღში ასეულობით მოხალისე ეწერება ჯარში, სადაც აქტიურად ურიგდებათ საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.
მოხალისეთა შორის არიან ყარაბაღის ომის ვეტერანები. 1994 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დასრულდა.
მას შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დარღვეულა, ხშირად ხდებოდა სროლები, როგორც ყარაბაღის ე.წ. „შეხების ხაზის“ მიმდებარედ, ასევე სომხეთი-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებმა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფორმით გამოავლინა.

ფრონტზე წასვლის წინ სომეხ მოხალისეებს სამხედრო მასალა და აღჭურვილობა ურიგდებათ (ფოტო: სააგენტო Photolure).

მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის მიმდინარე ბრძოლა ფრონტის ხაზზე, 2016 წლის 3 აპრილი (ფოტო: სააგენტო Photolure).

მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი ძალები სამხედრო პოზიციებზე (ფოტო: სააგენტო Photolure).

ასობით მოხალისე, მათ შორის ყარაბაღის ომის ვეტერანები, ყარაბაღის ჯარში ეწერებიან (ფოტო: სააგენტო Photolure).

ყარაბაღის დედაქალაქის-სტეპანაკერტის ცენტრში მამაკაცები მოხალისეებად ეწერებიან (ფოტო: სააგენტო Photolure).

სომეხი მოხალისეებისთვის დარიგებული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა (ფოტო: სააგენტო Photolure).

ქალაქი მარტაკერტი აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მხრიდან ინტენსიური სროლების შემდეგ (ფოტო: სააგენტო Photolure).

მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების მესამე დღე (ფოტო: სააგენტო Photolure).

სოფელი ტალიში აზერბაიჯანული ძალების მიერ ოკუპაციის შემდეგ. მომდევნო დღეს ის ყარაბაღის სამხედროებმა ხელახლა დაიკავეს (ფოტო: სააგენტო Photolure).